Connect with us

თავის მოვლა

ყველა იაპონელმა იცის, როგორ მოიშოროს ნაოჭები დიდი ხნით

ძველ იაპონურ ტრადიციებში მიღებულია, რომ ქალის სახე ყოველთვის მოვლილი და ჯანსაღი ჩანდეს. იაპონელი ქალები გამოირჩევიან თავიანთი შეუდარებელი კანის ფერითა და ახალგაზრდობის დიდი ხნით შენარჩუნების უნარით. მათი დანახვისას ფიქრობთ, რომ განსაკუთრებულ მაგიას ფლობენ, რომელიც დროის შეჩერებაში ეხმარებათ. თუმცა, ეს ყველაფერი ზოგიერთი ხრიკისა და წვრილმანის ცოდნის შედეგია, რომლებიც ამ ქალბატონებს სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარება.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგანდობთ საიდუმლოს იმის შესახებ, თუ როგორ მოვიშოროთ ნაოჭები დიდი ხნით. ეფექტის მრავალჯერადი გაძლიერება შეიძლება ერთი ნივთის გამოყენებით, რომელიც ყველა სამზარეულოში მოიპოვება.

როგორც გავიგეთ, იაპონელები, სახის ნიღბის გამოყენების დროს, სახეზე იფენენ საკვებ ცელოფანს, რის შედეგადაც სახის კანი იწყებს ოფლიანობას და სითხის გამოყოფას, რაც ეფექტურას ხსნის ფორებს. თუ კანზე ფორები ღიაა, ამ პროცედურის შემდეგ ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალების დატანება(კრემი, გელი თუ შრატი) კოლაგენის გამომუშავებას შეუწყობს ხელს.

ასეთი გახვევის ეფექტი რამდენჯერმე აძლიერებს გამაახალგაზრდავებელი ნიღბების გამოყენების შედეგს.

გამოყენება

1. მოჭერით სახის ზომის საკვები ცელოფანი.

2. გახვრიტეთ ცელოფანი ცხვირის, თვალებისა და პირისთვის.

3. წინასწარ გაიწმინდეთ სახე ლოსიონით ან ჩამოიბანეთ საპნით.

4. დაიფინეთ საკვები ცელოფანი. მჭიდროდ დაიწებეთ კანზე და გაიჩერეთ 10-15 წუთით. ამასობაში, გამოჭერით კიდევ ერთი ასეთი ნაჭერი. წინასწარ მოამზადეთ გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი(ნებისმიერი გამოდგება, იქნება ეს შინ მომზადებული თუ ნაყიდი).

5. თხლად წაუსვით ცელოფანს მომზადებული ნიღაბი მეორე ფენად.

6. მოიხსენით გამოყენებული ცელოფანი სახიდან, დაინამეთ კანი ხელსახოცით.

7. დაიდეთ სახეზე ახალი ცელოფანი, რომელსაც წინასწარ წაუსვით ნიღაბი. მჭიდროდ მიიწებეთ სახესა და კისერზე და გაიჩერეთ 10-15 წუთით.

8. მოიხსენით ფენა და დაიბანეთ მინერალური წყლით.

თქვენ როგორ ებრძვით ასაკობრივ ცვლილებებს კანზე? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.