თავის მოვლა
ყველაზე მარტივი მაგრამ, ეფექტური მეთოდი შავი წერტილების მოსაცილებლად
შავი წერტილები თითქმის ყველას აქვს. თუ უკვე ყველა მეთოდის გამოყენება სცადეთ მაგრამ მათგან თავის დაღწევას მაინც ვერ ახერხებთ, მაშინ ეს საშუალება ნამდვილად დაგეხმარებათ!
ამ სტატიაში ბიუჯეტურ კოსმეტიუკურ საშაულებას გაგიზიარებთ რომელიც თქვენი კანის ნაკლს მოგაშორებთ და კანი სუფთა და პრიალა გახდება!
სანამ პროცედურას დაიწყებთ სახე კარგად დაიორთქლეთ ან ცხელი შხაპი მიიღეთ რათა კანი დალბეს და ფორები გაიხსნას. ფორები გაფართოვდება და მათი შიგთავსი უფრო იოლი მოსაშორებელი გახდება.
ამის შემდეგ იმ ადგილას სადაც შავი წერტილები გაქვთ – ვაზელინის სქელი ფენა წაისვით. მას საკვების ცელოფანი გადააფარეთ, ახლა სათბურის ეფექტი უნდა შევქმნათ.
პირსახოცი ცხელ წყალში დაასველეთ და ცელოფანზე დაიდეთ. ცხელი პირსახოცი ცელოფანზ 5 წუთი უნდა გედოთ. თუ პირსახოცი გაგრილდება ის ისევ დაასველეთ.
ახლა ყველაზე საინტერესო პროცესის დრო დადგა. აიღეთ 2 ცალი სუფთა ხელსახოცი და ფრთხილად დააწექით კანს. გაგიკვირდებათ თუ რა იოლად დაიწყებს კანიდან ამოსვლას ყველანაირი “ზედმეტობა”. შედეგად კი სუფთა და პრიალა კანს მიიღებთ.