სხვა
უძველესი ცრურწმენები. ნიშნები რომლებიც ბედნიერების მოახლოვებაზე მიგვანიშნებენ
ცრურწმენები ოდითგანვე არსებობდა, ისინი თანდათან გროვდებოდა და უმეტესმა მათგანამა ჩვენამდეც მოაღწია. ცრურწმენების მიხედვით უამრავი კარგი და ცუდი მოვლენების მომასწავლებელი ნიშნები არსებობს. გირჩევთ ცუდ ნიშნებზე არ ჩაიციკლოთ დადებით ნიშნებს კი ყურადღებაც მიაქციოთ და თან დაიჯეროთ რომ ახდება, რადგან ის რისიც გვჯერა – ნამდვილად ხდება!
- ზოგიერთი ძველი ცრურწმენა ახლა უკვე აღარ გამოგვადგება, მაგალითად “თუ გზაზე სამ ცხენ შებმული ეტლი შეგხვდა…”, თუმცა ბევრი მათგანი თანამედროვეობაშიც გამოსადეგია.
- ლამაზი ცისარტყელის დანახვა ბედნიერებას მოასწავებს, ორმაგი ცისარტყელის დანახვა კი ორმაგ ბედნიერებას. ეს არა მხოლოდ ლამაზი და წარმტაცი სანახაობაა არამედ განსაკუთრებით ბედნიერი და იშვიათი მოვლენაა. თუ ცისარტყელაში გავლას მოახერხებთ, ნიშნავს, რომ თქვენი სანუკვარი ოცნება ასრულდება. ჩაიფიქრეთ სურვილი, აჯობებს ის რაიმე არამატერიალურს ეხებოდეს, მაგალითად: ჯანმრთელობას, სიყვარულს და ა.შ. გჯეროდეთ, რომ თუ ამ სურვილის ჩაფიქრების შემდეგ ცისარტყელის ქვეშ გაივლით თქვენი სურვილი აუცილებლად ასრულდება.
- თუ სახლში ჭიანჭველები მოგიმრავლდათ ნუ განრისხდებით. ეს ძალიან კარგი ნიშანია, ეს ნიშნავს, რომ ფული თქვენს სახლში ჯადოსნური გზით დაიწყებს შემოდენას.
- თუ მტრედმა ან სხვა ჩიტმა სამოსი ან მანქანა დაგისვარათ, გიხაროდეთ, ეს ფულის შემოდინებას ნიშნავს. ბევრი ადამიანი ამტკიცებს, რომ ეს უტყუარი ნიშანია. თუ სახლში ობობა დაინახეთ ნუ მოკლავთ, ის თქვენს სახლს ბუზებისგან და უბედურებებისგან დაიცავს. იცხოვროს თქვენს სახლში, ისიც კარგად იქნება და თქვენც.
- ბევრი ნიშანი ადამიანის სხეულის ნაწილებთან არის დაკავშირებული. მაგალითად თუ მარცხენა ხელის გული გექავებათ – მალე ფულს მიიღებთ. ხელისგული ჯიბეზე მოიფხანეთ, ეს ფულს მიმართულებას მისცემს და მისი ლოდინი დიდხანს აღარ მოგიწევთ.
- თუ გოგონას ცხვირზე მუწუკი გაუჩნდა არ უნდა განაწყენდეს, პირიქით, ეს ძალიან სასიხარულო მოვლენაა. ცრურწმენის მიხედვით ეს ნიშნავს, რომ გოგონია ვიღაცას შეუყვარდება. ცხვირზე ამოსული მუწუკი მიგვანიშნებს, რომ სასიამოვნო ცვლილებებსა და სასიამოვნო გაოცებასაც უნდა ველოდეთ.
- თუ ჭამის წინ დაგაცემინათ, ეს ნიშნავს, რომ სასიამოვნო ახალ ამბებს უნდა ელოდეთ.
- ადამიანს რომელსაც სხეულზე ბევრი ხალები აქვს ბედნიერი იქნება. თუ ხალები ხელებზე, ზურგზე ან მკერდზე გაქვთ იცოდეთ, რომ თქვენი ცხოვრება ბედნიერი მოვლენებით იქნება სავსე.
- თუ გოგონას მარცხენა მკერდი ექავება ამბობენ, რომ მას რჩეული დიდი სიყვარულით იხსენებს და ენატრება ის.
- ცხვირის ქავილი დიდ მხირაულებაზე მიგვანიშნებს.
- თუ მარჯვენა წარბი გექავებათ – ეს რომანტიულ შეხვედრაზე მიგვანიშნებს.
- საყოფაცხოვრებო მოვლენებიც მიგვანიშნებენ ამა თუ იმ მოვლენებზე.
- კარგი ნიშანია თუ შემთხვევით შაქარი დაგეყრებათ. ეს ნიშნავს, რომ თქვენთან ტკბილი ცხოვრება, კეთილდღეობა და სიმდიდრე მოვა. რაც უფრო მეტი შაქარი დაიყრება მით მეტ ფულს უნდა ელოდეთ.
- თუ გოგონამ კერვის დროს თითში ნემსი შეირჭო ეს ნიშნავს, რომ მას მალე შეაქებენ და კომპლიმენტებს ეტყვიან.
- თუ მაგიდიდან კოვზი ან ჩანგალი გადაგივარდათ, ეს ნიშნავს, რომ სტუმარი გეწვევათ. დანის ჩავარდნა კი სასიამოვნო მამაკაცის სტუმრობაზე მიგანიშნებთ. თუ სტუმრების მიღება არ გსურთ, მაშინ ჩავარდნილი კოვზით (დანა, ჩანგალი) მაგიდაზე მსუბუქად დააკაკუნეთ.
- თუ საკვებში ან სასმელში ბუზი ჩავარდა, ნიშნავს, რომ სასიამოვნო საჩუქარი გელით.
- მაგიდიდან ვაშლის გადაგორება ბედნიერებასა და რომანტიულ შეხვედრაზე მიგვანიშნებს. დაოჯახებულებისთვის კი მეუღლესთან ჰარმონიულ თანაცხოვრებას ნიშნავს.