Connect with us

ტესტები

ტესტი–სურათი ინტუიციაზე: თქვენი მეექვსე გრძნობა შეამოწმეთ

თითოეული ადამიანი ამა თუ იმ ხარისხით ისეთ ზეშესაძლებლობას ფლობს, როგორიცაა ინტუიცია. მეექვსე გრძნობა მოვლენების გაგებაში გვეხმარება. იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად შეგიძლიათ ენდოთ საკუთარ თავს, ინტუიციაზე ტესტის გავლას გთავაზობთ.

ინტუიცია – მოვლენების მნიშვნელობის გააზრებისა და შედეგების პროგნოზირების უნარი ქვეცნობიერის დახმარებით, ლოგიკის და დასკვნების გამოტანის გარეშე. ინტუიცია შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი, ემპათიის, წარმოსახვის, დაკვირვების და ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე შექმნილი. ძლიერი ინტუიციის ადამიანი პრობლემებს ადვილად აგვარებს, სწრაფად მოქმედებს და ცხოვრებას სწორად აწყობს. სურვილის შემთხვევაში მეექვსე გრძნობის განვითარება შეიძლება, მაგრამ ამისთვის საკუთარი ინტუიციის დონე უნდა გაიგოთ.

გთავაზობთ მარტივ და საინტერესო ტესტს ინტუიციაზე. აუჩქარებლად და ინტუიციაზე დაყრდნობით გამოიცანით, თუ მოცემული 4 საკეტიდან რომელს ეკუთვნის გასაღები. შემდეგ ტესტის შედეგები წაიკითხეთ.

ტესტის შედეგები

საკეტი 1

თქვენ იშვიათი ინტუიცია გაქვთ. ის არა უბრალოდ ძლიერი, არამედ გაცნობიერებულია. თქვენ გაქვთ უნიკალური უნარი, რომ გარკვეულ გარემოებებს მოერგოთ, სწორი დასკვნები გააკეთოთ და მომავალიც იწინასწარმეტყველოთ. ამის გამო ხშირად ბედის ნებიერას და წინასწარმეტყველს გიწოდებენ, რადგან მოვლენების განვითარების რამდენიმე ვარიანტიდან ყველაზე სწორის არჩევა შეგიძლიათ. გირჩევთ, შინაგან ხმას ხშირად ენდოთ და როგორც წვრილმან, ასევე მნიშვნელოვან საკითხში რჩევა ჰკითხოთ.

საკეტი 2

მეორე საკეტის არჩევით მიზანში მოხვდით, რაც განვითარებულ ინტუიციასა და ანალიტიკურ აზროვნებაზე საუბრობს, განსაკუთრებით სასარგებლო მეცნიერების და შემოქმედების სფეროში. ხშირად ამას უწოდებენ გამჭრიახობას, შთაგონებას, მინიშნებას ან ინსაიტს. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რაღაც ახალი, დაინახოთ ფარული აზრი და სიტყვებს შორის წაიკითხოთ. მინიშნებების მიმართ ყურადღებით იყავით და შინაგან ხმას ენდეთ.

საკეტი 3

მესამე საკეტი სოციალურ ცხოვრებაში ძლიერ ინტუიციაზე საუბრობს: გეხმარებათ ხალხის მდგომარეობის გამოცნობაში, მათი სიტყვების, მოქმედებების, საქმეების წინასწარმეტყველებასა და აზრების კითხვაში. თქვენ განვითარებული ემპათია გაქვთ, ამიტომ არ გიჭირთ იმის გამოცნობა, თუ რას გააკეთებს სხვა, რას იტყვის და თან რა შიში სდევს. თქვენ გრძნობთ საფრთხეს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საფრთხე ახლობლებს ემუქრებათ. სტრესულ სიტუაციაში შეგიძლიათ საჭირო სიტყვით და სწორი ქცევით მათ დაეხმაროთ. თუმცა არსებობს საფრთხე, რომ სხვების გრძნობებში ძლიერ ჩაიძიროთ: ინტუიციის განვითარებისას არ დაგავიწყდეთ, რომ სიტუაცია ფხიზელი გონებით შეაფასოთ.

საკეტი 4

თუ ბოლო საკეტი შეარჩიეთ, მაშინ საკუთარ ინტუიციაზე უნდა იმუშაოთ. ახლა საბაზისო დონეზე, ე.წ. ძილის რეჟიმშია, მაგრამ ხშირად შესაძლო უსიამოვნებებზე გაფრთხილებთ. ადამიანების უმეტესობას სწორედ ასეთი ინსტინქტური ინტუიცია აქვს და არ ფიქრობენ, რომ ინტუიცია განავითაროთ. რა თქმა უნდა, უსიამოვნების პროგნოზირების და უსაფრთხო გზის პოვნის უნარი მნიშვნელოვანი თვისებაა, მაგრამ ამასთან მეექვსე გრძნობა გეხმარებათ ცხოვრების გონივრულად და წარმატებულად მოწყობაში. ინტუიციის განვითარება გვიანი არასდროსაა. ამ მიზნით ეფექტური ვარჯიშები და მეთოდები გამოიყენეთ.