Connect with us

საკითხავი

ფერმერმა გამიზიარა საიდუმლო, თუ როგორ შევინახო ახალი მარწყვი რაც შეიძლება დიდხანს

მარწყვის სეზონი დაიწყო და რთულია იპოვოთ ადამიანი, რომელსაც ეს ტკბილი და გემრიელი კენკრა არ უყვარს.

მარწყვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით, ფოლიუმის მჟავით, კალიუმით, მანგანუმით, უჯრედისით და მაგნიუმით.

მას შეუძლია მხედველობის და ტვინის ფუნქციის გაუმჯობესება, არტერიული წნევის შემცირება, ართრიტის და პოდაგრას დროს ტკივილის შემცირება. მარწყვი იმუნურ სისტემას აძლიერებს.

როგორც ნებისმიერი კენკრა, მარწყვი ძალიან მალე ფუჭდება.

აი, რა უნდა გააკეთოთ, რომ მისი გემოთი რაც შეიძლება დიდხანს ისიამოვნოთ.

აიღეთ:

  • თეთრი ძმარი
  • წყალი
  • საწური

ძმარი და წყალი პროპორციით 1:5 აურიეთ, კენკრა ამ ნარევში რამდენიმე წუთით დაალბეთ. შემდეგ გააშრეთ და კონტეინერებში გადაანაწილეთ.

ძმარი კენკრას ობის ნადებს და ბაქტერიებს მოაშორებს. ეს კენკრას დიდხანს შენარჩუნების საშუალებას მისცემს. მარწყვის კონტეინერის ძირში რამდენიმე ქაღალდის პირსახოცი ყოველთვის დააფინეთ.

აი, კიდევ რამდენიმე რჩევა, რომელიც მარწყვის დიდხანს შენახვის საშუალებას მოგცემთ:

  1. მარწყვი ღეროებიანად მანამდე შეინახეთ, სანამ მის ჭამას არ გადაწყვეტთ;
  2. ყველა დამპალი კენკრა აუცილებლად მოაშორეთ;
  3. მარწყვი მშრალ, ჰერმენტულად თავდახურულ კონტეინერში შეინახეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.