Connect with us

ჯანმრთელობა

ტკივილს წამებში აქრობს: სახსრების ანთების საწინააღმდეგო მალამოს რეცეპტი

აი, როგორი ისტორია მოვისმინე ჩემი ახლობლისგან: „ჩემი ბედი ისე წარიმართა, რომ ბაზრობაზე ღია დახლზე ვაჭრობა დავიწყე.

თოვლი, ქარი, წვიმა – ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე.

ერთხელ მუხლების სახსრები ძალიან ამტკივდა. რა საშუალება არ ვცადე, მაგრამ არაფერმა მიშველა. ტკვილი შიგნიდან მანადგურებდა. ალბათ, სახეზე ისეთი ტანჯვა მეწერა, რომ ერთმა მოხუცმა ქალმ ჩემგან ხილის ყიდვის დროს მკითხა, თუ რა მჭირდა.

მე ჩემი ტკივილის შესახებ ვუამბე. მან თანამიგრძნო და შემდეგი რამ მირჩია:

„ახლა 80 წლის ვარ. ოდესღაც ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა. მიუზიკლ-ჰოლში ვმუშაობდი. გასტროლები, რეპეტიციები, გამოსვლები…

დატვირთვა დიდი იყო, ამიტომ ზოგჯერ სახსრები მტკიოდა, მკურნალობის დრო კი არ იყო. სწორედ მაშინ ერთმა მსახიობმა მალამოს რეცეპტი მომცა: 1 ს/კ მშრალი მდოგვი, 1 ს/კ მზესუმზირას ზეთი, 1 ს/კ თაფლი. ყველაფერი აურიეთ და წყლის ორთქლზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე გაადნეთ. მიღებული ნარევი მტკივნეულ ადგილას შეიზილეთ.

შედეგად ყველას მხოლოდ ეს მალამო გვშველოდა, რადგან ყოველთვის ფორმაში უნდა ვყოფილიყავით. სწორედ ამიტომ, ამ საშუალებას გირჩევთ“.

საკუთარი ამბავი დაასრულა და ჩემმა მხსნელმა პირუეტი გააკეთა (80 წლის ასაკში!) და ჯანმრთელობა მისურვა. და მართლაც, ეს მალამო ნამდვილად დამეხმარა.“

მდოგვი არა მხოლოდ სახსრების სამკურნალოდ

ძველად მდოგვში სიმსივნის გასაქრობ, სახსრების და მყესების სამკურნალო თვისებებს ხედავდნენ. ითვლებოდა, რომ მდოგვის ფხვნილის მიღება გამჭრიახობას ზრდიდა.

ხალხურ მედიცინაში მდოგვის დახმარებით კურნავენ ცინგას, სასუნთქი ორგანოების დაავადებას, ფილტვების ტუბერკულოზს, რეკომენდებულია სექსუალური აქტივობის გასაზარდელად. კბილის ტკივილის დროს მდოგვის რამდენიმე თესლი დაღეჭეთ.

ჰომეოპათები მდოგვის დახმარებით ცხელებას, სურდოს, ზედა სასუნთქი გზების დაავადებას ებრძვიან. თუ გასტრიტი გაწუხებთ, რეკომენდებულია მდოგვის ფხვნილი ჭამამდე მიიღოთ და წყალი დააყოლოთ.

რეკომენდებულია პირველად 1 თესლი შეჭამოთ, მეორე დღეს 2 და ასე 20 ცალამდე გაზარდეთ. შემდეგ სრულ ამოღებამდე შეამცირეთ.

აუდიტორიასთან მუდმივი მუშაობის მქონე ხალხს ხმის კავშირების შესანარჩუნებლად ვურჩევთ დაქუცმაცებული მდოგვის თესლი თაფლთან ერთად (გემოვნებით) ყოველ დილით, ჭამამდე მიიღოთ.

მდოგვის და სელის თესლი ნაყენი შეშუპების გასაქრობად

ინგრედიენტები:

  • 40 გრ სელის თესლი
  • 5-7 გრ მდოგვის თესლი
  • 1 ლ წყალი

მომზადება:

  1. ნედლ თესლს წყალი დაასხით და 10 წუთით ხარშეთ.
  2. შემდეგ 1 საათით დააყენეთ.

გამოყენება:

ამის შემდეგ არ გადაწუროთ და თბილი სახით თესლებთან ერთად მიიღეთ. ყოველ 3 საათში 60-70 მლ საკმარისია.

მდოგვის თესლის ნაყენი შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ

ინგრედიენტები:

  • 10 გრ მდოგვის თესლი
  • 400 მლ წყალი

მომზადება:

ნედლ თესლს მდუღარე წყალი დაასხით და 5-6 წუთით ხარშეთ. შემდეგ 2 საათით დააყენეთ. გამოყენების წინ ნაყენი გადაწურეთ.

გამოყენება:

10-20 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ მიიღეთ.

მდოგვის თესლის ნაყენი ფილტვების ანთების სამკურნალოდ

ინგრედიენტები:

  • 57 გრ მდოგვის თესლი
  • 50 მლ წყალი ან რძე

მომზადება:

ნედლი თესლი დააქუცმაცეთ და მდუღარე წყალს ან რძეს აურიეთ.

გამოყენება:

მიიღეთ დღეში ერთხელ, დილით, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

თაფლის ნარევი მდოგვის თესლთან ერთად ქრონიკული ყაბზობის დროს

ინგრედიენტები:

  • 5 გრ მდოგვის თესლი
  • 5 გრ თაფლი

მომზადება:

მდოგვის თესლი დააქუცმაცეთ და თაფლს კარგად აურიეთ.

გამოყენება:

5 გრ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე მიიღეთ. თბილი, ანადუღარი წყალი დააყოლეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.