Connect with us

თავის მოვლა

როგორ კურნავს ასპირინი აკნეს და სახიდან სიბერის ნიშნებს აქრობს. ასპირინის ნიღბის 7 რეცეპტი

აკნე კანის ძალიან უსიამოვნო მდგომარეობაა. Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ინფორმაციას, თუ რატომ ჩნდება აკნე და როგორ დაგეხმარებათ ასპირინი ამ შემთხვევაში. ჩვენ, ყველას გვსურს, რომ ლამაზი, მოვლილი და ჯანსაღი სახე გვქონდეს.

აკნე და სახის გაწმენდა ასპირინით

დერმატოლოგები გამოყოფენ 2 სახის აკნეს: ანთებითი და არაანთებითი. არაანთებითი აკნეს დროს კანზე შავი და თეთრი წერტილები ჩნდება. ანთებითი აკნესთვის დამახასიათებელია სიწითლე, შეშუპება, მტკივნეული გამონაყარი, როგორიცაა პუსტულა, მუწუკი.

აკნე სამკურნალოდ ძალიან ბევრი ურეცეპტო საშუალება არსებობს, მათ შორისაა სალიცილის მჟავა და წყალბადის ზეჟანგი. აკნეს სამკურნალო შინაურული საშუალებების პოპულარობის ზრდასთან დაკავშირებით ზოგიერთ სხვა არატრადიციულ საშუალებაზე, კერძოდ ასპირინზე გიამბობთ. ნახეთ, რატომ არის სასარგებლო ასპირინი და როგორ გამოიყენოთ უსაფრთხოდ აკნეს დროს.

ასპირინი ცნობილია, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება. ასპირინში შედის აცეტილსალიცილის მჟავა. ეს ინგრედიენტი წარმოებული სალიცილის მჟავაა.

სალიცილის მჟავა აკნეს სამკურნალოდ მეცნიერულად დადასტურებული მეთოდია. მას გამომშრობი ეფექტი, რომელიც ზედმეტ ცხიმს და კანის მკვდარ უჯრედებს გაშორებთ. ის კანს გამონაყარისგან წმენდს და ახალი აკნეს და შავი წერტილების გაჩენას თავიდან გაცილებთ. თუმცა აკნეს მკურნალობაში აცეტილსალიცილის მჟავის ეფექტურობა მეცნიერული კვლევებით დადასტურებული არაა.

დღესდღეობით არსებული კლინიკური კვლევების შედეგები საშუალებას გვაძლევს ასპირინი კანის ანთებითი დაავადების სამკურნალო საშუალებად განვიხილოთ. ითვლება, რომ ასპირინი როზაცეის, ფსორიაზული ართრიტის და კანის სიმსივნის დროს ანთების შემცირებას ხელს უწყობს.

სამეცნიერო ფაქტები დერმატოლოგიაში ასპირინის სარგებლობის შესახებ

2015 წელს დერმატოლოგიაში ასპირინის გამოყენების შესაძლებლობის დასადგენად კვლევა ჩაატარეს. კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ასპირინის მიღება ზოგიერთი კანის დაავადების ანთებით პროცესებს ამცირებს, კერძოდ, ვიტილიგოს, მზის დამწვრობის, რეინოს დაავადების, კავასაკის სინდრომის და მელანომას დროს. თუმცა ანთებითი აკნეს მკურნალობაში მისი ეფექტურობა ვერ დაადგინეს.

უფრო ადრე ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ასპირინი ალერგიის სამკურნალოდ ეფექტურია. ასე 2002 წელს ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ასპირინის ადგილობრივი გამოყენება კანზე ანთებას ამცირებს, მაგრამ ამასთან ქავილზე, კანის ალერგიულ რეაქციაზე გავლენას არ ახდენს.

ასპირინი ანთებითი აკნეს სამკურნალოდ

ასპირინის გამოყენება ანთების საწინააღმდეგო საშუალებად მიზანშეწონილია მხოლოდ ანთებითი აკნეს დროს, როდესაც ფორები კანის ცხიმით, მკვდარი უჯრედებით და ბაქტერიების ინტენსიური გამრავლებით იხშობა. სხვა ფორმის აკნეს დროს ნაკლებად ეფექტურია, მაგალითად, რეტენციული აკნეს დროს, რომლისთვისაც დამახასიათებელი შავი ან თეთრი წერტილები.

ასპირინი და მისი გვერდითი ეფექტები

ასპირინით მკურნალობა ყველას არ უხდება. მისი გამოყენება ბავშვებსა და უმცროს მოზარდებში არ შეიძლება. ასპირინით მკურნალობისთვის თავი უნდა შეიკავოთ, თუ ასთმა, ალერგიული რინიტი, ცხვირში პოლიპები, კუჭის წყლული გაწუხებთ. ასპირინი არ გამოიყენოთ, თუ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებზე ალერგია გაქვთ.

ასპირინის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს არ შეიძლება!

ასპირინს გვერდითი ეფექტები აქვს. მოსალოდნელია შეშუპება, კუჭის წყლული, ჭინჭრის ციება, ლორწოვანი გარსის ანთება.

ასპირინით აკნეს მკურნალობის დროს ყველაზე ხშირად გვხდება კანის სიმშრალე და გაღიზიანება. მოსალოდნელია სიწითლე და კანის აქერცვლა. სალიცილის მჟავის ნაერთებთან ერთად ასპირინის გამოყენება მის გვერდით ეფექტებს აძლიერებს. ამას ასპირინის ხშირი გამოყენებაც ხელს უწყობს.

ასპირინის ერთჯერადი გამოყენებით უნდა დაიწყოთ, თანდათანობით ორჯერ გამოყენებაზე გადახვიდეთ. ასე კანი ასპირინს მიეჩვევა და არ აიქერცლება. მგრძნობიარე კანზე ასპირინის საშუალებები ყოველ მეორე დღეს გამოიყენეთ.

აკნეს სამკურნალო ნებისმიერი მეთოდის გამოყენებისას ულტრაიისფერი სხივების მიმართ კანის მგრძნობელობა იზრდება. ეს ასპირინსაც ეხება. აუცილებელია კანი დაიცვათ. მზისგან დამცავი კრემი გამოიყენეთ. ქუჩაში გასვლამდე 30 წუთით ადრე წაისვით. ზაფხულში მაღალი SPF ფაქტორის მზისგან დამცავი კრემი გამოიყენეთ.

ასპირინის გამოყენება ანთებითი აკნეს დროს

ამ შემთხვევაში ასპირინი ადგილობრივად, პასტის ან ნიღბის სახით გამოიყენება. ასპირინის შიგნით მიღება საჭირო ეფექტს არ მოგცემთ.

ასპირინი მჟავაა, ამიტომ ფრთხილად უნდა მოეკიდოთ. ანთებითი აკნეს დროს ასპირინის გამოყენებისას დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები:

  • მხოლოდ ფხვნილის ფორმაში გამოიყენეთ.
  • მკურნალობის დაწყებამდე სახე დაიბანეთ, ჩვეული დასაბანი საშუალება გამოიყენეთ.
  • ასპირინის პასტა აკნეზე წაისვით. შეგიძლიათ სახის ნიღბად გამოიყენოთ.
  • პასტა 10-15 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
  • დამატენიანებელი კრემი წაისვით.

ასეთი პროცედურა დღეში 2-ჯერ, კანის სრულ გაწმენდამდე ჩაიტარეთ. ასპირინის ნიღაბი შეგიძლიათ კვირაში რამდენჯერმე გამოიყენოთ.

აღსანიშნავია, რომ ძალიან ხშირი გამოყენებისას კანი შეიძლება გამოშრეს და აკნეს ახალი ტალღა წამოვიდეს. კანს ბუნებრივი ცხიმოვანი საფარი არ უნდა მოაშოროთ, რომელიც არამედ მხოლოდ ატენიანებს, არამედ ბაქტერიებისა და ვირუსებისგან იცავს, კანის ზედა ფენას ანტიოქსიდანტებს და ვიტამინებს აწვდის.

ასპირინის პასტა 

ინგრედიენტები:

  • 8-10 ასპირინის აბი (დაქუცმაცებული)
  • 1-2 ს/კ ცივი, ანადუღარი წყალი

ასპირინის აბები დაფშვენით და საჭირო რაოდენობის წყალი დაუმატეთ. როგორც უკვე ვთქვით, მეცნიერულად აკნეს მკურნალობაში ასპირინის ეფექტურობა დადასტურებული არაა.

თუ მაინც მისი გამოყენება გადაწყვიტეთ, ასპირინის პასტა კანის პატარა უბნებზე წაისვით, რომ რეაქციას დააკვირდეთ. თუ ალერგიული რეაქცია არ გამოვლინდა, შეგიძლიათ პასტა ყოველ 8 საათში გამოიყენოთ.

ასპირინის ნიღბები დამატებითი სამკურნალო კომპონენტებით

ასპირინის პასტის ბაზურ რეცეპტს შეგიძლიათ ზოგიერთი ინგრედიენტი დაუმატოთ, რომლებიც გარკვეული პრობლემის გაქრობას ხელს უწყობენ. მხოლოდ ნატურალური პროდუქტები გამოიყენეთ, რომლებიც კოსმეტოლოგიაში აქტიურად გამოიყენება. ამრიგად, ეფექტურ ასპირინის ნიღბებს მიიღებთ.

1. ასპირინის ნიღაბი ჩაის ხის ზეთით

რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი კანს კარგად ატენიანებს. შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ზეითუნის, ჟოჟობას ან ყურძნის კურკის ზეთით.

2. ასპირინის ნიღაბი კვერცხის ცილით

ასეთ დანამატს ანტიასაკობრივი ეფექტი აქვს. კვერცხის ცილა სახის კონტურს კვეთს, წვრილ ნაოჭებს აქრობს, ფორებს ავიწროებს, ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს. გარდა ამისა, ბევრ ღირებულ მინერალურ ნივთიერებას და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს. წყალი 1-2 ათქვეფილი კვერცხის ცილით ჩაანაცვლეთ. ასპირინის ფხვნილი აურიეთ და სახეზე წაისვით.

3. ასპირინის ნიღაბი თაფლით

თაფლს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. ეგზემას, მშრალი და გაღიზიანებული კანის, აკნეს დროს შესანიშნავი საშუალებაა. 1 ჩ/კ თაფლი ბაზურ ასპირინის პასტას დაუმატეთ, რომ თაფლის სამკურნალო თვისებები გამოიყენოთ.

4. ასპირინის ნიღაბი ლიმონით

ლიმონის წვენი ასპირინის ნიღაბს დამამშვიდებელ თვისებებს ანიჭებს. ეფექტის გასაძლიერებლად ლიმონის ცედრა და ზეითუნის ზეთი დაუმატეთ.

5. ასპირინის ნიღაბი ვაშლის ძმრით

ვაშლის ძმარი ვიტამინების, მინერალების, ანტიოქსიდანტების და ფერმენტების საწყობია, რომლებიც კანისთვის აუცილებელია. ფორების გასაწმენდად და შესავიწროებლად ასპირინის პასტის მოსამზადებლად წყლის ნაცვლად ვაშლის ძმარი გამოიყენეთ.

6. ასპირინის ნიღაბი ავოკადოთი

ავოკადო მიკროელემენტებით (რკინა, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი), A, E, B, K ვიტამინებით და სასარგებლო ცხიმოვანი მჟავებით მდიდარია. 3 ს/კ ავოკადოს რბილობის პიურე ასპირინის ნიღაბს დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ასეთი დანამატით ნიღაბი კანის ყველაზე ღრმა ფენებშიც აღწევს. ნარევს ცოტა თაფლი დაუმატეთ.

7. ასპირინის ნიღაბი ბანანით

ბანანი რეგენერაციის პროცესებს აჩქარებს, ასაკობრივ კანს აღადგენს, სიბერის ნიშნებს და ნაოჭებს ებრძვის. ბანანი მშრალი და გაუწყლოებული კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. 1 ბანანის რბილობი ასპირინის ნიღაბს დაუმატეთ. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ამ ნიღბის მთელ სამკურნალო ძალას იგრძნობთ.

8. ასპირინის ამქერცლავი სკრაბი ზეითუნის ზეთით

ასპირინის აბები ოდნავ დაფშვენით. იმდენი ზეითუნის ზეთი დაუმატეთ, რომ პასტა მიიღოთ. სკრაბი სუფთა კანზე წაისვით, თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ. სკრაბი ნაზი, მასაჟური მოძრაობით შეიზილეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

და ყველაზე მთავარი: მოთმინება!

მწვავე აკნეს დროს მოთმინება უნდა მოიკრიფოთ. მკურნალობა 1-2 თვე გრძელდება. აკნესთან ბრძოლა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.

მკურნალობის მეთოდის მიუხედავად შედგენილი მკურნალობა დაიცავით. დადებითი შედეგის მიღებას დრო სჭირდება. გამონაყარის ან შავი წერტილების ხელით გამოდევნა არ სცადოთ. ეს დაავადებას გაამწვავებს, კანზე კი ნაწიბურები დარჩება.

სანამ ასპირინით აკნეს მკურნალობას დაიწყებთ, მკურნალ ექიმთან ან დერმატოლოგთან კონსულტანცია გაიარეთ, განსაკუთრებით სხვა ადგილობრივი საშუალების გამოყენების შემთხვევაში. ასეთი მკურნალობის დამოუკიდებლად დანიშვნა არ შეიძლება. მხოლოდ სპეციალისტი გაგარკვევთ, თუ როგორი მკურნალობის მეთოდი გჭირდებათ.