Connect with us

ჯანმრთელობა

ყავაში გარეული მხოლოდ 2 ს/კ ნარევი ტონობით კალორიების დაწვაში დაგეხმარებათ

ამ მეთოდის დახმარებით კალორიების დაწვას ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ.

დილით ერთ ჭიქა ყავაზე უკეთესი არაფერია. 1 ჭიქა შავი ყავა მცირე კალორიას შეიცავს, მაგრამ კრემის და შაქრის დამატებით ერთი მარტივი ჭიქა ყავა ორცხობილას კალორიების რაოდენობას უტოლდება. საბედნიეროდ, ყავის გემოს გასაუმჯობესებლად სხვა მეთოდებიც არსებობს. ეს ნატურალური ქოქოსის ნაღები ყავის კალორიულობას ამცირებს, ასევე ბევრ სასარგებლო უპირატესობას იძლევა.

ქოქოსის ნაღები

ინგრედიენტები:

  • ¾ ჭიქა ორგანული ქოქოსის ზეთი
  • ½ ჭიქა თაფლი
  • 1 ჩ/კ დარიჩინის ფხვნილი
  • 1 ჩ/კ ნატურალური ვანილის ექსტრაქტი
  • 1 ს/კ ორგანული, უშაქრო კაკაოს ფხვნილი

ინსტრუქცია:

  • ყველა ინგრედიენტი ნაღების მიღებამდე კარგად აურიეთ.
  • ჰაერ გაუმტარ მინის ქილაში მოათავსეთ და გრილ ადგილას შეინახეთ.
  • ყოველდღე თქვენს ყავას 2 ჩ/კ ორგანული ქოქოსის ზეთი დაუმატეთ.
  • ნაღებს აურიეთ, სანამ ყავაში არ გაიხსნება.

ინგრედიენტები ისეა შერჩეული, რომ დილის ყავას ბევრი მკვებავი ნივთიერება შემატოს. ქოქოსის ზეთი წარმოუდგენლად სასარგებლოა. ის ლაურინის მჟავის შესანიშნავი წყაროა, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ცუდი ქოლესტერინის და არტერიული წნევის შემცირების ხარჯზე ამცირებს. ქოქოსის ზეთი იმუნურ სისტემას ზრდის და ყველა სახის ვირუსებისა და ბაქტერიების განადგურებაში დაგეხმარებათ.

ნედლი თაფლი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩვეულებრივი თაფლი. ის ბევრ ანტიოქსიდანტს და ფერმენტს შეიცავს, რომელთაც ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ. ნედლი თაფლი რკინის, კალიუმის, თუთიის, კალციუმის და B6 ვიტამინის შესანიშნავი წყაროა.

წონის შემცირებას ხელს უწყობს

ეს ნაღები წონის დაკლებაში რამდენიმე მიზეზით დაგეხმარებათ. პირველ რიგში, ის მცირე კალორიას შეიცავს. 2 ჩ/კ მხოლოდ 60 კალორიას და არა ასობით კალორიას შეიცავს.

ქოქოსის ზეთი ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობს წონის დაკლებას, განსაკუთრებით მუცლის არეში. ქოქოსის ზეთი პანკრეასზე გავლენას ახდენს, ამცირებს სისხლში შაქრის სწრაფ ცვლილებას, რომელიც ორგანიზმს ცხიმის სახით კალორიების შენახვისკენ უბიძგებს. ნედლი თაფლი ეფექტური დამატკბობებლია, ამიტომ ინსულინის მაღალ დონეს არ იწვევს, როგორც შაქარი. შაქართან შედარებით, თაფლი გემოთი უფრო ტკბილია, ამიტომ იმავე რაოდენობით ტკბილეული უფრო მცირე კალორიებით მიიღწევა. დარიჩინი შეიცავს ნაერთს, რომელიც ცხიმის ცვლას ზრდის, ამიტომ ცხიმის უჯრედები სწრაფად იწვება.

ეს ორგანული რეცეპტი ყავაში ტრადიციული დანამატის ეფექტური შემცველია. ის საჭირო რაოდენობას ენერგიას მოგაწვდით, რომ დღე მხნეობით დაიწყოთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.