ჯანმრთელობა
ტოპ 10 პროდუქტი მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად
მეტაბოლიზმი – ეს საკვების ენერგიად გარდაქმნის პროცესია. რაც უფრო მაღალია ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე, მით უფრო აქტიური და ენერგიული ხართ. შენელებული მეტაბოლიზმი სერიოზულ პრობლემებს იწვევს – დაღლილობას, ქოლესტერინის მაღალ დონეს, კუნთების მოდუნებას, კანის სიმშრალეს, წონის მატებას, სახსრების შეშუპებას, მტკივნეულ მენსტრუალურ ციკლს, დეპრესიას და შენელებულ გულის ცემას.
ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის სტიმულირება.
1. ლიმონი
ლიმონი ღვიძლიდან შლაკებს გამოდევნის და საკვების მომნელებელ სისტემას ასუფთავებს. ლიმონში არსებული ფერმენტები და C ვიტამინი ტოქსინებს იოლად გამოდევნის ორგანიზმიდან. ეს დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე.
გამოწურეთ წვენი ნახევარი ლიმონდან, შეურიეთ 1 ჭიქა თბილ წყალს და ყოველ დილით უზმოზე მიირთვით.
2. მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი ასტიმულირებს ნივთიერებათ ცვლას რადგან მასში ბევრი ანტიოქსიდანტები და პოლიფენოლებია. უკეთესი შედეგისთვის დღეში 2-3 ჭიქა მწვანე ჩაის მიღებაა რეკომენდებული.
3. კაიენის წიწაკა
კაიენის წიწაკა კაპსაიცინს შეიცავს, რომელიც დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე. ის ამაღლებს ცილების აქტივობას ცხიმოვან უჯრედებში რაც ცხიმების გათხელებას უწყობს ხელს. ეს ნიშნავს, რომ წიწაკა მოუხდება მათ ვისაც გახდომა სურთ.
4. გრეიფრუტი
გრეიფრუტი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც მეტაბოლიზმს აჩქარებს და ხელს უწყობს ცხიმების წვას. მასში შემავალი ნარინგენინი სისხლში ინსულინის დონეს ამცირებს, ახდენს შაქრის დონის ნორმალიზებას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებისა და გახდომისთვის მეტი გრეიფრუტი მიირთვით.
5. ვაშლი
ვაშლი განსაკუთრებით კი მწვანე ვაშლი, ასევე დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის დაჩქარებასა და ჭარბი წონის მოცილებაში. მასში ცოტა კალორია და ბევრი ხსნადი ბოჭკოა, ეს უკანასკნელი კი საკვების მონელებას და ნაწლავის სწორ მუშაობას უწყობს ხელს. მიირთვით ვაშლი, ის თქვენი ორგანიზმიდან ცხიმს გამოიტანს და მეტაბოლიზმს დააჩქარებს.
6. კოჭა
კიდევ ერთი ინგრედიენტი ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად – კოჭა. ის ოდნავ ამაღლებს ორგანიზმის ტემპერატურას, ეს კი მეტაბოლიზმის მატებაზე მიგავნიშნებს. კოჭა აფართოვებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ამ ყველაფერს კი სხეულის ტემპერატურის მატებასთან მივყავართ – შესაბამისად იმატებს მეტაბოლიზმის და ცხიმების წვაც.
7. შავი ყავა
ყავა კოფეინს შეიცავს – ის ცენტრალური ნერვული სისტემის ფსიქოაქტიური სტიმულატორია, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. კოფეინი ადენოზინს ბლოკავს და ამით – დოფამინისა და ნორეპირეფრინის გამომუსავებას აუმჯობესებს. ისინი აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას და სხეულიდან ცხიმები გამოჰყავთ. მიირთვით დღეში 2-3 ჭიქა ყავა დღეში.
8. დარიჩინი
დარიჩინი – უგემრიელესი საშუალებაა მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად და წონის დასაკლებად, რადგან ის ცოტა კალორიას შეიცავს, ასევე ბევრ ანტიოქსიდანტებს და ფიტოქიმიურ შენაერთებს, რომლებიც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას ასტიმულირებს.
А ტიპის პროცინიდინის შემცველობის წყალობით, დარიჩინი სისხლში შაქრის დონის სტაბილიზირებას ახდენს. სპეციალისტები გვირჩევენ ყოველდღიურად 1-3 გრამი (1/2 ჩაის კოვზი) დარიჩინი მივირთვათ – 20 დღის განმავლობაში. მისი გამოყენება ყოველ მეორე დღესაც შეიგიძლიათ, რადგან დარიჩინის ერთი მიღებიდან ეფექტი დღე-ღამის განმავლობაში რჩება.
9. ნუში
ნუში თქვენს სხეულს მეტი ენერგიის დახარჯვაში დაეხმარება. ის ბევრ კალორიებს შეიცავს მაგრამ მასში ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებიც შედის, რომლებიც კარგად ასტიმულირებენ ნივთიერებათა ცვლას. ცხიმოვანი მჟავები ჰორმონი ლეპტინის გამომუშავებას ამცირებენ. ლეპტინი მეტაბოლიზმს ანელებს. თუმცა არ ღირს ძალიან ბევრი ნუშის მირთმევა, საკმარისია დღეში უბრალოდ ერთი მუჭა ნუში მიირთვათ.
10. ბროკოლი
ბროკოლი – კალცის და C ვიტამინის წყაროა, რომელიც აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის სტიმულაციისთვის. კალცი უშუალოდ აჩქარებს მეტაბოლიზმს ხოლო ვიტამინი კი აუმჯობესებს კალცის ათვისებას.
ბროკოლი შეიცავს ფოლატს, საკვებ ბოჭკოს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, მაგნიუმს და C, K, B6 და B12 ვიტამინებს – ეს ყველაფერი კი ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში დაგეხმარებათ.
რეკომენდებულია ყოველდღიურად 100-150 გრამი უმი ან მომზადებული ბროკოლი მიირთვათ.