Connect with us

ჯანმრთელობა

ფრჩხილის სოკოს მკურნალობა იმით, რაც სახლში გაქვთ

ფრჩხილის სოკო ფართოდ გავრცელებული უსიამოვნებაა, რომელსაც ბევრი ლამაზი მანიკიურის ქვეშ მალავს. თუმცა პრობლემა ასე არ გაქრება.

საკითხს კარდინალურად უნდა მიუდგეთ, ამასთან პრობლემას არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შიგნიდანაც უნდა უმკურნალოთ. ძვირადღირებული სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების ყიდვის საშუალება ყველას არ აქვს. სწორედ ამიტომ, ხშირად ხალხური მედიცინის გამოყენება გვიწევს. თუ დავფიქრდებით, ყველაფერი იმუნური სისტემით იწყება. იმუნური სისტემის მცირე დარღვევაც კი ორგანიზმის დასუსტებას და სოკოს გაჩენას იწვევს. სცადეთ, იმუნიტეტი აღადგინოთ. ამისთვის ყველაზე მარტივი საშუალებაა თევზის ქონი და გვირილას ჩაი.

რა დაგჭირდებათ ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ

აუცილებელი პროდუქტების სია:

  • თმის ბალზამი;
  • სპირტი ან არაყი;
  • იოდი;

ჩვეულებრივ, ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები სახლში ყველას აქვს.

ფეხის ფრჩხილის სოკოს მკურნალობის პროცესი

  1. ფრჩხილები ახალი დაბანილი უნდა იყოს. დაბანის პროცესი ფრჩხილებზე ცხელი (არა მდუღარე, არამედ ისეთი ცხელი, რომ აიტანოთ) წყლის გადავლებით დაასრულეთ. შემდეგ ბამბის პირსახოცით შეიმშრალეთ.
  2. თმის ბალზამი სოკოთი დაზიანებულ ფრჩხილებზე წაისვით და ოდნავ შეიზილეთ. ასე 10-15 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ბალზამი სრულად მოიშორეთ. ფეხები ბამბის პირსახოცით კვლავ შეიმშრალეთ. თმის ბალზამი ფრჩხილის ფირფიტას ძალიან კარგად არბილებს.
  3. შემდეგ სპირტში ან არაყში გაჟღენთილი ბამბის დისკი ფრჩხილზე წაისვით. ასე ფრჩხილებს სრულ დეზინფექციას ჩაუტარებთ.
  4. ბოლო ეტაპი, ფრჩხილის ზედაპირზე თხელ ფენად იოდი წაისვით. გაშრობა აცადეთ. ფეხზე თბილი წინდა ჩაიცვით.

ფრჩხილის სოკოს სამკურნალო პროცედურა ყოველ მე-3 დღეს უნდა გაიმეოროთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.