Connect with us

ჰოროსკოპი

ყველაზე დამაინტრიგებელი ზოდიაქოს ნიშანი: ცივი, ჭკვიანი და მდიდარი წარმოსახვით

ჩვენ მერწყულზე ვსაუბრობთ:

მერწყული სხვეზე ორმაგ შთაბეჭდილებას ახდენს: ერთი მხრივ, მორცხვი და მშვიდი, მეორე მხრივ შეიძლება ექსცენტრიული და ენერგიული იყოს. ორივე შემთხვევაში ინტელექტუალურ უნარებს ავლენს. მათ სხვების დახმარება უყვართ.

ამ ნიშნის წარმომადგენლები გამჭრიახეები, ცრურწმენებისგან თავისუფალნი არიან. შეუძლიათ სიტუაციას სხვადასხვა კუთხიდან შეხედოთ და პრობლემები შესანიშნავად მოაგვარონ. იმის მიუხედავად, რომ მერწყულს ენერგიაში ბანაობა უყვარს, ხშირად განმარტოების სურვილი აქვს, რომ ენერგეტიკული ბალანსი აღადგინოს.

ამ ნიშნის მთავარი სიტყვაა „წარმოსახვა“. მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები სამყაროს სრული შესაძლებლობებით ხედავენ მაშინაც, როცა გვგონია, რომ ასე არაა. ისინი შესაძლებლობის მიხედვით ნებისმიერ სიტუაციაში გონებას იყენებენ. გონებრივი სტიმულაციის გარეშე მერწყული მოსაწყენი გვეჩვენება.

ურანის მმართველობის ქვეშ მერწყულმა შეიძლება გამოავლინოს წინდაუხედაობა, ფეთქებადობა და აგრესია. ამავდროულად ურანი მერწყულს აჯილდოებს მომავლის განჭვრეტის ნიჭით და ზუსტად იცის, თუ რას გააკეთებეს 5-10 წლის შემდეგ.

ურანი ამ ნიშნის წარმომადგენლებს აძლევს ძალავს, რომ დიდი გარდასახვა სწრაფად და მარტივად შეასრულოს. სწორედ ამიტომ, ცნობილები ხდებიან, როგორც მოაზროვნეები და ჰუმანისტები.

მერწყულის სუსტი წერტილებია სახსრები და სისხლის მიმოქცევა. ასტროლოგები მათ ურჩევენ, რომ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ.