Connect with us

ყვავილები

რისი დარგვა არ შეიძლება ყურძნის გვერდით. წინაღმდეგ შემთხვევაში მოსავალი დაიკარგება

ყურძნის სწორად დარგვა რთული საკითხია და ბევრი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. ერთ–ერთი მათგანია – მომავალი დასარგავი ადგილი. ვაზმა უხვი მოსავალი რომ მოგცეთ და ფესვები არ გახმეს, ცუდი მეზობლები უნდა მოაშოროთ. Alltime გეტყვით, თუ ვისთან ვერ მეგობრობს ყურძენი.

როგორ დავრგოთ ყურძენი სწორად

მებაღეებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ ყურძნის სიახლოვეს ზოგიერთი მცენარის არსებობა მის მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს, ზოგი კი საერთოდ ღუპავს.

მეცნიერები მცენარეებს, რომლებიც „მეგობრობენ“ და ერთად უკეთ იზრდებიან, მცენარე–კომპანიონებს უწოდებენ. საპირისპიროსთვის სახელი ჯერ ვერ შეარჩიეს. მოდით, ვუწოდოთ ანტაგონისტები ან არასასურველი მეზობლები.

პირობები ყურძნის გასაშენებლად

ყურძენი ერთ–ერთი სინათლის მოყვარე მცენარეა და დაჩრდილვას საერთოდ ვერ იტანს. ამის გათვალისწინებით ნაკვეთის სამხრეთ ან დასავლეთ მხარე აირჩიეთ, ასევე მაღალ ხეებთან მეზობლობას მოარიდეთ.

ყურძნის ვაზი უპრეტენზიოა, მაგრამ ერთდროულად ნაყოფიერი და ქვიანი ნიადაგი მოსწონს. ასეთი პირობებით უზრუნველყოფა მარტივი არაა. ჩვეულებრივ, ნიადაგი ქვიშის ან ხრეშის მაღალი შემცველობით მკვებავი ნივთიერებებით ვერ დაიკვეხნის. გამოსავალი – შესაფერისი სასუქის მიწოდება.

ყურძენს არ უყვარს როგორც ჭარბი ტენიანობა, ასევე მისი დეფიციტი. რეგულარული მორწყვა სჭირდება. ჭარბი ტენიანობა ფესვების სუსტ განვითარებას, ყვავილების არასრულად განაყოფიერებას და სოკოვანი დაავადებების განვითარებას იწვევს. ტენიანობის დეფიციტი კი ნაყოფებს ნორმალურად მომწიფებაში ხელს უშლის, ფოთლები ნაადრევად ყვითლდება, კენკრა წვრილი და მჟავე გამოდის.

არასასურველი მეზობლები

ყურძნის მოყვანისას მეზობელი მცენარეების ფესვების სისტემა უნდა გაითვალისწინოთ. ზოგიერთი მათგანი ვაზის ტენიანობას და მკვებავი ნივთიერებების მიღებას ართულებს. სხვები ყურძნისთვის სახიფათო დაავადებების გადამტანია, მავნებლებს იზიდავს, ყვავილების ზრდას აფერხებს ან კენკრის გემოს აუარესებს.

1. სიმინდი, მზესუმზირა და პირშუშხა ყურძნისთვის ყველაზე ცუდი მეზობლებია. ისინი მკვებავი ნივთიერებებისთვის ვაზთან ბრძოლას იწყებენ.

2. არასასურველი მეზობლების სიაშია პომიდორიც. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, პომიდორი, როგორც კარტოფილი ფიტოფთოროზისგან იტანჯება, რამაც შეიძლება ყურძნის ფესვების დაინფიცირება გამოიწვიოს.

მეორეც, პომიდორში შემავალი ფიტონციდები ყურძნის ყვავილის ფორმირებას ანელებს. მესამეც, ზოგიერთი მებაღის დაკვირვებით, ყურძენი, რომელიც პომიდვრის გვერდით იზრდება, თავის გემოს ვერ იღებს. თითქოსდა, ლამაზი და დიდი კენკრაა, მაგრამ გემო იგივე არაა.

3. ყურძენს არ მოსწონს წიწაკის და ბადრიჯნის სიახლოვე. მათ ყინვების დაწყებამდე ხშირად მორწყვა სჭირდებათ. ყურძნისთვის კი ჭარბი ტენიანობა უკუჩვენებულია.

4. ანტაგონისტებს შორის არის ერთი შეხედვით უვნებელი ყვავილებიც. მაგალითად, ლამაზი და სასარგებლო გულყვითელა კვლებიდან 3 მ რადიუსში ყურძენს ავიწროებს. ახალგაზრდა ნერგებზე განსაკუთრებით ძლიერ გავლენას ახდეს.

რედაქციის რჩევა

კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ივნისში ყურძენს ქიმიკატებით დამუშავება სჭირდება. თუ მის გვერდით მარწყვს დარგავთ, რომელიც ამავე პერიოდში მწიფდება, ყურძნის დამუშავება პრობლემური გახდება.

ყურძენს არ უყვარს კიტრის, კარტოფილის, ნიახურის და ოხრახუშის მეზობლობაც. აი, უხვი მოსავლის და წვნიანი კენკრის მისაღებად თქვენს 6 ჰექტარზე ყურძნისთვის ისეთი ადგილი უნდა იპოვოთ, სადაც არასასურველი მეზობლები არ ეყოლება.