Connect with us

თავის მოვლა

ყაბაყის დიეტა. მინუს სამი კილოგრამი 1 კვირაში

გთავაზობთ ორდღიან დიეტას. მოცემული კურსი ყოველ 6 დღეში უნდა გაიმეოროთ. ასეთი კვება 2-3 კილოგრამს დაგაკლებინებთ.

დღე 1

საუზმე: მიირთვით ყაბაყის “მობრაწულა” (ზაპეკანკა). ამისთვის გახეხეთ 1 კილოგრამი ყაბაყი, ჩაახალეთ კვერცხი, დაუმატეთ მოხალული ფქვილი და ნებისმიერი მწვანილი. მობრაწეთ ქურაში გაყავისფრებამდე.
მეორე საუზმე: ბოსტენულის სალათი. ინგრედიენტები: სტაფილო, კიტრი და უცხიმო იოგურტი.
სადილი: ბოსტნეულის სუპი ყაბაყით – ზეთის გარეშე
ლანჩი: ხაჭოსა და ბოსტნეულის სალათი. გახეხეთ საშუალო ზომის ყაბაყი და ბულგარული წიწაკა. დააყარეთ დაჭრილი მწვანილი, დაუმატეთ 200 გრამი უცხიმო ხაჭო.
ვახშამი: ფარშირებული ყაბაყი, დაჭრილი ყაბაყი გამოტენეთ დაჭრილი ბოსტნეულით, შეახვიეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ.

დღე 2

საუზმე: ყაბაყის ალადები. შეწვით ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში.
მეორე საუზმე: ბოსტნეულის სალათი.
სადილი: შეიძლება თევზი ბოსტნეულთან ერთად. უცხიმო ზღვის თევზის ფილეს მოასხით ლიმონის წვენი, დაუმატეთ ხახვი და ყაბაყი. გამოაცხვეთ ფოლგაში.
ლანჩი: ყაბაყის ქვირითი სოუსით. დაჭერით 1 ყაბაყი, სტაფილო და ხახვი. მოთუშეთ ბოსტნეული ზეითუნის ზეთში რამდენიმე წუთით და დააბლენდერეთ.
ვახშამი: ფარშირებული ყაბაყი, დაჭრილი ყაბაყი გამოტენეთ დაჭრილი ბოსტნეულით, შეახვიეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ.