Connect with us

ჯანმრთელობა

ტოპ 10 ტუტე პროდუქტი, რომლებიც გასუქებას, ინსულტს და სიმსივნეს აფერხებენ

ტოპ 10 ტუტე პროდუქტი, რომლებიც გასუქებას, ინსულტს და სიმსივნეს აფერხებენ

რატომ გვაწუხებს ზედმეტი წონა? პროდუქტები, რომელთა გამოყენებას პრაქტიკულად ყოველდღიურად მიჩვეული ვართ და სასარგებლოდ მივიჩნევთ, ორგანიზმში მჟავე გარემოს ქმნის. შედეგად, ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება, ჩვენ წონაში ვიმატებთ და ხშირად სხვადასხვა სახის დაავადებისგან ვიტანჯებით. კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ არსებობს პროდუქტები, რომლებიც მჟავე-ტუტე ბალანსის დარეგულირებაში გვეხმარებიან. მათ ტუტე პროდუქტებს უწოდებენ.

ტუტე პროდუქტები მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით და სხვა ნაერთებით. თუ ამ პროდუქტების კვების რაციონს დაუმატებთ, არა მხოლოდ წონის დაკლებას შეძლებთ, არამედ უკვე ერთ კვირაში თავს ბევრად უფრო მხნედ იგრძნობთ.

ისპანახი

რით არის სასარგებლო ისპანახი? მასში ბევრი ანტიოქსიდანტი, ცოტა ქოლესტერინი და ცხიმი, საკმარისი რაოდენობის A, B6, C და K ვიტამინები, კალიუმი, თუთია, ნიაცინი, მაგნიუმი და კალიუმია. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ეს პროდუქტი მეხსიერებას აუმჯობესებს, გულის სხვადასხვა დაავადებას აფერხებს და ტვინის მუშაობას ასტიმულირებს.

ნესვი

მისი ნაყოფი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოა ნესვი ტუტე საკვების ნათელი მაგალითია, რადგან მასში დიდი რაოდენობით წყალი შედის. კვლევამ დაამტკიცა, რომ ნესვს ორგანიზმიდან ტოქსინები უფრო სწრაფად გამოაქვს, ვიდრე სხვა ცნობილი პროდუქტებს.

ყვავილოვანი კომბოსტო

ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის C ვიტამინით რომ უზრუნველყოთ, ერთი პორცია ყვავილოვანი კომბოსტოს მირთმევა საკმარისია. გაოცებული ხართ? სწორედ ყვავილოვანი კომბოსტო გულის ჯანმრთელობას ზრდის K ვიტამინის, კალიუმის, მანგანუმის და რიბოფლავინის შემცველობის წყალობით.

ლიმონი

C ვიტამინის გარდა, რომლის შესახებ ყველამ იცის, ლიმონი B6 და E ვიტამინებს, სპილენძს, რიბოფლავინს, თუთიას, კალციუმს და კალიუმს შეიცავს. ლიმონის წვენი ინსულტის რისკს ამცირებს და თირკმლებში ქვებსაც შლის. თუ მაღალი არტერიული წნევა ან ხშირი ყაბზობა გაწუხებთ, ლიმონი რაციონში აუცილებლად ჩართეთ.

ბანანი

ამბობენ, რომ გულის დაავადების მქონე ადამიანებმა ბანანი ყოველ დღე უნდა მიირთვათ. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ბანანი სისხლში შაქრის დონეს აბალანსებს, ორგანიზმს, მაგნიუმით, კალიუმით და B ჯგუფის ვიტამინებით ამარაგებს. ბანანი ხშირად შეიძინეთ!

ყურძენი

ანტიოქსიდანტების მაღალი კონცენტრაციის წყალობით ყურძენი მსხვილი ნაწლავის, ფილტვების, პანკრეასის და პირის ღრუს სიმსივნის წარმოშობის და განვითარების რისკს ამცირებს.

ზეითუნის ზეთი

ბოლო დროს, დიასახლისები მზესუმზირას ზეთზე უარს ამბობენ და ზეითუნის ზეთს ყიდულობენ. ეს მოდა კი არა, გონივრული არჩევანია. ზეითუნის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, ანტიოქსიდანტებით და ნახევრად გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებით. ხშირად გამოიყენეთ და გულის დაავადების რისკის შემცირებას შეძლებთ.

ავოკადო

რა თქმა უნდა, ავოკადოს ყოველდღე არ მივირთმევთ. მაგრამ თუ მისი შეძენა შეგიძლიათ, ასე გააგრძელეთ. ავოკადო შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს, ნახევრად გაუჯერებელ ცხიმოვან მჟავებს და უჯრედის. გულის მუშაობას აუმჯობესებს და ქოლესტერინის დონეს არეგულირებს.

სტაფილო

ჯერ კიდევ პატარაობაში მშობლები გვეუბნებოდნენ, რომ სტაფილო მხედველობისთვის სასარგებლოა. ამ ბოსტნეულს ბევრი უპირატესობა აქვს. ის შეიცავს რკინას, უჯრედისს, კალიუმს, A, B8, C და K ვიტამინებს, სტაფილო აზროვნების პროცესს აუმჯობესებს.

ბროკოლი

ბევრი რეცეპტი არსებობს, რომლებშიც ბროკოლი ბოლო ადგილს არ იკავებს. ეს ბოსტნეული გულის მუშაობას და ძვლების ჯანმრთელობას აუმჯობესებს. ქოლესტერინის დონეს ამცირებს და სიმსივნეს ებრძვის. რკინის გარდა, პროდუქტი მდიდარია უჯრედისით, სპილენძით, კალიუმით და B6, C, E და K ვიტამინებს.

როგორც მჟავე, ასევე ტუტე პროდუქტი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია. რომელიმე ერთის არჩევა და მეორეს უგულებელყოფა არასწორი გადაწყვეტილებაა. უბრალოდ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები რაციონს დაუმატეთ არა მხოლოდ წონაში დასაკლებად, არამედ ენერგიის დონის მოსამატებლად და განწყობის გასაუმჯობესებლად. შედეგი აუცილებლად გაგვიზიარეთ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.