Connect with us

ჰოროსკოპი

ყველაზე კრიმინალური ზოდიაქოს ნიშნები

ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია იმის თქმა, თუ რამდენად სახიფათოა ადამიანი.

ყველაზე საშიშ დამნაშავეებს შორის არსებობს გარკვეული კანონზომიერება დაბადების თარიღში. არსებობს ნიშნები, რომლებიც ყველაზე კრიმინალურ და დანაშულისკენ მიდრეკილად ითვლებიან.

კირჩხიბი

კირჩხიბებს შორის ხშირად გვხვდება ფსიქიკურად არასტაბილური ხალხი. ეს ამ ნიშნის სულიერი ორგანიზაციის გამო ხდება. კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარეა, მაგრამ დიდხანს ითმენს, სანამ საპასუხო დარტყმას შეასრულებს. როცა ნეგატიური ემოციები გროვდება, ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი თავს ვერ იკავებს და დაგროვილ ემოციებს გამოხატავს. ამის გაკეთება სხვადასხვა მეთოდით შეუძლიათ დაწყებული ისტერიკით და დასრულებული საშინელი დანაშაულის ჩადენით.

მორიელი

მორიელი ერთ–ერთ ყველაზე სახიფათო ზოდიაქოს ნიშნად ითვლება. თავისი ბუნებით მორიელი სადისტი და მანიპულატორია. მას დანაშაულის ჩადენა არ აშინებს და მიზნის მისაღწევად ყველაფრისთვის მზადაა. ამ ნიშნის საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის წყლიდან მშრალი ამოდის და დანაშაულს სხვებს აბრალებს. ამას ხალხის მანიპულაციის უნარით ახერხებს.

კურო

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ძალიან ფეთქებადი და აგრესიულია, ასევე კომფორტი და ფული უყვარს. მან შეიძლება კანონი არ დაარღვიოს, მაგრამ ეცდება ყველა მეთოდით ფული გამოიმუშაოს, თუნდაც ამის გამო უდანაშაულო ადამიანების მოტყუება მოუწიოს. ზოგიერთი კურო თვლის, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს, რადგან მდიდრებს ფულს ართმევს და ღარიბებს აძლევს, ანუ თავისთვის იტოვებს. მათთან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან მათ შორის ბევრი ქურდია, რომელიც ნდობის მოპოვების შემდეგ მოგატყუებთ.

ვერძი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები დანაშაულის ჩამდენები არიან. მათ საორგანიზაციო საკითხების დამოუკიდებლად მოგვარება არ შეუძლიათ, ამიტომ ყოველთვის ყველაზე ჭუჭყიან საქმეს ასრულებენ. იმის გამო, რომ ვერძი ყველა საქმის უხარისხოდ შესრულებას მიეჩვია, მათ ხშირად უშვებენ ან თავად ხვდებიან სამართალდამცველი ორგანოების ხელში.