Connect with us

ჯანმრთელობა

ტოპ-5 საუკეთესო პრობიოტიკი თქვენი ნაწლავებისთვის

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი პასუხს აგებს საკვების გადამუშავებასა და ორგანიზმის სასარგებლო ნივთიერებებით მომარაგებაზე. ამისათვის აუცილებელია ნაწლავების მიკროფლორის ჯანმრთელობის შენარჩუნება. წარმოგიდგენთ 5 პროდუქტს, რომლებიც ამ დავალებას საუკეთესოდ გაართმევს თავს.

1. კეფირი

მაწვნისგან განსხვავებით, ეს რძემჟავას პროდუქტი შეიცავს საფუარსა და სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავებში ჯანსაღი მიკროფლორის ფორმირებას. მრავალრიცხოვანი კვლევის მონაცემებით, ალერგიისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემების დროს, კეფირი ძალიან რბილად მოქმედებს და ორგანიზმს აჯანსაღებს.

2. მწვანე ბანანი

ადამიანთა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ ყვითელ და ლამაზ ბანანებს. თუმცა, მედიკოსები ირწმუნებიან, რომ უფრო მკვახე ნაყოფში დიდი რაოდენობით სახამებელი, უხსნადი ბოჭკოები, ვიტამინები და მინერალებია, რომლებიც უზრუნველყოფს ნაწლავების ნუტრიენტებით მომარაგებს მყარ ეფექტს. პრებიოტიკები და პრობიოტიკები, რომლებითაც ბანანი ასე მდიდარია, გამაჯანსაღებელ მოქმედებას მთელ ორგანიზმზე ახორციელებს.

3. კომბოსტოს მწნილი

როგორც ნებისმიერი სხვა, კომბოსტოს მწნილიც, დამჟავების პროცესში, ივსება უამრავი სასარგებლო ბაქტერიით. იმუნიტეტზე დადებითი გავლენის გარდა, სასარგებლო ნივთიერებების მთელი კოლონია ასტიმულირებს სეროტონინის, ბედნიერების ჰორმონის, გამოყოფას.

4. კარტოფილი

მომზადებული და გაციებული კარტოფილი – მყარი სახამებლის შესანიშნავი წყაროა. ასეთი ნივთიერება დაუყოვნებლივ აითვისება, თანდათან იხსნება, ნაწილდება წვრილი ნაწლავიდან მსხვილში და იქცევა სასარგებლო ბაქტერიების წყაროდ. გარდა ამისა, ეს სახამებელი აუმჯობესებს მხედველობას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

5. ნიორი

მიუხედავად თავისი მკვეთრი და უსიამოვნო სუნისა, ნიორი შეიცავს ანტიმიკრობულ, სოკოს საწინააღმდეგო და პრობიოტიკულ თვისებებს. მისი ყოველდღიური მოხმარება აჯანსაღებს ორგანიზმს, აუმჯობესებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უწყვეტ, ნორმალურ ფუნქციონირებას.