Connect with us

ყვავილები

ტოპ 5 ყვავილი და მცენარე, რომლებიც სახლში სიყვარულს, ბედნიერებასა და წარმატებას იზიდავენ

1. ამ სიაში ნომერ პირველი ადგილი სპატიფილიუმს დამსახურებულად უკავია. ხალხში მას „ქალურ ბედნიერებას“ უწოდებენ.

ეს მრავალწლიანი მცენარე წარმოშობით სამხრეთ ამერიკის ტყიდანაა. მისი გაზრდა სირთულეს არ წარმოადგენს. მთავარია: სპატიფილიუმი ყოველდღე აუცილებლად მორწყათ, ხოლო გაზაფხულზე ახალ ნიადაგში გადარგოთ.

რისი მოცემა შეუძლია:

  • გაუთხოვარი ქალი თავის მეორე ნახევარს იპოვის;
  • ვინც ბავშვის გაჩენაზე ფიქრობს – დაორსულდება;
  • ოჯახში, სადაც „ქალური ბედნიერება“ იზრდება, ყოველთვის სიყვარული და ურთიერთგაგება სუფევს.

2. მეორე ადგილზე ძალიან ლამაზი ყვავილი მოხვდა ეგზოტიკური სახელწოდებით უზამბარის ია ან სენპოლია.

როგორც ყველასთვის ცნობილია, იას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მას ბევრი სინათლე არ უყვარს და ხისტ წყალს ვერ იტანს. მიუხედავად ამისა, ეს პრეტენზიული არსება ძალიან პოპულარულია.

ია ოჯახში მშვიდობის შენარჩუნებას ხელს უწყობს. ოჯახში უფრო ნაკლებად იჩხუბებენ. გარდა ამისა, ყვავილი მუდმივი სიყვარულის სიმბოლოა.

3. რეიტინგში მესამე ადგილას ფართოდ ცნობილი მცენარე – ჩინური ვარდი, ჰიბისკუსი, მოხვდა.

მისი ლამაზი და დიდი ყვავილები ყველას უყვარს. ჰიბისკუსი წარმოშობით ტროპიკებიდან არის, ამიტომ მას სითბო სჭირდება, ოღონდ 35 გრადუსზე მეტი არა. თუ სახლისთვის ჰიბისკუსს შეიძენთ, მალე ვნებიან სიყვარულს ელოდეთ.

4. ბედნიერების მომტან მცენარეებს შორის მეოთხე ადგილას ხოია, ცვილის სურო მოხვდა.

ამ ოთახის მცენარის ბევრი სახეობა არსებობს. მაგალითად, ხოია ჯერი, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში „ვალენტინობის“ დღეს, 14 თებერვალს ჩუქნიან. სახლში უფრო მშვენიერ ხოიას ან ხოია კარნოზას ზრდიან.

ხოია ოჯახურ ბედნიერებას მოგიტანთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას საძინებელში დადგამთ.

5. ოქროს შუალედს მირტი იკავებს.

ეს მარადმწვანე ბუჩქი პატარა, თეთრი ყვავილებით ყვავილობს. მას სილამაზის გარდა სამკურნალო თვისებები აქვს. თავად სიტყვა „მირტი“ ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „ბალზამი“.

ითვლება, რომ მირტი ქორწინებას წარმატებულს ხდის. ხოლო ოჯახში არსებობის დროს ბედნიერებას და მშვიდობას იზიდავს. ზოგიერთ ქვეყანაში ეს მცენარე ახალდაქორწინებულებისთვის საუკეთესო საჩუქრად ითვლება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.