Connect with us

ტესტები

ტესტი „ოთახი სახლში“: რა გჭირდებათ საკუთარ თავთან ჰარმონიისთვის

ეს ტესტი შეიძლება არასერიოზული ან სახუმარო მოგეჩვენოთ, მაგრამ ის დაგანახებთ თქვენს შიგნით მიმდინარე პროცესებს და დაგეხმარებათ გაარკვიოთ, თუ რა გაკლიათ ამ მომენტისთვის.

ტესტის არსი

წარმოიდგინეთ, რომ გაჩუქეს სახლი და ცოტა თანხა, რომელიც სახლის მხოლოდ ერთი ოთახის რემონტს ეყოფა. გადაწყვიტეთ, რომელ ოთახში გააკეთებთ რემონტს. პასუხის გაცემამდე დაფიქრდით, თუ თქვენთვის რომელი ოთახია ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა?

შემოსასვლელი

თქვენთვის ახალი სოციალური კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია. სოციალურ სფეროში აქტიური განვითარება პრიორიტეტულია. ახალი შთაბეჭდილებები, გარემოს შეცვლა, ახალი ნაცნობობა გჭირდებათ. ამის მიღება იძულებითი თვითიზოლაციის პირობებში პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ მუდმივად ასე არ იქნება. სწორედ ამიტომ, მომავლის გეგმა წინასწარ შეადგინეთ და იოცნებეთ იმაზე, თუ როგორ განახორციელებთ გეგმას იზოლაციის მოხსნის შემდეგ.

სასტუმრო ოთახი

საზოგადოებაში თქვენი ადგილი გაწუხებთ. შესაძლოა, თქვენი სოციალური სტატუსი ან მის მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეიცვალა. ქცევის ახალი მოდელი, ახალი მიმართულებები გჭირდებათ. მათი განსაზღვრა მნიშვნელოვანია. მხოლოდ საკუთარ აზრს ენდეთ და მრჩევლებს ყურადღება არ მიაქციოთ. სხვისი „რეცეპტის“ გამოყენების დიდი ცდუნება გექნებათ, მაგრამ ეს სიამოვნებას ვერ მოგიტანთ. გარეგნობას დიდი ყურადღება არ მიაქციოთ, მოდას არ გაეკიდოთ. თქვენ ღირებული ხართ იმით, რასაც ქმნით და არა იმით,  რა გაცვიათ.

საძინებელი

თქვენ ნამდვილად გჭირდებათ დასვენება და წვეთი უბრალო სიამოვნება: დიდხანს ძილი სურნელოვან თეთრეულში, გემრიელი საჭმელი, 1 ჭიქა ღვინო, თბილი დამამშვიდებელი აბაზანა, მასაჟი. დაღლილი ხართ და ტვინი სიგნალს გაძლევთ, რომ გადატვირთული ხართ. წესად გქონდეთ, რომ სამუშაოს, პროექტის, ამოცანის შესრულების შემდეგ თქვენი შრომის ნაყოფი კარგად გააცნობიეროთ და ამით დატკბეთ. დაუყონებლივ ახალი ამოცანის დაწყება არ ღირს. თუ ამ წესს არ დაიცავთ, მალე გადაღლილობა, საკუთარი თავით და საქმიანობით უკმაყოფილება შეგაწუხებთ.

სასადილო

თქვენ სითბო და ყურადღება გაკლიათ. თქვენი სასიცოცხლო ძალები იწურება და მათ სასწრაფოდ გამოკვება სჭირდება. შესაძლოა, ხანგრძლივ სტრესს განიცდით ან ახლობლებთან ურთიერთობა გაკლიათ ან ზედმეტად მძიმე ტვირთს ატარებთ. ნებისმიერ შემთხვევაში თავს დასვენების საშუალება მიეცით. საქმიანობის შეცვლა და ახალი ჰობის შერჩევა ეფექტური იქნება. ასევე კარგია იმ ადგილებში მოგზაურობა, სადაც ადრე არ ყოფილხართ. სანამ საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს შეგიძლიათ ავეჯის, ფარდის ან სანათის შეცვლით დაკმაყოფილდეთ, რომელიც სიახლის შეგრძნებას მოგანიჭებთ.

სამზარეულო

თქვენ ბევრი ძალა და რესურსი გაქვთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ დროებითი უსიამოვნება გადალახოთ, არამედ იმისთვის, რომ ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ. გაიხსენეთ, თქვენი ხასიათის ძლიერი თვისებები და გაააქტიურეთ ისინი. შინაგანი სამყარო ცვლილებებისთვის მზადაა.

სააბაზანო

თქვენ ჩაფლული ხართ აქტუალობა დაკარგულ საქმეებში, ძველ წყენასა და  მტკივნეულ მოგონებებში, რაც ნორმალურ ჩვევებს ხელს უშლის. თქვენ „ცხენის სადგომის“ გაწმენდა უბრალოდ სასიცოცხლოდ გჭირდებათ. სამყაროს სხვა თვალით შეხედეთ, წყენა აპატიეთ, აივანი, საკუჭნაო და კარადის კუთხეები დაალაგეთ. განტვირთვის დღე მოაწყვეთ და ამით საკუთარი თავი სულიერი ტვირთისგან გათავისუფლებისთვის მოამზადეთ.