Connect with us

თავის მოვლა

ღირს თუ არა ლაზერული ეპილაციის გაკეთება: პროცედურის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ქალების უმეტესობას ყოველდღიურად ერთი საკითხი აწუხებს, თუ როგორ მოიშორონ ზედმეტი თმა სხეულზე.

და თითოეული ქალი ამ პრობლემის გადასაჭრელად მეტ-ნაკლებად უფრო ოპტიმალურ მეთოდს პოულობს. დღეს ლაზერული ეპილაციის შესახებ გიამბობთ.

დასაწყისისთვის – რას ნიშნავს ტერმინი „ლაზერული ეპილაცია“

ეს თმის ფოლიკულის მოშორებაა სინათლის დახმარებით, რომელიც დიდი რაოდენობით ენერგიად გარდაიქმნება. ლაზერული სხივი უჯრედებს ახურებს, რის გამოც თმის ფოლიკულა ირღვევა, მაგრამ კანი არ ზიანდება.

არასასურველი თმის მოსაშორებლად ამ მეთოდს სხვებთან შედარებით რიგი უპირატესობა აქვს. სრული კურსის ჩატარების დროს თმას რამდენიმე თვეში მოიშორებთ. სრულად მოშორებისთვის პროცედურის რამდენჯერმე გამეორება დაგჭირდებათ. რა თქმა უნდა, ბევრი სახლის პირობებში ცვილის მეთოდს იყენებს, მაგრამ აქ შედეგი მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება. სწორედ ამიტომ, ლაზერული ეპილაცია საუკეთესოა, თუ თმის რამდენიმე თვით მოშორება გსურთ.

პროცედურის დადებითი და უარყოფითი მხარეები

მისი უდავო უპირატესობაა პროცედურის ჩატარების მცირე დრო (ბიკინის ზონის გაკეთებას მხოლოდ 15 წუთი სჭირდება), განსაკუთრებული მტკივნეული შეგრძნების და ნაწიბურების გაჩენის არ არსებობა.

რიგი დადებითი მხარეების მიუხედავად, ლაზერული ეპილაციის გამოყენება ყველასთვის არ შეიძლება.

მთავარი უკუჩვენებები:

  • ონკოლოგია;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ძალიან ღია ან ჭაღარა თმა;
  • ლაზერული ჩარევის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა;

ამის გარდა, ლაზერული ეპილაციის გამოყენება რეკომენდებული არაა ორსულობის, რუჯის (14 დღემდე), გაფართოებული ვარიკოზული ვენების, ბევრი ხალის და დამწვრობის, ზედაპირზე ნაკაწრების დროს. ასევე მისი გაკეთება არ ღირს გოგოებისთვის, რომელთაც სრული სასქესო მომწიფებისთვის არ მიუღწევიათ.

ყურადღება მიაქციეთ, რომ უხარისხო მომსახურების დროს მოსალოდნელია გართულება დამწვრობის, ფოლიკულიტის, კონიუნქტივიტის და კანის ჰიპერპიგმენტაციის სახით.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.