Connect with us

ყვავილები

ყურძნის დიდხანს შენახვის მეთოდი სახლის პირობებში

არ დამიჯერებთ, მაგრამ სახლის უკანა ეზოში მოსავლის ნაკლებობა მთელი ზაფხული იმედს მიცრუებდა. ჩემი შრომის შედეგი მხოლოდ სექტემბერში ავიღე. ვაშლებით ტოტები დამძიმდა. ქმარმა მათთვის სარდაფი უკვე მოამზადა: ნაყოფით გაზაფხულამდე ვისიამოვნებთ. როგორ მსურს, რომ ყურძენი ზამთრისთვის შევინახო. თან წელს ყურძნის კარგი მოსავალი ავიღეთ.

სინამდვილეში ყურძნის შენახვა ზამთრისთვის უფრო მარტივია, ვიდრე ნესვის ან საზამთროს. არანაირი სპეციალური მოწყობილობა არ დაგჭირდებათ. საყინულეში ადგილის გათავისუფლებაც საჭირო არაა. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ორ გამოცდილ მეთოდს, როგორ დადოთ საახალწლო სუფრაზე სახლში მოყვანილი ყურძენი.

მეთოდი №1

ყურძენი რომ ზამთრისთვის შეინახოთ თავად ახალი ყურძენი (1 კგ) დაგჭირდებათ. კენკრა გადაარჩიეთ, რომ ერთი დაზიანებული მარცვალიც არ დარჩეს. სუფთა სამლიტრიანი ქილა, 1 კგ ნახერხი და 100 მდოგვის ფხვნილი მოიმარაგეთ.

ყურძნის მტევნები დაკიდეთ და 2-3 საათით გააშრეთ. ნახერხიც გააშრეთ: 7-8 საათი მზეზე გაშრობა საკმარისია. 1 მუჭა ნახერხი ქილის ძირში ჩაყარეთ. მდოგვის ფხვნილი მოაყარეთ. ახლა ზემოდან ყურძენი დაადეთ.

ყურძენი ქილაში ნახერხის და მდოგვის ფხვნილის ფენებთან ერთად მონაცვლეობით ჩააწყვეთ. ბოლო ფენა ნახერხი და მდოგვის ფხვნილი უნდა იყოს. ისე გააკეთეთ, რომ ჰაერი ქილაში არ დარჩეს.

პოლიეთილენის ხუფით მოხუფეთ. ყურძენი გრილ ადგილას, მაგალითად, სარდაფში შეინახეთ. მაცივარშიც შეიძლება, თუ საკმარისი ადგილი გაქვთ. ამ მეთოდით ყურძენი რამდენიმე თვე შეგიძლიათ შეინახოთ.

მეთოდი №2

მეორე მეთოდით ყურძნის შესანახად არა მინის, არამედ პლასტმასის კონტეინერი დაგჭირდებათ. ბოთლებს თავსახურები მოხსენით, ყელზე მავთული დაახვიეთ, კავები გააკეთეთ, რომლითაც დაკიდებთ. ბოთლები სუფთა წყლით გაავსეთ.

ახლა ყურძენს მიხედეთ. ყველაზე ჯანმრთელი მტევნები შეარჩიეთ, გაფუჭებული მარცვლები მოაშორეთ. მტევანი ვაზიანად მოჭერით: 20 სმ თითოეული მხრიდან. წყლიდან ვაზის გავლით ყურძენი მთელი ზამთარი გამოიკვებება.

ახლა წყლით სავსე ბოთლებში თითო მტევნიანი ვაზი ჩადეთ. კავზე დაკიდეთ, სარდაფში შეინახეთ. ამ მეთოდით ყურძნის შესანახად ოპტიმალური ტემპერატურა 5 გრადუსი სითბოა.

დამეთანხმეთ, ზამთარში მაღაზიებში ყურძენი ნამდვილ პროდუქტს მხოლოდ გარეგნულად ჰგავს. გემო იდეალურისგან შორსაა: ძალიან ტკბილია ან წყლიანი. სწორედ ამიტომ, კარგია, თუ შინ მოყვანილ ყურძენს ზამთრისთვის შეინახავთ, რომ სეზონის მიუხედავად გემრიელი კენკრა მიირთვათ. თან ახალ წელს მდიდრული ტკბილეული იქნება. სცადეთ და შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ.