Connect with us

ჯანმრთელობა

ფიტოესტროგენები ცხიმოვანი ფენების წინააღმდეგ. ასე წონის დაკლება 40 წლის შემდეგაც არ წარმოადგენს პრობლემას

40-45 წლის ასაკში ქალის სხეული სწრაფად იცვლება. თითქოსდა, ერთი თვის წინ ყველაფერი წესრიგში იყო, მოულოდნელად კი გვერდებსა და იღლიების ქვეშ ცხიმოვანი ნაკეცები გაჩნდა.

სინამდვილეში, ამ ბედის თავიდან აცილება არავის შეუძლია, სპორტსმენსაც კი, რომელმაც მთელი გააზრებული ცხოვრება ვარჯიშს მიუძღვნა. ცხიმი მთელ სხეულში რიგი ფაქტორების გამო არათანაბრად ნაწილდება.

ასაკობრივი ცხიმი

ჯანმრთელობა, განსაკუთრებით ქალის სილამაზე, პირდაპირ სასქესო ჰორმონების კონცენტრაციაზეა დამოკიდებული. მათში მთავარ როლს ესტროგენი თამაშობს, რომელსაც ქალურ ჰორმონს უწოდებენ.

ამ ჰორმონის წარმოება 40 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად მცირდება და 50 წლის ასაკში, მენოპაუზის დაწყების შემდეგ პრაქტიკულად წყდება. სწორედ ამ ასაკში, ქალების უმეტესობა სხვადასხვა სპეციალისტებს მაღალი არტერიული წნევის, სახსრებში ტკივილის და ჭარბი წონის ჩივილით მიმართავენ.

ყველაფერი მარტივად აიხსნება. მენოპაუზის მზადებისას ქალის ორგანიზმში ცვლილებები ხდება და მას ერგება, ხოლო ჰორმონალური ცვლილებები გაზრდილ კანქვეშა ცხიმს ანაწილებს. ცხიმების ასეთი ზრდა ორგანიზმს სჭირდება, რადგან ჰორმონის (ესტროგენის) წარმოების შემცირების შედეგ მის ფუნქციას ცხიმოვანი ქსოვილები ასრულებს.

ესტროგენის დეფიციტის კომპენსირება

არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ქალებში ესტროგენის დონეს ზრდის, თუმცა ხშირად პრობლემა ყოველგვარი სინთეტიკური საშუალების გამოყენების გარეშე შეიძლება მოაგვაროთ. ამისთვის, რაციონში ფიტოესტროგენებით მდიდარი პროდუქტები ჩართეთ.

ფიტოესტროგენები მცენარეული წარმოშობის კომპონენტებია, რომლებიც ფუნქიურად ქალის ორგანიზმში ბუნებრივი გზით წარმოებულ ესტროგენებს ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ ფიტოესტროგენი ადამიანის ენდოკრინოლოგიური სისტემის მიერ წარმოებული პროდუქტი არაა, ის იმავე უჯრედულ რეცეპტორებზე მოქმედებს, როგორც ადამიანის ესტროგენი.

ფიტოესტროგენების შემცველი პროდუქტების მოხმარება ქალებს მენოპაუზისთვის დამახასიათებელი ნიშნების შემცირებაში ეხმარება.

ფიტოესტროგენებით მდიდარი პროდუქტები

1. სოიო და პარკოსანი კულტურა

ფიტოესტროგენებზე საუბრის დროს პირველ რიგში სოიო და სოიოს პროდუქტები გვახსენდება, მის მიმართ ინტერესი მე-20 საუკუნის დასაწყისში გაიზარდა, როცა ევროპის, აზიის და ამერიკის მოსახლეობის ჯანმრთელობის შესახებ კვლევა ჩატარდა.

აღმოჩნდა, რომ იაპონიაში, ჩინეთში, ინდონეზიაში, ტაივანსა და კორეაში სიმსივნით და გულის დაავადებებით სიკვდილის რაოდენობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში, ხოლო ქალები მენოპაუზით, ოსტეოპოროზით და მკერდის სიმსივნით უფრო ნაკლებად იტანჯებიან.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ტრადიციულად დიდი რაოდენობით სოიოს მოიხმარენ. მეცნიერებმა გააკეთეს დასკვნა, რომ ჯანმრთელობის მაღალი მაჩვენებელი სოიოს მოხმარებას უკავშირდება. კამათი დღემდე მიმდინარეობს. თუმცა, სოიო ნამდვილად მდიდარია იზოფლოვანებით – გენისტეინით და დაიძენით, ხოლო მისი ყლორტები გლიციტეინით.

სოიოს მარცვალი და კაკალი, ტექსტურირებული ვეგეტარიანული ცილები, ტოფუ, სოიოს რძე და სოიოს იოგურტი, ფერმენტული სოიოს სასმელი ტემპე, სოიოს ცილოვანი ფხვნილი – ყველა ეს პროდუქტი მცენარეულ ესტროგენს შეიცავს, რომლის ყოველდღიურ რაციონში ჩართვა ძალიან სასარგებლოა.

2. სელის თესლი

სელის თესლი შეიცავს ლიგანებს – ნივთიერებას, რომელიც უჯრედის რეცეპტორს უკავშირდება და ამა თუ იმ ბიოქიმიურ რეაქციას სტიმულირებს. ფიტოჰორმონის ხანგრძლივად გამოყენების შესახებ კვლევა ჩატარებული არ ყოფილა, მაგრამ ზეპირად შეიძლება ითქვას, რომ ის უსაფრთხოა ყველასთვის, ორსულების გარდა. განსაკუთრებით სასარგებლოა მენოპაუზის პერიოდში.

3. სვიას გირჩი

სვიას გირჩი ფლავონოიდებს შეიცავს, რომელიც ესტრადიოლის (ერთ-ერთი ესტროგენი) უკავშირდება და მსგავსი მოქმედება აქვს. 40 წლის შემდეგ სვიას გირჩს მენოპაუზის ნიშნების შესამცირებლად უნიშნავენ.

4. რძე და რძის პროდუქტები

არაჟანი, ხაჭო, ყველი შეიცავს მცენარეების ფიტოესტროგენებს, რომლითაც ძროხა იკვებებოდა. ობიანი ყველი სოკოს ხარჯზე დიდი რაოდენობით ფიტოესტროგენს შეიცავს, რომელიც პროდუქტს საკუთარი ჰორმონის მსგავსი ნივთიერებებით ამდიდრებს.

5. ძირტკბილას ფესვები

ძირტკბილას ფესვი იზოფლავონებს და სტეროიდებს შეიცავს. ქალის ორგანიზმზე მენოპაუზის პერიოდში დადებით გავლენას ახდენს. ღვიძლის მუშაობას არეგულირებს.

6. ბოსტნეული

ბოსტნეულს შორის ფიტოესტროგენებით ყველაზე მდიდარია ნიორი, იონჯას აღმონაცენები, გოგრის ზამთრის სახეობა, ზეითუნის ზეთი, სალათის ფურცლები და ზეთისხილი.

7. ორტილია

ესტროგენის წყაროს მიხედვით მცენარეებს შორის ორტილია გამოიყოფა. ხალხური მკურნალები ირწმუნებიან, რომ მის ნახარშს ქალის ორგანიზმზე დადებითი გავლენას აქვს. სპეციალისტები ორტილიას ჰორმონალური ფონის დასარეგულირებად ნიშნავენ.

ფიტოესტროგენების მიღება ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ჰორმონებზე სისხლის ანალიზს გაიკეთებთ. თუ ამას არ გააკეთებთ და სამკურნალო საშუალებას თვითნებურად მიიღებთ, შეიძლება ჰორმონალური დისბალანსი და მასთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავოთ.

როგორ დავიკლოთ 1 თვეში 20 კგ

ასაკთან ერთად სხეულის ფორმის მიუხედავად ყველაფერი იცვლება. თუმცა, ვინც სპორტით დაკავებულია და ჯანსაღ კვებას სათანადო დროს უთმობს, სიბერეში მოხდენილი სხეულის ფორმის ქონის უფრო დიდი შანსი აქვს.

სწრაფი შედეგი გსურთ? მაშინ ჩვენი რჩევა გაითვალისწინეთ, მაგრამ დიეტის დაწყებამდე ექიმთან კონსულტანციის გავლა არ დაგავიწყდეთ, რადგან ჯანმრთელობა სილამაზაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

2 კვირაში 10 კგ-ის დაკლება მსახიობის, მარია პოროშინოს დიეტის წყალობით შეძლებთ. მისი გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ადამიანს ძლიერი ნებისყოფა აქვს, რადგან ასეთი დიეტური რაციონის ორი კვირით დაცვა ძალიან რთულია.

მარია პოროშინოს დიეტის მენიუ

პირველი კვირის 1-ელი დღე

დიეტის პირველ დღეში მენიუში მხოლოდ 5 მოხარშული კარტოფილი და 3 მოხარშული კვერცხი შედის.

მე-2 დღე

1 ჭიქა კეფირი და 100 გრ ხაჭო.

მე-3 დღე

500 მლ კეფირი, 1 ლ ხილის წვენი და 2 ვაშლი.

მე-4 დღე

400 გრ მოხარშული ქათამი ან ძროხის ხორცი. შეუზღუდავი რაოდენობით უშაქრო ჩაი.

მე-5 დღე

დღის განმავლობაში ნებისმიერი სახის მსხალი ან ვაშლი (ნახევარი კილო) შეგიძლიათ მიირთვათ.

მე-6 დღე

3 მოხარშული კარტოფილი და 1,5 ჭიქა კეფირი ან ჩუმა-მაწონი.

მე-7 დღე

მხოლოდ 500 მლ კეფირი

მეორე კვირის 1-ელი დღე

250 გრ მოხარშული ძროხის ხორცი

მე-2 დღე

ბოსტნეულის სალათი და მოხარშული ძროხის ხორცი (150 გრ).

მე-3 დღე

2 ვაშლი, 2 ნაჭერი პური, 1 პორცია ძროხის ან ქათმის ხორცი (200 გრ).

მე-4 დღე

2 კვერცხი, მოხარშული ძროხის ხორცი (150 გრ), ასევე 150 გრ ჭვავის პური.

მე-5 დღე

3 მოხარშული კარტოფილი, 700 გრ ვაშლი და 500 მლ კეფირი.

მე-6 დღე

2 კვერცხი, 2 ახალი კიტრი, 300 გრ მოხარშული ქათმის ხორცი და შეუზღუდავი რაოდენობით უშაქრო ჩაი.

მე-7 დღე

2 მოხარშული კარტოფილი და 2 ვაშლი.

სასურველი რაოდენობით წონის დაკლება საქმის ერთი ნახევარია, მეორე ნახევარი კი – წონის შენარჩუნება და შედეგის დაფიქსირებაა. მარია პოროშინა გირჩევთ, დიეტის დასრულების შემდეგ რაციონში შემწვარი და ცხიმიანი პროდუქტები არ ჩართოთ, ასევე მარტივი ნახშირწყლებისგან თავი შეიკავოთ. საღამოს ექვსი საათის შემდეგ საკვების მიღება უნდა შეწყვიტოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.