Connect with us

ვიდეო

ტყის თხილის 6 უპირატესობა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მეცნიერულად დამტკიცებულია

თხილის შესახებ უფრო მეტის გაგება გსურთ? აი, რამდენიმე ძირითადი უპირატესობა, რის გამოც ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

1. მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია

როგორც ზეთოვანი კულტურების უმეტესობა თხილი ნახშირწყლებით, ცხიმებით და ცილებით მდიდარია. ზუსტად 30 გრ თხილიდან 170 კალორიას, 12 გრ ნახშირწყლებს, 12 გრ ცხიმებს და 4 გრ ცილებს მიიღებთ.

თხილის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ანტიოქსიდანტების და ანთების საწინააღმდეგო ბოჭკოების და ნივთიერებების შემცველობაა. ეს საკვები შეიცავს E, C და B6 ვიტამინებს, ასევე ისეთ მინერალებს, როგორიცაა რკინა, მაგნიუმი, სპილენძი და მანგანუმი.

ასევე თხილი უჯერი ცხიმების და ომეგა-6, ომეგა-9 და ზეითუნის მჟავის მაღალი შემცველობით გამოირჩევა.

2. ანტიოქსიდანტებით მდიდარია

ეს კაკალი ანტიოქსიდანტების მნიშვნელოვანი წყაროა, რომელიც უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს, დაბერებაზე, სიმსივნესა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე პასუხისმგებელია.

მასში ფენოლური ნაერთები ყველაზე გავრცელებული ანტიოქსიდანტების ტიპია. ორგანიზმში ფენოლური ნაერთები ქრონიკული დაავადებებით წარმოქმნილი ინტენსიური ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. შედეგად ეს ნივთიერება სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებასა და გულის დაცვაში დაგეხმარებათ.

ამ ნაერთების უმეტესობა კაკლის ბირთვის დამცავ საფარშია, ამიტომ რეკომენდებულია საკვებში ნედლი თხილი გამოიყენოთ. შეწვის დროს ზოგიერთი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი შეიძლება დაიკარგოს.

3. ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს

სასარგებლო ცხიმების შემცველობის წყალობით თხილის მოხმარება ანთებით მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ერთ-ერთ კვლევაში ჭარბი წონის მქონე ადამიანებს 12 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად 60 თხილის ჭამას სთავაზობდნენ. პროგრამის ბოლოს, შედეგებმა ანთების შემცირება აჩვენა.

სხვა კვლევამ, რომელშიც მეტაბოლური სინდრომის მქონე 50 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ნედლი კაკლის ნარევის მოხმარების შემდეგ ანთების ნიშნები მცირდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ მხოლოდ თხილის მიღება ანთებით პროცესებს ვერ შეამცირებს. მათ ჯანსაღი კვება, ვარჯიში და მავნე ჩვევების უარყოფა უნდა შეუთავსოთ.

4. გულის სწორად მუშაობას ხელს უწყობს

კაკლის მოხმარება გულისთვის სასარგებლოა. ტყის თხილი განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან მასში ანტიოქსიდანტების და უჯერი ცხიმების მაღალი კონცენტრაცია შედის, რაც გულის სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

2013 წელს ჩაატარეს კვლევა, სადაც 21 ადამიანზე თხილის ყოველდღიური მოხმარების გავლენას აფასებდნენ. 4 კვირის შემდეგ ზოგადი ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და ცუდი ქოლესტერინის დონე შემცირდა.

უჯრედესით, ცხიმოვანი მჟავებით, კალიუმით და მაგნიუმით მდიდარი თხილი არტერიული წნევის ბალანსზე დადებით გავლენას ახდენს.

5. ორგანიზმს დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება

თხილში შემავალი ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები ორგანიზმს რიგი დაავადებების დროს ეხმარება.

თხილი ანტიოქსიდანტების გარკვეულ სახეობას შეიცავს, რომელიც ცნობილია როგორც პროანტოციანიდები. ისინი  სიმსივნის ზოგიერთ სახეობას აფერხებენ, ასევე მჟავე სტრესის დროს უჯრედების დაცვას უზრუნველყოფენ.

ასევე თხილი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც სიმსივნის გამომწვევი უჯრედების წინააღმდეგ მოქმედებს.

6. ნივთიერებათა ცვლას აბალანსებს

კაკალი შეიცავს თვისებებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას, ასევე სისხლში შაქრის დონეს აბალანსებს.

გლუკოზის დონეზე თხილის გავლენის შესახებ სამეცნიერო მონაცემები არ არსებობს. მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ ჭარბი ოლეინის მჟავა ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დროს სასარგებლოა.

დიაბეტით დაავადებულებზე ჩატარებულმა სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ოლეინის მჟავით მდიდარი დიეტა უზმოზე სისხლში შაქრის დონეს და ინსულინის დონეს ამცირებს.

თხილი, როგორც კაკლის სხვა სახეობები ალერგიულ რეაქციას იწვევენ.