Connect with us

თავის მოვლა

ქაცვის ზეთი – კანისა და თმის ახალგაზრდობის ელექსირი

ქაცვის ზეთი სახისთვის

  • სახის ნიღაბი ქაცვის ზეთის, ქაცვის წვენისა (1-1 ჩაის კოვზი) და კვერცხის გულისგან მზადდება. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და სახეზე რამდენიმე ფენად დაიდეთ. ასეთი ნიღაბი ატენიანებს და კვებავს კანს.
  • გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი სახისთვის: 0.5 ჩაის კოვზი ქაცვის წვენი. 1 ჩაის კოვზი თაფლი და რამდენიმე წვეთი ზეთი კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა სახესა და კისერზე შეიზილეთ, დაიტოვეთ 15 წუთი, შემდეგ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
  • მატონიზირებელი ნიღაბი ქაცვის ზეთისგან მშრალი და აქერცვლისკენ მიდრეკილი კანისთვის: 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ზეთი და 1 ჩაის კოვზი ქაცვის წვენი. წვენი შეგიძლიათ სხვა ახალი ხილის წვენით ჩაანაცვლოთ (მაგალითად კივი, ციტრუსები, ვაშლი და სხვა)
  • ოვალის აღმდგენი ნიღაბი: 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ქაცვის ზეთი და 0.5 სუფრის კოვზი ყვითელი კოსმეტიკური თიხა. მიღებული ნარევი სახის კანზე დაიტანეთ და 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

2. ქაცვის ზეთი ტუჩებისთვის

  • ქაცვის ზეთი ტუჩებს ნაზს და რბილს გახდის, მოგაშორებთ ნახეთქებს. ტუჩებზე წაისვით ქაცვის ზეთი რამდენიმე წუთით, დღეში 2-3-ჯერ.

ქაცვის ზეთი თმისთვის

  • თუ თმა ხშირი გაუფერულებით ან ქიმიური დახვევიუთ დაგიზიანდათ, ფოლიკულების სწრაფი აღდგენისთვის თავის კანში ქაცვის ზეთი შეიზილეთ.
  • იგივე პროცედურა დაგეხმარებათ თმის ცვენის თავიდან აცილებაშიც, თუ პარალელურად, დღეში ორჯერ – 1 ჩაის კოვზ ქაცვის ზეთს დალევთ.
  • ქერტლისგან გასათავისუფლებლად 1 სუფრის კოვზი ქაცვისა და 6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთის ნიღაბი გაიკეთეთ. ამ ნაზავს თმაზე მასაჟის მოძრაობებებით ისვამენ – ნახევარი საათის განმავლობაში. მკურნალობის კურსი – კვირაში ორჯერ, ორი თვის მანძილზე.
  • ნიღაბი მშრალი თმისთვის ქაცვის ზეთისგან: იღებენ 2 სუფრის კოვზ ზეითუნის და ქაცვის ზეთს, ურევენ უმ კვერცხთან, ისვამენ თავზე და თმას ნახევარი საათით იხვევენ.
  • თმის ცვენისა და სიმელოტისას 2 სუფრის კოვზ ქაცვის ნაყოფსა და ფოთლებს – 2 ჭიქა წყალს უმატებენ. ადუღებენ რამენიმე წუთი, აყენებენ 3 საათი და წურავენ. ნახარშს დღეში ორჯერ იღებენ (150 მლ) ჭამამდე და ყოველდღიურად იზელენ თმაში – იტოვებენ მთელი ღამით. თმის დაბანის შემდეგ კი მასში ქაცვის ზეთს იზელენ.

4. ქაცვის ზეთი წამწამებისთვის

  • ქაცვის ზეთს წამწამების კვების, გაძანსაღებისა და ზრდის დაჩქარებისთვისაც იყენებენ. ამისთვის მხოლოდ ქაცვის ზეთსაც იყენებენ და რამდენიმე ზეთის ნარევსაც. წინასწარ გასუფთავებულ წამწამებზე ქაცვის ზეთს ისვამენ და იტოვებენ.
  • წამწამების გამაგრება ზეითუნის ზეთის, თევზის ქონისა და ზეთოვანი Е ვიტამინის დახმარებითაც შეგიძლიათ. მკურნალობის კურსი – დაახლოებით 1 თვე გრძელდება. ეცადეთ ნარევის დატანისას ის თვალის ლორწოვან გარსში არ მოგიხვდეთ. ეს ნიღაბი თბილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ.

5. ქაცვის ზეთი ფრჩხილებისთვის

  • გაყოფისკენ მიდრეკილი და მტვრევადი ფრჩხილების ქონის შემთხვევაში კომფორტულ დროს, მაგალითად საღამოს – ქაცვის ზეთი ნუნებში და ფრჩხილში შეიზილეთ. ეს პროცედურა 1-2 თვის განმავლობაში უნდა იმეოროთ.
  • ხელებისა და ფრჩხილების კვებისთვის რამდენიმე წვეთი ქაცვის ზეთი ხელის კრემს ჩაუმატეთ.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.