Connect with us

ჯანმრთელობა

ღვთაებრივი მედიკამენტი: 17 პროდუქტი, რომლებიც ორგანოებს ჰგვანან და მათ იცავენ

ძველად ადამიანებს მტკიცედ სწამდათ, რომ ბუნებამ ადამიანს სამკურნალოდ ყველა აუცილებელი საშუალება მისცა. მეცნიერები სიგნატურის შესახებ ამბობენ: ორგანოებისთვის სასარგებლოა ბოსტნეული და ხილი, რომლებიც მათ ჰგავთ.

სიგნატურის თეორია ჯერ კიდევ უძველეს დროში გაჩნდა. თეორიის თანახმად, პროდუქტები, რომლებიც გარეგნულად ადამიანის სხეულის ორგანოებს ჰგვანან, მათ ჯანმრთელობის გაძლიერებასა და დაავადების მკურნალობაში ეხმარებათ.

ასეთი სიგნატურები ფერზე, შემადგენლობაზე, ბოსტნეულის, ხილისა და ბალახის ფორმაზე, ასევე განსაკუთრებულ გარემოზეა დაფუძნებული.

აი, პროდუქტების სია:

1. ნიგოზი – ტვინი

ნიგვზის ფორმა, ნაოჭები და ხაზები ადამიანის ტვინს ჰგავს. მას ორი მხარე აქვს – მარჯვენა და მარცხენა, როგორც ტვინის ნახევარსფეროები. ნიგოზს ტვინის საკვებს უწოდებენ: მასში ბევრი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც ტვინის აქტივობას ზრდის.

2. სტაფილო – თვალი

გაჭრილი სტაფილო თვალს ჰგავს. მასში ბევრი ბეტა-კაროტინია, რომელიც ბოსტნეულს ნარინჯისფერ ფერს ანიჭებს. ბეტა-კაროტინი კატარაქტის განვითარების რისკს ამცირებს და მხედველობის ასაკობრივ დეგრადაციას აფერხებს.

3. ნიახური – ძვლები

ნიახურის ღეროები გრძელ ძვლებს ჰგავს, ამიტომ გასაოცარი არაა, რომ ის ადამიანის ძვლოვან სტრუქტურას აძლიერებს. ის სილიციუმით და ნატრიუმით მდიდარია. ამ უკანასკნელის დეფიციტი ძვლების სისუსტეს იწვევს. სწორედ ამიტომ, ნიახური ორგანიზმში ნატრიუმის დეფიციტის შესავსებად იდეალურია.

4. პომიდორი – გული

პომიდორი გაჭერით და ნახავთ, რომ ის შიგნით წითელია და 4 სექცია ან კამერა აქვს, როგორც ადამიანის გულს. პომიდვრის წვენი B6 ვიტამინით მდიდარია, რაც სისხლძარღვების გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სასმელი თრომბის განვითარების რისკს ამცირებს.

რეკომენდებულია ვარიკოზული დაავადების, ჰიპერტონიისა და სტენოკარდიის დროს, ასევე მიოკარდული ინფარქტის გადატანის შემდეგ.

5. ავოკადო – საშვილოსნო

საშვილოსნოს ნათურის ფორმა აქვს, როგორც ავოკადოს. ეს ხილი მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რაც საშვილოსნოში სიმსივნური წარმონაქმნების განვითარებას აფერხებს.

კვლევამ დაადასტურა, რომ კვირაში ერთი ავოკადოს მოხმარება ჰორმონალურ ბალანსს არეგულირებს და წონაში დაკლებას ხელს უწყობს. საინტერესოა, რომ ავოკადოს ყვავილობიდან დამწიფებამდე პერიოდი 9 თვე გრძელდება.

6. ქამა სოკო – ყურები

ქამა სოკო შუაზე გაჭერით და ნახავთ, რომ მისი ნახევრის ფორმა ადამიანის ყურს ჰგავს. ეს სოკო ჩვენი სმენისთვის ძალიან სასარგებლოა, ის D ვიტამინის შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს. ქამა სოკო ყურში წვრილ ძვლებს აძლიერებს, რომლებიც ტვინში ხმების გადაცემაზე პასუხისმგებელნი არიან.

7. გრეიფრუტი და ფორთოხალი – მკერდი

გაჭრილი გრეიფრუტი და ფორთოხალი ქალის მკერდს ჰგავს. ამაში უცნაური არაფერია! ფორთოხალი ორგანიზმში ლიმფურ ნაკადს აძლიერებს. ლიმფას ორგანიზმიდან წიდები და დაავადების გამომწვევი მიკრობები გამოაქვს და იმუნიტეტს აძლიერებს.

გრეიფრუტი განსაკუთრებულ ფიტოქიმიურ ნაერთებს, ლიმონოიდებს, შეიცავს, რაც სარძევე ჯირკვლებში სიმსივნური უჯრედების განვითარებას აფერხებს.

8. ყურძენი – ფილტვები

ყურძენი ჰგავს ალვეოლას, ფილტვებში წარმონაქმნს, რომლის გავლით სისხლს ჟანგბადი მიეწოდება. ეს ხილი ფილტვების განვითარების რისკს ამცირებს. მის შემადგენლობაში შედის პროანტოციანიდინი, რომელიც ალერგიით გამოწვეული ასთმის ნიშნებს ამცირებს.

9. კოჭა – კუჭი

კოჭა კუჭის ფორმას შეესაბამება. ის იდეალურია მათთვის, ვისაც კუჭის აშლილობა, გაღიზიანებული კუჭის სინდრომი, გულისრევა და დილის სისუსტე აწუხებს.

10. კიტრსა და სატაცურს მამაკაცის სასქესო ორგანოს ფორმას აქვთ. ეს ბოსტნეული ტესტოტერონის წარმოებას სტიმულირებს და ერექციას აუმჯობესებს.

11. პაპაია მსხვილ ნაწლავს წმენდს და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აუმჯობესებს.

12. მარწყვი თავისი ფორმით კბილებს მოგაგონებთ. ის ღრძილების სისხლდენისთვის სასარგებლოა. მარწყვი კბილის ემალს აძლიერებს.

13. ზეთისხილი რაღაცით ქალის საკვერცხეებს ჰგავს. ის საშვილოსნოს სიმსივნეს აფერხებს და ქალის ჰორმონალურ ფონს არეგულირებს.

14. პარკოსანი პროდუქტები თირკმლებს ჰგვანან და მართლაც ამ ორგანოს სწორად მუშაობას ხელს უწყობენ.

15. ბროკოლი – სიმსივნის უჯრედები

ბროკოლი სიმსივნის უჯრედების ასოციაციას იწვევს. ცოტა ხნის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბროკოლის კვირაში 2-ჯერ მოხმარება პანკრეასის სიმსივნეს მნიშვნელოვნად ამცირებს.

16. ბანანი – ღიმილი

ბანანი თავისი ფორმით ადამიანის ღიმილს ჰგავს. საუზმეზე ან წახემსების დროს ბანანის მიღება ნამდვილად გაგაღიმებთ. ეს ხილი სეროტონინის წარმოებას სტიმულირებს, რაც ჩვენს განწყობასა და ენერგიაზე პასუხისმგებელია. ერთი ბანანი საკმარისი იქნება, რომ მთელი დღე ამაღლებულ განწყობაზე იყოთ.

17. ლეღვის თესლი მამაკაცის სპერმას ჰგავს და სინამდვილეში მის რაოდენობას, სიჩქარეს და მოძრაობას ზრდის.

ყველა ეს პროდუქტი რაციონში აუცილებლად ჩართეთ, რომ ორგანიზმი გააჯანსაღოთ! თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.