Connect with us

სხვა

ფისტას ფასი – რატომ ღირს ფისტა ძვირი

ერთ-ერთი უძველესი თხილეულის სახეობაა. ბევრი ველურ პირობებში გაზრდილი ხეა შემორჩენილი კავკასიაში. ჩვენს დროში ამ მცენარის დიდ ნაწილს კულტივირებენ. ფისტას ყველაზე მსხვილი შემომტანი თურქეთია. ის პრაქტიკულად მსოფლიო ბაზრის ნახევარს მოიცავს.

ფისტა დიდი ხანია რაც ველური მცენარე აღარ არის. მისი პოვნა პრაქტიკულად ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება. მაგრამ ყველას უჩნდება კითხვა, რატომ არის ეს თხილი ასეთი ძვირი?!

რატომ ყიდიან ფისტას ნაჭუჭით

ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ასე უფრო ძვირი გამოდის. გამოთვლის მეთოდით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ ნაჭუჭი მისი წონის თითქმის 60%-ს შეადგენს. ამგვარად 500 გრამ ფისტაში – 290 გრამი უბრალოდ ნაჭუჭია.

ასეთი შეფარდება დაგვაფიქრებს ვიყიდოთ თუ არა პროდუქტი. განსაკუთრებით როცა მისი ფასი საკმაოდ მაღალია. როდესაც ფისტა სწორი კვების განყოფილებაში ხვდება და ისე მარკირდება როგორც ორგანული პროდუქტი, მისი ფასი ორმაგად იზრდება. ფასის ფორმირებაზე თხილის ზომა და დაფასოებაც მოქმედებს.

ასეთ ახსნას იძლევიან თავად მწარმოებლები

მყიდველს შეუძლია თავად გაარჩიოს ფისტა. ნაყოფის დამწიფებისას შიგთავსი შრება, ხოლო გარსი კი ორ ნაწილად სკდება. ფისტას მოსავლის აღების შემდეგ მათ ამარილებენ და ნაჭუჭთან ერთად ხალავენ. ეს დროისა და ფულის ეკონომიაა, რომელიც ნაჭუჭის მოცილებაზე უნდა დაიხარჯოს.

გაუღცეველი ფისტა უფრო მეტი ანტიოქსიდანტია. ყველა სასარგებლო ნივთიერების ძირითადი ნაწილი ნახევრად გამჭვირვალე და მშრალ გარსშია მოთავსებული. სანამ პროდუქტი მომხმარებლამდე მივა, ეს გარსი დასკდება და  აიქერცლება.

ძვირი ფასის მიზეზები

სინამდვილეში გარჩეული ფისტა უფრო ძვირი ეღირებოდა!!! ბევრი მომხმარებელი ამტკიცებს, რომ ნაჭუჭიანი ფისტა გაცილებით უფრო გემრიელია და თვითონ გარჩევის პროცესსაც დიდი სიამოვნება მოაქვს.

მოდით გავერკვიოთ თუ რა მოქმედეგს ფასის ფორმირებაზე:

  • ხეები ნაყოფის მოცემას მხოლოდ 7 – 10 წლის შემდეგ იწყებენ;
  • უხვი ნაყოფის მოცემა 2 წელიწადში ერთხელ ხდება
  • ერთი ხის მიერ მოცემული მაქსიმალური მოსავალი – 20 კილოგრამია
  • ხშირ შემთხვევაში ნაყოფის არება და გასუფთავება ხელით ხდება
  • შრობა მზის სხივების ქვეშ ხდება საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე

როგორც ვხედავთ, ფისტას წარმოების პროცესი ძალიან შრომატევადია. დაუმატეთ ვიტამინები მაღალი შემცველობა და მისი მაღალი ფასის მიზეზსსაც მიხვდებით.

ასეთი მაღალი ფასის ქონის მიუხედავად ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ფისტას შეძენას, მისი გარჩევის პროცესი კი უკვე დიდი ხანია გარკვეულ რიტუალად გვექცა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.