Connect with us

კულინარია

ყაბაყი ყველში – რეცეპტი, რომელიც პროვანსიდან ჩამოვიტანე

ღუმელში გამომცხვარი ყაბაყი ყველში გემრიელი ბოსტნეულის გარნირი ან ცხელი წასახემსებელია. ეს მარტივი და სწრაფი რეცეპტი გამოგადგებათ, თუ სახლში სტუმრებს ელოდებით, მოულოდნელად მოგშივდათ, ან უბრალოდ კერძის მომზადებაზე დროის დახარჯვა არ გსურთ.

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ კარაქი (და ზეთი ტაფისთვის)
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს/კ ფქვილი
  • ერთნახევარი ჭიქა რძე
  • 2 ჭიქა გახეხილი ყველი „გრიუერი“
  • ნახევარი ჭიქა გახეხილი პარმეზანი
  • მარილი
  • ახალ დაფქული შავი წიწაკა
  • მწიკვი მუსკატის კაკალი
  • 4 საშუალო ზომის ყაბაყი, მსხვილ რგოლებად დაჭრილი
  • 2 ჩ/კ ახალ დაფქული ბეგქონდარა
  • დაჭრილი ოხრახუში გარნირისთვის

მომზადების პროცესი:

1. ღუმელი 200 გრადუსამდე გაახურეთ და საშუალო ზომის ფორმას ცხიმი წაუსვით. საშუალო ცეცხლზე დიდ ტაფაში კარაქი გაადნეთ. ნიორი დაუმატეთ და დაახლოებით 1 წუთით შეწვით. ნიორს ფქვილი დაუმატეთ და ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე და ოდნავ ბუშტების გაკეთებამდე შეწვით, დაახლოებით 1 წუთით. შემდეგ რძე დაუმატეთ და აურიეთ, სანამ ნარევი დუღილს არ დაიწყებს. ნარევის გასქელებამდე ხარშეთ, დაახლოებით 1 წუთით.

2. გაზი გამორთეთ და 1 ჭიქა გრიუერი და პარმეზანი დაუმატეთ. აურიეთ, სანამ ყველი არ გადნება, შემდეგ მარილი, წიწაკა და მუსკარის კაკალი მოაყარეთ.

3. საცხობ ფორმაზე დაჭრილი ყაბაყი ფენებად დააწყვეტთ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ და ყაბაყს 1/3 სოუსი დაასხით. ცოტა გაგრილებული გრიუერი დაუმატეთ, შემდეგ ბეგქონდარა მოაყარეთ.

4. შემდეგ კვლავ ყაბაყი დააწყეთ, სოუსი მოასხით, ყველი და ბეგქონდარა მოაყარეთ. ღუმელში 23-25 წუთით, ოქროსფერ შეფერილობამდე აცხვეთ. ოხრახუშით მორთეთ და სუფრაზე ცხელი კერძი გაიტანეთ.

ყველის და ყაბაყის კომბინაციით აღფრთოვანებული იქნებით!