Connect with us

სახლი და დიზაინი

უბრალო საჭმელი სოდა იდეალური სისუფთავის შეუცვლელი და იაფი დედოფალია. გთავაზობთ მისი გამოყენების 22 ხერხს

საჭმელი სოდა შესანიშნავი გამაფხვიერებელია, რომელსაც ყველაზე ხშირად ცომის მოსაზელად იყენებენ, თუმცა მისი თვისებები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. საჭმელი სოდა ნამდვილი საგანძურია პირადად ჩემთვის, რომელიც არაერთი საყოფაცხოვრებო პრობლემის სწრაფად და მარტივად გამკლავებაში მეხმარება. ის ნამდვილი ოქროა, თუ რატომ, ამის შესახებ დეტალურად გიამბობთ დღევანდელ სტატიაში.

სოდა სახლის დასალაგებელი უნივერსალური ხალხური საშუალებაა. მისი დახმარებით პრაქტიკულად ყველაფერს რეცხავენ და ასუფთავებენ. სოდა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, ალერგიას არ იწვევს, სუნს არ ტოვებს, იაფი ღირს და ყველაზე ჩამჯდარს ჭუჭყსაც კი შესანიშნავად აშორებს.

ამას სოდის გამოყენების 22 მეთოდი დაგიმტკიცებთ. უბრალოდ რამდენიმე ყუთი სოდა შეიძინეთ და ჭუჭყი ვერ შეგაშინებთ.

სოდით წმენდა

1. ძველი გადასაკრავი

სოდა თბილ წყალში გახსენით და ამ საშუალებით დაამუშავეთ ავეჯი, რომლის გადასაკრავიც დასვრილია და უსიამოვნო სუნი ასდის. 15 წუთის შემდეგ მტვერსასრუტით გადაწმინდეთ და მიღებული შედეგით დატკბით.

2. ჩაიდანი

სამზარეულოს ჭურჭლებიდან ჩაიდანი შიგნიდან ყველაზე ხშირად ჭუჭყიანდება. ამის მიზეზი შეიძლება წყლის ხარისხი იყოს ან ის, რომ ხშირად მის შიგნით არ იყურებით.

ჩაიდნის გასაწმენდად და ნადების მოსაშორებლად ყველაზე მარტივი და მისაღები მეთოდი – ჩვეულებრივი საჭმელი სოდით დაამუშავეთ.

ჩაიდანი სუფთა წყლით აავსეთ, წყალს 1 ს/კ სოდა დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ, ამის შემდეგ დაბალ ცეცხლზე 30 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ჩაიდანი გარეცხეთ, კვლავ წყლით აავსეთ და აადუღეთ, რომ სოდის ნარჩენები კარგად მოაშოროთ.

3. ცხიმიანი ტაფა

ჭურჭლის სარეცხი საშუალება საკვებ სოდას აურიეთ და ამ ნარევით ცხიმიანი ტაფა გარეცხეთ. ცხიმი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გაქრება.

4. ვერცხლის ნაკეთობა და სუფრის აქსესუარები

თუ ვერცხლის სამკაულმა ბზინვარება დაკარგა, ქვაბის ძირში ფოლგა ჩადეთ, მასზე 60 გრ სოდა დაყარეთ, 1 ლ ცხელი წყალი დაასხით და შიგნით სამკაული ჩადეთ. ამის შემდეგ ცეცხლზე დადგით.

დაბალ ცეცხლზე 15 წუთით ადუღეთ. უკვე 3-4 წუთში დაინახავთ, რომ ლითონი უფრო ღია ხდება. სოდით გაწმენდის შემდეგ ვერცხლი თავდაპირველ ბზინვარებას დაიბრუნებს.

5. ფეხსაცმელი

ჩვეულებრივი საჭმელი სოდა ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნის პრობლემას შესანიშნავად გაუმკლავდება. ყველაზე უკეთ ტყავის ფეხსაცმელებსა და ბოტებზე მოქმედებს, მაგრამ შეგიძლიათ კეტებიდან და ბოტოსებიდან სუნის მოსაშორებლად გამოიყენოთ.

ამისთვის მცირე რაოდენობის საკვები სოდა აიღეთ და ფეხსაცმელში ჩაყარეთ. 1 საათით გააჩერეთ, შემდეგ სოდა მოაშორეთ. სუნის კვალიც კი არსად დარჩება.

6. საჭმლის კონტეინერები

ისინი საკმაოდ სწრაფად ბინძურდება. სწორედ ამიტომ განაახლეთ ღრუბელზე მოყრილი სოდის დახმარებით ან ყველაზე ჩამჯდარი ლაქები სოდის და თბილის წყლის პასტით გაწმინდეთ.

7. ბინძური მაცივარი

თუ მაცივარში უსიამოვნო სუნი გაჩნდა, მის მოშორებას სოდის დახმარებით შეძლებთ. სოდით მაცივრის ყველა კედელი და თარო გაწმინდეთ. ასევე ცოტა ფხვნილი ღია ჭურჭელში ჩაყარეთ და თაროზე ცოტა ხნით დატოვეთ.

8. ხილი და ბოსტნეული

მაღაზიაში შეძენილ პროდუქტებზე ცვილის ნადების მოსაშორებლად თბილ სოდიან წყალში გარეცხეთ.

9. სამზარეულოს ყველა ზედაპირი

პრაქტიკულად, სამზარეულოში ყველა ბინძური ლაქა სოდის დახმარებით შეგიძლიათ მოაშოროთ. სოდისა და წყლის ნარევით უსაფრთხოდ და ეფექტურად გაწმენდთ სამუშაო მაგიდის ზედაპირს, უჟანგავი ფოლადის ნიჟარას, მიკროტალღურ ღუმელს, გაზს და სამზარეულოს მოწყობილობას.

10. სამზარეულოს ღრუბლები

რამდენიმე დღიანი ინტენსიური გამოყენების შემდეგ სამზარეულოს ღრუბელი სუნს და ჭუჭყს იწოვს, გარეგნულად შეუხედავი ხდება. მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ, თუ მას თბილი წყლის და სოდის ხსნარში ჩადებთ. გახსოვდეთ, რომ ხანგრძლივი დროით მომსახურების გაგრძელებას ვერ შეძლებთ – ღრუბელი ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ უნდა გამოცვალოთ.

11. შინაური ცხოველების საწოლი

საწოლიდან სუნის გაქრობა ძალიან მარტივია: საკმარისია სოდა მოაყაროთ, 15 წუთი დაელოდოთ და მტვერსასრუტით კარგად გაწმინდოთ.

12. სანაგვე ყუთის სუნი

პაკეტის ძირში 1 კოვზი სოდა ჩაყარეთ, ან ზემოდან მოაყარეთ. საჭმელი სოდა ბუნებრივი მშთანთქველია, ის უსიამოვნო სუნს გაუმკლავდება და თქვენ სანაგვე ყუთის გახსნისას სუნთქვის შეკავება არ მოგიწევთ.

13. ჩაასხით ნიჟარაში

ნიჟარის მილიდან არც თუ ისე სასიამოვნო სუნი ამოდის, ან მან ბუყბუყი, წყლის დაგუბება დაიწყო? პირდაპირ შიგნით 1 ჭიქა სოდა თამამად ჩაყარეთ, შემდეგ ნახევარი ჭიქა ძმარი დაასხით.

ზემოდან მჭიდრო სალფეთქი დააფარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილი ფეიერვერკი იქნება. სახიფათო არაა, საკმარისია 5 წუთით დაელოდოთ. ამის შემდეგ ცხელი წყალი ჩართეთ და ჩარეცხეთ.

14. ძველი სათამაშოები

ცხოველები სოდიან წყალში დასველებული ჯაგრისით გაწმინდეთ.

15. ნახატები კედლებზე

თუ ბავშვებმა ცოტა ხნის წინ შეღებილი კედლები მოხატეს, მათი მოშორება სველი ღრუბლით და საკვები სოდით სცადეთ, ოდნავ გახეხეთ.

16. ობი აბაზანაში

ობი შეიძლება მცირე ლაქით დაიწყოს და ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში სწრაფად გახდეს. სახლის პირობებში მარტივი, იაფი და ეფექტური ობის მოსაშორებელი საშუალება გააკეთეთ. ამისთვის მხოლოდ ცხელი წყალი, სოდა და სარეცხი ფხვნილი დაგჭირდებათ.

რამდენიმე ს/კ სოდა და 1 კოვზი სარეცხი ფხვნილი 1 ჭიქა ცხელ წყალს დაუმატეთ, კარგად აურიეთ. შემდეგ ძველი კბილის ჯაგრისი ამ ხსნარში დაასველეთ და ზედაპირს ობი მოაშორეთ. ამ მეთოდით ფილებს შორის ჩამჯდარ ჭუჭყსაც მოაშორებთ.

17. რეცხვა

თეთრეულის ყოველი რეცხვის დროს ცოტა სოდა დაუმატეთ და ფერადი ტანსაცმელი კიდევ უფრო კაშკაშა გახდება, ხოლო თეთრი ქათქათა. ამასთან სოდა წყლის სიხისტეს აბალანსებს და მანქანის დაცვას უზრუნველყოფს. სარეცხი მანქანის სოდით წმენდა მისი მომსახურების ვადას გაახანგრძლივებს, ნადებს და სუნს მოაშორებს.

18. ხალიჩები

ხალიჩების სწრაფად და მარტივად გაწმენდას სოდის დახმარებით შეძლებთ. ამისთვის ხალიჩას სოდა მოაყარეთ, შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ. ამასთან სოდა უსიამოვნო სუნს გააქრობს.

19. გრილის ცხაურა

მისი წყალში დასველება არ ღირს. ჯერ გააგრილეთ, სოდა მოაყარეთ და ამის შემდეგ ღრუბლით ან ფოლგის ბურთით მშრალი წმენდა დაიწყეთ. როგორც ვარიანტი, ცხაურას სოდა მოაყარეთ და გაწმინდეთ.

20. ცხოველების ფიტული

თუ ცხოველის ფიტული გაქვთ, ზუსტად გეცოდინება, რომ ის იდეალური მტვრის დასაგროვებელი ადგილია. მათ გაწმენდას სოდით შეძლებთ. ამისთვის ფიტული შესაბამის პლასტმასის ყუთში მოათავსეთ, 1 ჭიქა სოდა ჩაყარეთ, სუფთა ჰაერზე გადით, პაკეტს მჭიდროდ დაახურეთ და კარგად შეანჟღრიეთ.

საკვები სოდა ჭუჭყს და მტვერს გარეთ გამოიტანს. ამის შემდეგ დაბალ სიძლიერეზე და უსაფრთხო დისტანციიდან ფიტული მტვერსასრუტით გაწმინდეთ.

21. თეთრეული

როგორც მაცივრის თაროების შემთხვევაში, გახსნილი სოდის ყუთი თქვენი პირსახოცების და თეთრეულის სუნის პრობლემას გააქრობს. საკვები სოდა უსიამოვნო სუნს ადვილად შთანთქავს.

22. მიმწვარი უთო

რეზინის ჯიუტი ნაკვალევი, მიმწვარი ტანსაცმელი და ნადები შეგიძლიათ სოდის დახმარებით შეგიძლიათ მოაშოროთ. 2 ჩ/კ სოდა მცირე რაოდენობით წყალს და 9%-იან ძმარს აურიეთ, რომ პასტა მიიღოთ. პასტა ოდნავ გაცხელებულ უთოს ძირს წაუსვით და ჩვრით გაწმინდეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.