Connect with us

კულინარია

ქმარი აღშფოთებული იყო: კვლავ ფორთოხალი გამათბობელზე? მიზეზის გაგების შემდეგ, თავად უფრო აშრობდა, ვიდრე მე

ქმარი აღშფოთებული იყო: კვლავ ფორთოხალი გამათბობელზე? მიზეზის გაგების შემდეგ, თავად უფრო აშრობდა, ვიდრე მე

რაც არ უნდა ითქვას, ზამთარში ფორთოხალი, მანდარინი და სხვა ციტრუსი ყველაზე გემრიელი და არომატულია. წვნიანი ნაყოფი შეგიძლიათ ისე უბრალოდ მიირთვათ, წვენი დაწუროთ და პირველ და მეორე კერძებში უსაზღვროდ გამოიყენოთ. და რა ვუყოთ ქერქს? ერთს გეტყვით, გადაგდებას ნამდვილად არ გირჩევთ.

ფორთოხლის ცედრა

მახსოვს, რომ ბავშვობაში დედა ახალ წელს ყოველთვის ამზადებდა „ფანტას“ ფორთოხლის ქერქისგან. რა თქმა უნდა, სასმელის გემო მომწარო ჰქონდა, მაგრამ არომატი! ციტრუსი მთელი წლის განმავლობაში არ იყიდებოდა, ამიტომ ფორთოხლის ქერქს აგროვებდნენ და გამათბობლებზე აშრობდნენ.

დედა ყველაფერს სხვანაირად აკეთებდა. მანდარინის, ფორთოხლის, ლიმონის ცედრას კარგად იღებდა შემდეგ პირსახოცზე აშრობდა. შემდეგ აქუცმაცებდა და მინის ქილაში ინახავდა. და მთელი წელი არომატული გამომცხვარი კერძებით გვანებივრებდა!

დღეს გიამბობთ, რატომ არის ციტრუსის ცედრა საუკეთესო არომატიზატორი. ეს ჯადოსნური ნატურალური სანელებელია, რომელიც ნებისმიერ კერძს აახლებს. ამაში რომ დარწმუნდეთ, ციტრუსის ფხვნილი დესერტის და ცხელი სასმელების მოსამზადებლად გამოიყენეთ. მის სწორად გამოყენებას კი ჩვენ გასწავლით. სტატიის ბოლოს კი ლიქიორის მომზადების რეცეპტი ნახეთ.

მშრალი სანელებლისთვის ცედრის მომზადების რეცეპტი მარტივია. თქვენ ხარისხიანი ხილი და ცოტა მოთმინება დაგჭირდებათ. ნაყოფი კარგად გარეცხეთ, სასურველია ჯაგრისით. მანდარინის ქერქი შეგიძლიათ მთლიანად გააშროთ. ფორთოხლის, ლიმონის, ლაიმას ქერი – უმჯობესია თხელ ფენად მოხსნათ ბოსტნეულის საჭრელით, ეცადეთ თეთრ ნაწილს არ შეეხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სანელებელს მომწარო გემო ექნება.

როგორ მოვამზადოთ ციტრუსის ფხვნილი

1.ცედრა მცირე ნაწილებად დაჭერით. თუ ჰაერზე გაშრობას აპირებთ, ოდნავ თხელ, მშრალ პირსახოცში, ან პერგამენტის ქაღალდში გაახვიეთ. ასე ცედრაზე მტვერი, ნაგავი არ დაგროვდება და არომატის შენარჩუნებას შეძლებს. ცედრა შეგიძლიათ სპეციალური დანით დაჭრათ ან წვრილ სახეხზე გახეხოთ.

2.ცედრა პერგამენტის ქაღალდზე დაყარეთ და მეორე ქაღალდის ფენა დააფარეთ. ღუმელში 60 გრადუსამდე ტემპერატურაზე გამოაშრეთ. პერიოდულად აურიეთ.

3.გამომშრალი ცედრა ყავის საფქვავში დაფქვით. საცერში გაცერით და მინის ჭურჭელში შეინახეთ. პლასტმასის გამოყენება რეკომენდებული არაა.

ფორთოხლის სეზონზე ეცადეთ უფრო მეტი კონსერვის სახით შეინახოთ. წვრილი სახეხით ცედრა აიღეთ, აურიეთ შაქრის ფხვნილს პროპორციით 1:2 და მაცივარში 48 საათით შეინახეთ. შეგიძლიათ დესერტში, ჩაის, ყავის ან ლიქიორის მოსამზადებლად გამოიყენოთ.

ფორთოხლის ლიქიორი

ინგრედიენტები:

  • 4 ს/კ ფორთოხლის ცედრა შაქრით
  • 0,5 ლ არაყი
  • 0,5 ლ წყალი
  • 0,5 შაქარი

მომზადება:

1.არაყი და ციტრუსის ცედრა აურიეთ. ოთახის ტემპერატურაზე 7 დღით დააყენეთ. პერიოდულად შეანჯღრიეთ. შეგიძლიათ ახალი ცედრა გამოიყენოთ, მაგრამ ალკოჰოლის უფრო დიდხანს დაყენება მოგიწევთ.

2.ერთი კვირის შემდეგ შაქრის სიროფი გააკეთეთ: წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ და დაბალ ცეცხლზე 5 წუთით ადუღეთ.

3.ალკოჰოლური ხსნარი გაგრილებულ შაქრის სიროფს აურიეთ და კიდევ 7 დღე დააყენეთ. ჭურჭელი დღეში 2-ჯერ შეანჯღრიეთ. შემდეგ გაწურეთ და მინის ბოთლებში გადაანაწილეთ, თავზე მჭიდროდ დაახურეთ.

მოგეწონათ სტატია? ამის შესახებ მეგობრებს სოციალურ ქსელში უამბეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.