Connect with us

საკითხავი

ფენ-შუის მიხედვით, ყოველ ფერს თავისებური სამკურნალო ძალა აქვს

ფერი – ეს ურთიერთობის მძლავრი ინსტრუმენტია. იგი გავლენას ახდენს განწყობაზე და იწვევს ემოციებს, ფსიქოლოგიურ რეაქციებსა და გარკვეულ ქცევებსაც კი.

არადროს დაფიქრებულხართ, რატომ იმოსებით ხან წითელში, ხანაც – ცისფერში? ან, რატომ გრძნობთ ერთ მეგობართან სახლში თავს ენერგიულად, სხვებთან კი – დაღლილად?

ფერები ნამდვილად ახდენენ გავლენას ადამიანებზე და ეს მეცნიერულადაც დამტკიცებულია. ერთმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ წითელი თეფშებიდან ადამიანები უფრო ნაკლებს მიირთმევენ, ხოლო მეორე კვლევით გაირკვა, რომ სტუდენტები უფრო ცუდად უმკლავდებიან ტესტებს, თუ მათ მანამდე წითლად გაფორმებულ ოთახში შეიყვანთ. კიდევ ერთმა უახლესმა კვლევამ ერთ მოულოდნელ ფაქტს აჰხადა ფარდა: ქუჩის ლამპიონები, რომლებიც ცისფერ შუქს ანათებს(განსხვავებით თეთრი ან ყვითელი ფერებისგან), რაიონში კრიმინალს ამცირებს.

აი, რას ნიშნავს ფერები ფენ-შუის მიხედვით და როგორ უნდა გამოიყენოთ ისინი ცხოვრებაში.

1. თეთრი

თეთრი ფერი სრულყოფილების, ჰაეროვნებისა და სისუფთავის სიმბოლოა. ამ ფერმა გაიერთიანა სხვა ფერების მთელი სპექტრი. იგი ასოცირდება სიმსუბუქესთან, ღვთაებრიობასთან და კეთილისმოქმედებასთან.

თეთრი ფერი წმენდს ენერგეტიკას. ამ ფერში შეგიძლიათ შეღებოთ მუქი ოთახები – იგი მათ სიახლისა და სისუფთავის შეგრძნებას მიანიჭებს. ჩაიცვით თეთრი ფერი, რათა ადამიანები უკეთ მოხიბლოთ.

2. შავი

შავი ფერი მისტიური და ამოუცნობია, ყველაფერი შეუცნობლის, იდუმალის, ფარულისა და უკუნის სიმბოლო. შავი უყვართ ძლიერ, მშვიდ, ამაყ ადამიანებს. შავი ტანსაცმელი გემოვნებასა და ავტორიტეტულობას აღნიშნავს. ფენ-შუიში ეს ფერი წყლის სტიქიის სიმბოლოა და ოთახს ამიწებს.

3. წითელი

წითელი – ვნებისა და ცხოვრებისეული ენერგიის ფერია. იგი აღაგზნებს, ასტიმულირებს და აძლიერებს ვნებას. ბუნებაში წითელი ფერი მეორე სქესის ცხოველების ან მწერების მისაზიდავად გამოიყურება. ადამიანთა სამყაროშიც – წითელში ჩაცმული ქალი იზიდავს მამაკაცებს.

წითელი ააქტიურებს და ათბობს, იქცევს ყურადღებას, თუმცა, ამავდროულად, საფრთხის შესახებაც აფრთხილებს. ეს ფერი რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ სხეულის ტემპერატურის მომატება და სისხლის მიმოქცევის სტიმულირება გსურთ.

4. ლურჯი

ლურჯი – შთაგონებისა და სურვილების ახდენის, სამართლიანობისა და ერთგულების ფერია. ოთახებში მოერიდეთ ამ ფერის კედლებს, თორემ ისეთი შეგრძნება გაგიჩნდებათ, თითქოს სახლის კედლები თქვენ გაწვებათმ რისგანაც დისკომფორტისა და თავდაუჯერებლობის შეგრძნება ჩნდება.

ლურჯი ფერის ტანსაცმელი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაიცვათ, თუ სერიოზულ და ხელმიუწვდომელ ადამიანად გინდათ გამოჩენა.

5. ყვითელი

ყვითელი გვეხმარება გონებრივი სამუშაოს დროს და აუმჯობესებს ინფორმაციის ათვისების უნარს. ყვითელი, ასევე, სასარგებლოა თავდაუჯერებელი და მორცხვი ადამიანებისთვისაც, იგი აღვიძებს ცხოვრებისადმი სიყვარულს.

ძალიან ინტენსიუტი ფერი ასტიმულირებს აგრესიასა და ფრუსტრაციას. ყვითელ ოთახებში ბავშვები უფრო მეტს ტირიან, ხოლო ყვითელ საძინებელში მეტი კამათი ხდება.

6. მწვანე

მწვანე – ესაა ჰარმონისაა და გაწონასწორებულობის ფერი. იგი ემოციური ურთიერთობებისა და სიყვარულისთვის გვამზადებს. აქვს დამამშვიდებელი გავლენა ნერვულ სისტემაზე და ახშობს აღგზნებას.

მწვანე ფერი – ახალი ცხოვრების დასაწყისისა და ბალანსის სიმბოლოა. იგი უხდება ნებისმიერ ოთახს. ტანსაცმელში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეგიძლიათ გამოიყენოთ.

7. იისფერი

იისფერი უმაღლესი სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულის ფერია. ეს ძლიერი ფერი ასტიმულირებს ინტუიციას, შეგრძნებებსა და მხედველობის ორგანოს. იისფერი – კარგი დამხმარეა სულიერი და ფიზიკური ძალების დაბალანსებისთვის.

ტანსაცმელში ეს ფერი მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, როცა ინტელექტუალური და მოწესრიგებული პიროვნების შთაბეჭდილების შექმნა გსურთ.

8. ნარინჯისფერი

ეს კრეატიული, ოპტიმისტური, მუდმივად მოქმედებისკენ მომწოდებელი, თავისუფლების ფერია. ნარინჯისფერი ადამიანს ათავისუფლებს შიშის, დეპრესიისა და ცუდი განწყობისგან. ასევე, საშუალებას აძლევს შესაძლებლობების გამოვლენისა.

9. ვარდისფერი

ვარდისფერი სიწმინდის, ქალურობის, ზრუნვის, სექსუალობის, სიყვარულისა და ფიზიკური სისუსტის სიმბოლოა. ეს ფერი დამამშვიდებელ გავლენას ახდენს და ციხეებშიც კი გამოიყენება, პატიმრების დასამშვიდებლად. ესაა თვითაღქმის, თვითმიღებისა და თვითპატიების ფერი.

10. ნაცრისფერი

ეს ნეიტრალური ფერი სავსეა გამწმენდი და ბალანსის ენერგიით. გარშემო მისი არსებობა გაძლევთ კონცენტრირების საშუალებას – ნაცრისფერი ამშვიდებს. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სიმშვიდიდან მოწყენამდე ერთი ნაბიჯია, ამიტომ გააზავეთ ნაცრისფერი ფერადი აქცენტებით.

11. ყავისფერი

ყავისფერი აღნიშნავს სერიოზულობას, საიმედობას, სითბოს, ბუნებას, უბრალოებასა და იუმორს. ფენ-შუიში მუქი ყავისფერი ხის სიმბოლოა, ხოლო ღია – მიწის. იგი ძალიან მყუდრო ფერია, ხოლო თუ ზედმეტი მოგივათ, ამბიციების უკმარისობას გამოიწვევს.