Connect with us

თავის მოვლა

რა ავურიოთ ქოქოსის ფანტელებს, რომ მივიღოთ სახე მოდის ჟურნალებიდან

ქოქოსის სკრაბის რეცეპტი, რომელსაც დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ, სახის კანის მოვლაში შეუცვლელია. ამასთან შინაურული საშუალება საკმაოდ ბიუჯეტური და გამოსაყენებლად მარტივია.

ერთ დროს შინაურული კოსმეტიკის ბევრი რეცეპტი გამოვცადე და დავრწმუნდი, რომ ბრენდულ თავის მოვლის საშუალებებში ფულის დახარჯვა არ ღირს. სასურველი ეფექტის მიღება თეთრებად ღირებული ინგრედიენტებითაც შეიძლება. მათ შეძენას ნებისმიერ მაღაზიაში შეძლებთ.

ნატურალური სკრაბი ქოქოსის ფანტელებით

ნატურალური სკრაბი კანის მკვდარ უჯრედებს ნაზად მოგაშორებთ. ასევე კანს კვებავს და ამკვრივებს.

ამ შინაურული საშუალების შემადგენლობაში ქაცვის ზეთიც შედის. ის კანის უჯრედებს აღადგენს და პიგმენტაციას ებრძვის. ქაცვის ზეთი ფორებს არ ჭედავს და სასიამოვნო არომატი აქვს.

ნიღაბი–სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ საშუალოდ დაქუცმაცებული ფანტელები, ნატურალური მშრალი რძე და ქაცვის ზეთი.

საშუალო სიღრმის თასში ან ქილაში 1 ს/კ ქოქოსის ფანტელები და 0,5 ს/კ მშრალი რძე აურიეთ.

მიღებულ ნარევს 1 ს/კ ქაცვის ზეთი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 1 წუთით გააჩერეთ. შემდეგ კვლავ აურიეთ.

გამოყენების წინ ალერგიაზე ტესტი ჩაიტარეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ნიღაბი გამოიყენოთ.

საშუალება სველ კანზე ნაზად წაისვით. მსუბუქი მოძრაობით სახის მასაჟი გაიკეთეთ. ამის შემდეგ ნიღაბი რამდენიმე წუთით გაიჩერეთ. ბოლოს სკრაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამისთვის შეგიძლიათ სპეციალური დასაბანი საშუალება გამოიყენოთ.

რეკომენდებულია, პროცედურა კვირაში 2–ჯერ გაიმეოროთ. მოცემული სკრაბის რაოდენობა 2-4 გამოყენებაზე გეყოფათ. მაცივარში შეინახეთ.

ქოქოსის სკრაბი საკმაოდ უნივერსალურია. შეგიძლიათ სხეულის მოსავლელად გამოიყენოთ. უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ. ასეთი პროცედურის შემდეგ კანი რბილდება და ფერი უმჯობესდება. აუცილებლად სცადეთ და თქვენი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ!