Connect with us

საკითხავი

ყველაზე ბინძური ადგილი ხელზე: ადამიანის ფრჩხილქვეშ ტრილიონობით ბაქტერია ცხოვრობს

ადამიანის სხეული დაახლოებით 100 ტრილიონი უჯრედისგან შედგება. ამ უჯრედების დაახლოებით მეათედი ნაწილი – უცხო წაროშობის უჯრედებია, რომლებიც ტრილიონობით ბაქტერიას, მიკრობს, სოკოსა და სხვა მიკროორგანიზმებს მოიცავს. თუმცა, ეს არ უნდა გაშინებდეთ! ნორმალურ მდგომარეობაში, ადამიანის უჯრედები და უცხო უჯრედები ერთმანეთთან “მეგობრობენ”.

მიკრობები, ბაქტერიები, სოკოები და ა.შ. ერთიანდებიან ერთი სახელწოდების ქვეშ – “მიკრობიომი”. თითოეული ადამიანის მიკრობიომი უნიკალურია. ეს მისი იმუნიტეტის განუყოფელი ნაწილია. რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ყველა ეს ბაქტერია და სოკო, ზომიერი რაოდენობით, გვიცავს გარე ზემოქმედებისგან.

მიკროორგანიზმები სხეულის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობენ – კანითა და თმით დაწყებული, ცხვირის სინუსებით, ნაწლავებით, ფრჩხილებითა და ფეხებით დამთავრებული.

ვინ ცხოვრობს ჩვენ ფრჩხილქვეშ?

ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან ხელების გულმოდგინედ დაბანას. მაშ, რატომ იცვამენ ექიმები ხელთათმანებს პაციენტების შემოწმების დროს? ნუთუ ხელების დაბანა არ გვაშორებს მიკროორგანიზმებს? როგორც ჩანს, არა! თუ ხელის დაბანის სემდეგ კანი მეტ-ნაკლებად სუფთაა, ბაქტერიების ძირითადი მასა მაინც რჩება ფრჩხილქვეშ. ფრჩხილსა და კანს შორის მოქცეული მონაკვეთი იდეალურ პირობებს ქმნის სხვადასხვა მიკროორგანიზმის აქტიური გამრავლებისთვის.

ამ მიზეზით, სამედიცინო პერსონალისთვის რეკომენდებულია მანიკურის რეგულარული გაკეთება და ფრჩხილის სიგრძის მაქსიმალურად შემცირება. მათთვის იდეალური ვარიანტია ძირამდე დაჭრილი ფრჩხილები. წაისვამს თუ არა ფრჩხილზე ლაქს – ამას მნიშვნელობა არ აქვს.

წარმოადგენენ თუ არა ეს მიკროორგანიზმები ჯანმრთელობისთვის საფრთხეს?

დიდ საფრთხეს ეს მიკროორგანიზმები არ წარმოადგენენ, თუმცა, ინფექციის პერიოდებში მაქსიმალურად მოკლედ დაიჭერით ფრჩხილები და ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით.

და როცა შემდეგ ჯერზე ფრჩხილების კვნეტა მოგინდებათ, გაიხსენეთ, რომ მის ქვეშ რამდენიმე ტრილიონი მიკროორგანიზმი ცხოვრობს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.