Connect with us

ჰოროსკოპი

ტყუპები პირად ცხოვრებას დაალაგებენ. რა სიახლეები ელით ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმოამდგენლებს

ამ აურზაურში ტყუპებმა ავიანთი ენერგია შეიძლება წვრილმანებს შეალიონ ეს კი არც ისე სწორი ქმედებაა!

თავი მოარიდეთ ახალი საქმეების დაწყებას სანამ დაწყებულ საქმეებს არ დაასრულებთ. ნუ მიყრით დაუსრულებელ საქმეებს! წინასწარ დაგეგმეთ გეგმები და დაისახეთ მიზნები, კარგად განსაზღვრეთ მათი მიღწევის გზები და ნუ გადაუხვევთ არჩეული კურსიდან. იყავით დისციპლინირებული და თანმიმდევრული, ამ შმეთხვევაში ვარსკვლავებიც თქვენს მხარეს იქნებიან!

კარგი იქნება თუ გარემოს შეიცვლით, ამიტომ სამსახურში თუ მივლინებაში წასვლა შემოგთავაზეს უარს ნუ იტყვით. გარემოს შეცვლა დაგეხმარებათ სწრაფად აღიდგინოთ ძალები, გარდა ამისა მივლინებაში ახალი ნაცნობობის გაჩენის შანსი საკმაოდ დიდია.

ტყუპების საერთო მდგომარეობა საკმაოდ სტაბილური იქნება, თუმცა ზედმეტად ნუ გარისკავთ და უარი თქვით ექსტრიმზე რადგან დიდია ტრამვების მიღების რისკი. მოერიდეთ საჭესთან ჯდომას და ალკოჰოლის მიღებასაც.

რაც შეეხება პირად ურთიერთობებს: თუ ჰარმონიის შენარჩუნება გსურთ თავი დაანებეთ ინტრიგების ხლართვას და სიმართლის დაფარვას. იყავით მართალი როგორც თქვენი თავის, ასევე თქვენი ახლობლების წინაშეც.

ამ პერიოდში თქვენი შარმი იზრდება, სექსუალური თავგადასავლები კი თქვენს პრიორიტეტებს შორის პრიველ ადგილს დაიკავებენ. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, ის გიკარნახებთ თუ ვინ შეგეფარებათ პარტნიორად.

რაც შეეხება სამსახურს: დაძაბულობა ნელ-ნელა კლებულობს. გაგიჩნდებათ სამსახურის საქმეების დალაგების და შემოქმედებითი სამუშაოს დრო. შეძლებთ გააუმჯობესოთ თქვენი პოზიცია და ამაღლოთ პროფესიონალური რეპუტაცია. დროა კარიერულ ამბიციებსაც დაუფიქრდეთ, წინასწარ მონიშნეთ თქვენი კარიერული მიზნები, გამოავლინეთ აქტიურობა, აუმხილეთ უფროსობას თქვენი ორიგინალური იდეები, ამ პერიოდში დაწინაურების მართლაც დიდი შანსი გაქვთ.

ყურადღება მიაქციეთ დანახარჯებს, აამ პერიოდში შეიძლება იმაზე მეტი შემოგეხარჯოთ ვიდრე ვარაუდობდით!