Connect with us

ჯანმრთელობა

ფეტა: მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი ყველი, რომელზეც არავინ საუბრობს

ყველი ფეტა, თავისი მარილიანობისა და სირბილის გამო, უნიკალურია. იგი მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი ყველია. მის შემადგენლობაში შედის B ჯგუფის ვიტამინი, A ვიტამინი, რკინა, ფოსფორი, თუთია. ნამდვილი ფეტას ყველი საბერძნეთის მხოლოდ რამდენიმე რეგიონში მზადდება ცხვრის რძისგან.

ფეტას სასარგებლო თვისებები

1. მარტივად ათვისება

ცხვრის რძე შეიცავს ნაკლებ ლაქტოზას. ამიტომ, თუ ლაქტოზის მონელების პრობლემები გაქვთ, თამამად მიირთვით ეს ყველი.

2. ჰისტიდინი

ესაა ამინომჟავა, რომელიც აუცილებელია ნერვული უჯრედების დასაცავად და ტვინის სწორად ფუნქციონირებისთვის. ჰისტიდინს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები და ანთებისსაწინააღმდეგოა თავისი ბუნებით.

3. დიდი რაოდენობით ცილა

ცილას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კუნთოვანი მასის გასაზრდელად. ხოლო 100 გ ფეტა შეიცავს 14 გ ცილას. სწორედ რძის ცილა ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის რისკს.

4. კალციუმი

ჩვენ ვიცით, რომ კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლებისა და კბილებისთვის. 30 გ ფეტა შეიცავს კალციუმის დღიური ნორმის 14%-ს. ამასთან, იგი მნიშვნელოვანი რაოდენობით D ვიტამინსაც შეიცავს, რომელიც აუცილებელია ზემოხსენებული მიკროელემენტის ათვისებისთვის.

5. A ვიტამინი

ყველი ფეტა დიდი რაოდენობით ცხიმხსნად A ვიტამინს შეიცავს. თუმცა, ყველაფერში მნიშვნელოვანია ზომიერება. ფეტა შეიცავს დიდი რაოდენობით ნატრიუმსა და ბევრ მარილს, რომელიც ჰიპერტონიასა და კალიუმის დეფიციტს გამოიწვევს.