Connect with us

ტესტები

ტესტი სურათი: როგორი აზროვნება გაქვთ, ნეგატიური თუ პოზიტიური

ტესტები სურათებით და ნახატებით ადამიანის პიროვნებაზე ბევრ რამეს ამბობს, თუნდაც ამის შესახებ თავადაც არ იცოდეს. აბსტრაქტული ნახატი გეტყვით, თუ როგორი აზროვნება გაქვთ და რას ნიშნავს ეს.

ტესტი, რომელსაც Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჰერმან რორშახის ტესტზეა დაფუძნებული. მას საფუძვლად დაედო 10 ამორფული ლაქა, რომლის შესწავლასაც ცდის სუბიექტებს სთხოვენ. ამ ვიზუალური ტესტის ვარიანტები ფართოდ ცნობილია. დღეს მსგავს ამოცანებს სხვადასხვა მიზნით იყენებენ, მათ შორის დეპრესიის დასადგენად და შთაგონების ძალის შესამოწმებლად.

ჩვენი სწრაფი ტესტი ერთ–ერთ აბსტრაქტულ ნახატზეა დაფუძნებული. თითოეულ ადამიანს მასში საკუთარი თავის ამოცნობა შეუძლია. შეხედეთ და დააფიქსირეთ ის ასოციაცია, რომელსაც ეს ნახატი იწვევს. რაიმე მსგავსებას ძებნა არ დაუწყოთ, დიდხანს ნუ დააკვირდებით: რაც უფრო კაშკაშად და მკაფიოდ ჩამოყალიბდება ასოციაცია, მით უფრო სწორ შედეგს მიიღებთ.

ნახატის გაშიფვრა სჯობს მოგვიანებით წაიკითხოთ, რომ ამან თქვენს აღქმაზე გავლენა არ მოახდინოს.

ტესტი–ნახატი ასე გამოიყურება:

ახლა შედეგები გაიგეთ და შეამოწმეთ, ვინ არის პოზიტიურად განწყობილი და ვის მოუწევს უარყოფითი ენერგეტიკის მოშორება.

გაითვალისწინეთ: თუ სურათმა სირთულე გამოიწვია, თუ ვერაფერი დაინახეთ, ეს დაბნეულობა იმ სიტუაციის არჩევაზე საუბრობს, რომელშიც ამჟამად პირდაპირ ან ირიბად იმყოფებით. თუ ლაქებში რაღაც მნიშვნელოვანის დანახვის მცდელობისას დისკომფორტი და გაღიზიანება იგრძენით, ეს ჩახშობილ ნეგატიურ ემოციებზე საუბრობს.

ყვავილი. ეს ასოციაცია ფერად ლაქებზეა დამოკიდებული. თუ თბილ ვარდისფერ და ნარინჯისფერ ფერებში ხედავთ, თქვენი ენერგია თანაბარია. შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, რომ გონებაში ნეგატივი შემოიჭრა. თუ ყვავილის კონტური ცისფერი ლაქისგან შედგება, მისი ცივი შეფერილობა ქვეცნობიერ შფოთვაზე საუბრობს.

ვიოლინო ან სხვა მუსიკალური ინსტრუმენტი. ეს ასოციაცია შემოქმედებით საწყისზე მიუთითებს, ამასთან შეიძლება შფოთვის სიმბოლო იყოს. უკანასკნელი ვითარების მიუხედავად, შედეგი თქვენი ენერგეტიკის დადებით მიმართულებაზე საუბრობს, რადგან თქვენთვის შემოქმედება უცხო არაა და ორიენტირად თბილი ნარინჯისფერი აიღეთ: ის თქვენს ვიზუალურ აღქმაში დომინანტი აღმოჩნდა.

ადამიანის ფიგურა. ხშირად ქალის, ხედი ზურგიდან, მაგრამ სხვა ვარიანტებიც შესაძლებელია. ადამიანის ფიგურა საუბრობს სხვებთან გულახდილობაზე. ჩაკეტილი არ ხართ, თუნდაც ინტროვერტი იყოთ. წარსულის დაბრკოლებები არ გაშინებთ და მშვენიერის წარმოსახვა შეგიძლიათ.

კიბორჩხალა. კიბორჩხალა ან სხვა ფეხსახსრიანი (შესაძლოა, ობობა ან რვაფეხა). ამას სასიამოვნო ასოციაციას ვერ ვუწოდებთ, თუმცა დასკვნების გაკეთება არ იჩქაროთ. საკუთარ თავს მოუსმინეთ. თუ ვარდისფერი, კიბორჩხალას მსგავსი ლაქა კიბორჩხალაზე გაფიქრებთ, სადღაც სანაპიროზე მდიდარ წარმოსახვას ფლობთ. ეს ასოციაცია რამე საგანგაშოს არ ნიშნავს. თუ მსგავსი ასოციაცია ნეგატიურ გრძნობებს იწვევს (მარწუხები გაშინებთ, არ მოგწონთ ქვედა ყბა, რომელიც წარმოსახვამ თქვენთვის დახატა) – დროა დაფიქრდეთ და პოზიტიურ ტალღაზე განეწყოთ.

თავები. ველური ცხოველების თავები, გარგულია, ხარის თავი – ეს საკმაოდ საშიში სიმბოლოებია. კატეგორია შეგვიძლია მივაკუთვნოთ ნიღაბს. მსგავსი დაყოფა შეიძლება შინაგანი უთანხმოებით იყოს გამოწვეული.

შინაგანი ორგანოები. თუ ფერად ლაქებში მენჯის ძვალს ხედავთ ან სურათი სხვა უსიამოვნო ანატომიურ ასოციაცებს იწვევს, ეს შეიძლება ფარულ სექსუალურ პრობლემებზე ან ინდივიდუალურ შიშებზე საუბრობდეს. სჯობს პირისპირ შეებრძოლოთ. არ იდარდოთ, თუ ჩვენს ტესტში სწორედ ეს დაინახეთ. პოზიტიური განწყობა უკეთესობისკენ შეგცვლით.

რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველა განსხვავებული ვართ და, სავარაუდოდ, ამ აბსტრაქტულ ნახატში რაღაც სხვა, განსაკუთრებული და უნიკალური დაინახეთ. ამ შემთხვევაში არასტანდარტული აზროვნებით დაჯილდოებული ხართ და თქვენი კრეატიულობა უნდა დაიცვათ და განავითაროთ, რადგან არსებობს სიტუაციები, სადაც შემოქმედებით მიდგომას გვერდს ვერ აუვლით.