Connect with us

ჰოროსკოპი

ფრჩხილის იდეალური ლაქის ფერი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მეცნიერები ასტროლოგებს 100%-ით ეთანხმებიან: ფერი ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. თქვენთვის რომელი ლაქის ფერია იდეალური?

ლაქის ფერის შერჩევის დროს მოდის ტენდენციებს, ჩვენს გემოვნებას და სილამაზის გრძნობას ვენდობით.

ასტროლოგები საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ. როგორც აღმოჩნდა, ფერების გამა, რომელთაც მაკიაჟის და სილამაზის რუტინულ პროცედურებში ვიყენებთ, ადამიანის განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორად შერჩეული ფრჩხილის ლაქის ფერი თქვენს ცხოვრებაში პოზიტიურ განწყობას შემოიტანს. გარდა ამისა, სხვებს თქვენი პიროვნების ძლიერ მხარეებს აჩვენებს, ინდივიდუალობას და ბუნებრივ ქარიზმას ხაზს გაუსვამს.

ეს ყველაფერი თეორიაა, რომელსაც კვლევები არ ადასტურებს, მაგრამ საკმაოდ საინტერესოა, რომ პრაქტიკაში გამოიყენოთ.

ვერძი: ჟოლოსფერი

თუ ასტროლოგს ყველაზე არაორდინარული და არაპროგნოზირებადი ნიშნის დასახელებას სთხოვთ, პასუხი ცხადია – ეს ხომ ვერძია. ამ ნიშნის წარმომადგენელი ნებისმიერ გარემოში თავს კარგად გრძნობს. არ არსებობს სიტუაცია, სადაც უხერხულობას იგრძნობს. ვერძი თამამი, ტემპერამენტიანი და მხიარულია. სწორედ ამიტომ, გაჟერებული ჟოლო მისთვის იდეალურია. ეს თამამი ფერი ვერძის თავგადასავლების მიმართ სიყვარულს ყველაზე მეტად გამოხატავს.

კურო: პიტნისფერი, ახალი მწვანილის ფერი

ღია, გაჯერებული, წვნიანი და სიცოცხლით აღსავსე ფერი – კუროს სასიცოცხლო ენერგიის წყაროა. ეს ფერი კუროს მისთვის დამახასიათებელი ქცევის მხარდაჭერაში დაეხმარება, რომ ახლობლებს და ოჯახის წევრებს გულწრფელად და მთელი ძალისხმევით დაეხმაროს, ამასთან წვრილმანებზე არ იფიქროს.

ფრჩხილებზე პიტნისფერი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ მოდური და აქტუალურია. თუ რაიმე სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებთ, თქვენს ფერს შეხედეთ – ის სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ.

ტყუპები: ოპალი, ცისარტყელას მოდულაცია

ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ცხოვრება ექსპერიმენტების გარეშე ვერ წარმოუდგენია – ეს ტყუპებია. მისთვის ყოველი ახალი დღე ცვლილებების და სამყაროსთვის თავის შეხსენების დღეა. ფრჩხილის ლაქი, რომელიც მის ინდივიდუალობას სწორად გამოხატავს – ოპალია. ის მრავალფეროვანია, როგორც თავად ტყუპები. სწორედ ამ ფერში ტყუპები ახალი ექსპერიმენტებისთვის შთაგონებას იპოვის. ლაქის ეს ფერი განათების მიხედვით იცვლება და იმის ცხადი მაგალითი იქნება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოძრაობა, წინსვლა და ცვლილებები.

კირჩხიბი: წითელი

ზოდიაქოს ყველაზე მოსიყვარულე ნიშანი კირჩხიბია. ამ ნიშნის წარმომადგენელი სიყვარულის გამო ცხოვრობს. ის ერთგული ცოლი და ოჯახის კერის საუკეთესო დამცველი, ნაზი, ვნებიანი, დამოუკიდებელი და გამგონია. ის სხვების გრძნობებს იცავს და საკუთარი გრძნობებით ასაჩუქრებს. ის თავად სიყვარულია. ფრჩხილის ლაქის ფერი აუცილებლად წითელი უნდა იყოს, როგორც მოსიყვარულე გულის ფერი.

ლომი: ოქრო, ლითონი

მანიკიური ბზინვარე ელფერით – ნამდვილად უჩვეულოა. ის ძალიან ელეგანტურად და ლამაზად გამოიყურება. აი, მდიდარი ოქროსფერი შეფერილობა ნამდვილად საქებარია. ოქროსფერი ფრჩხილის ლაქი ზაფხულს შეგახსენებთ, რომელიც ცივ სეზონზე აქტუალურია. ყვავილი მზის სხივების თბილი ჩანჩქერით შთაგონებით თქვენ ოპტიმიზს და კარგ განწყობას მოგანიჭებთ. როგორც კი დაღლილობას ან სევდას იგრძნობთ, ფრჩხილები ოქროსფერი ლაქით შეიღებეთ. თქვენ ნახავთ, რომ სამყარო უფრო ნათელი გახდა.

ქალწული: ვარდისფერის თბილი შეფერილობა

ნაზი სულის მქონე ქალწულისთვის იდეალური ლაქის ფერია ვარდისფერის პალიტრა. კარგი იქნება, თუ ლაქის ფერი მაკიაჟის ფერთან შეხამებული იქნება, მაგალითად, რუმიანასთან. მაღალი მოდის სტილისტების აზრით, ვარდისფერი ყველაზე პრაქტიკული და ფუნქციური ფერია, რომელიც ყველა სიტუაციაში შეიძლება გამოიყენოთ.

თუ გსურთ, „მოკრძალებულ“ ვარდისფერს „გლამურის“ ნოტები შემატოთ, დეკორის სხვადასხვა ელემენტები გამოიყენეთ. მათი დახმარებით მანიკიური ბევრად უფრო გამოხატული და მოდური გახდება და მშვენიერების მიმართ თქვენს სიყვარულზე აქცენტს გააკეთებს.

სასწორი: სამეფო ლურჯი

ქალი სასწორის მთავარი თვისება გულწრფელობა და წესრიგია. სწორედ ასე თვლიან ასტროლოგები. სასწორისთვის მთავარ ფერად ასტროლოგები სამეფო ლურჯს და ზეციური ცისფერის ყველა შეფერილობას ასახელებენ. ღამის ვარსკვლავური ცის სიცივეს სიმშვიდე მოაქვს და უსიამოვნებასა და მოულოდნელ სევდასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ლურჯის მსუბუქი და ნათელი ფერები ენერგიას და ძალებს შეგმატებთ. საჭირო ფრჩხილის ლაქი აირჩიეთ, რომ ყოველთვის მასთან შეხება შეძლოთ, მისი მხარდაჭერა და განწყობის ამაღლება იგრძნოთ.

მორიელი: გაჯერებული იასამნისფერი

ეს მგზნებარე, ენერგიული ფერი მორიელის ფეთქებად ხასიათს ყველაზე მეტად შეეფერება. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ამ ნიშნის წარმომადგენელი მას ინტუიციურად ირჩევს. და სწორიცაა! ეს ფერი განსაკუთრებულ თვისებებს ფლობს. ის მორიელის ცხოვრებისეულ ტონუსს მხარს უჭერს, ენერგიის და ძალების წყაროს წარმოადგენს. გარშემომყოფებისთვის გაჯერებული იასამნისფერი ერთგვარი ნიშანია – თქვენს წინაშეა ლედი ვამპირი, ქალი-ამოცანა. სხვა ფერები, რომლებიც მორიელმა შეიძლება გამოიყენოს ნაცრისფერის მუქი ტონები და დრამატული შავი ფერი.

მშვილდოსანი: მოყვითალო მდოგვისფერი

მოყვითალო მდოგვისფერი თბილი, მზიანი და სიცოცხლით აღსავსე მეგობრული ელფერია. ის მშვილდოსნისთვის იდეალურია, რომელიც ასტროლოგების აზრით ყველაზე ლამაზ და გულწრფელ ღიმილს ფლობს. ამ ფერის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ სამყაროს პოზიტიური აღქმის პრიზმაში დაგანახებთ. სახლში რა უსიამოვნებაც არ უნდა გქონდეთ, იცოდეთ: ყველაფერი დროებითია. დილით, წვიმის შემდეგ ამინდი ყოველთვის მკაფიო და მზიანია, როგორც თქვენი ფრჩხილის ლაქის ღია ფერი.

თხის რქა: ლავანდის ელფერი, ღია იასმნისფერი

თხის რქა ერთ-ერთ ყველაზე ბრძენ და პრაქტიკულ ზოდიაქოს ნიშნად ითვლება. თითოეულ საქმეზე ყურადღებით და საფუძვლიანად ფიქრობს, ცდილობს ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს. მათთვის იდეალური ფრჩხილის ლაქის ფერია ლავანდის ელფერი და ღია იასამნისფერი, ეს ნაზი ფერი შეგიძლიათ სამსახურში და პაემანზე გამოიყენოთ. საკმაოდ პრაქტიკული ფერია, როგორც ყველაფერი, რაც თხის რქას უყვარს.

მერწყული: ფირუზი

ასტროლოგების დაკვირვებით ქალი მერწყული ძალიან ენერგიული და საქმიანი, თავისუფლების მოყვარე და დამოუკიდებელია. ის მოდის ტენდენციებს არ ემორჩილება, არამედ ტენდენციებს თავად ქმნის. მათ ფირუზის ღია კონცენტრირებული ფერი თავისი სითამამით და უჩვეულობით მოეწონებათ. ის შთამბეჭდავი და იდუმალია, როგორც ყველაფერი, რაც მერწყულს უყვარს, დაწყებული მოდური ჩაცმულობით და სახლის ინტერიერით დასრულებული.

თუ თქვენს სტილში უფრო მეტი მოდური ნოტების დამატება გსურთ, მასზე უკეთეს ფერს ვერ იპოვით. ფირუზი – თქვენი სტილის და თქვენი განწყობის ხიბლი გახდება.

თევზები: ღია ვარდისფერი, პასტელური ფერები

წყლის სტიქიის წარმომადგენელი გარე სამყაროს მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. მან უბრალო ნივთებში შეიძლება შთაგონება იპოვოს, რომანტიკა დაინახოს იქ, სადაც სხვები ვერ ხედავენ. მათთვის იდეალურია ღია ვარდისფერი, ისეთივე ნაზი და აღმაფრთოვანებელი, როგორიც თავად არის. სხვა ვარიანტებს შორის მას პასტელური ფერები უფრო მოუხდებათ, რომლის გამოყენებას არა მხოლოდ მაკიაჟსა და სილამაზის რიტუალში, არამედ მოდური ლუქების, ოფისის ან ბინის ინტერიერის შექმნაში შეძლებს.