Connect with us

სხვა

ტაფების წმენდა ქვიშით

ჩვენს დროში ტაფის არჩევა ცალკე მეცნიერებად იქცა, რადგან უამრავი დეტალის გათვალისწინება გვიწევს, ჩვენი მშობლების დროს კი ასე არ იყო. მაშინ ყველა ტაფა თუჯისგან მზადდებოდა და არა წლობით, არამედ ათწლეულების მანძილზე გვემსახურებოდნენ.

თუ სახლში თუჯის ტაფები კვლავ შემოგრჩათ და მას ფერი აქვს შეცვლილი, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას! ჩვენ მოგიყვებით როგორ გაწმინდოთ ტაფა ქვიშით.

თუ ტაფის აგარაკზე რეცხვის საშუალება გაქვთ, აჯობებს ეს ყველაფერი იქ გააკეთოთ. თუმცა თუ ასეთი საშუალება არ გაქვთ, აუცილებლად გახსენით ფანჯრები, რადგან სუნი, ნამდვილად არ მოგეწონებათ!

ისიც გაითვალისწინეთ, რომ მიმწვარი ნაწილები ტაფიდან ნაწილ-ნაწილ ჩამოცვივდება, ამიტომ ქურას ტაფების წმენდამდე ნუ გახეხავთ.

მაშ ასე, ტაფების წმენდა ქვიშით:

1. დააყარეთ ტაფას ქვიშა, აავსეთ კიდემდე
2. დადგით ტაფა ცეცხლზე.
3. გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 3 საათით, ზოგჯერ ქვიშა კოვზით ან ჩანგლით დააბრტყელეთ.
4. გადმოდგით ტაფა, გადმოყარეთ ქვიშა და რკინის სახეხით გახეხეთ დარჩენილი ნალექი


5. თუ ტაფა ბოლომდე არ გასუფთავდა, რამდენიმე საათის შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა.
6. მას შემდეგ რაც ტაფა გაცივდება, კარგად გარეცხეთ და წაუსვით მცენარეული ზეთი.

ამ პორცედურის ჩატარება არც ისე რთულია, ამიტომ არ იჩქაროთ თუჯის ჭურჭლის მოცილება, ისინი კიდევ დიდხანს გამოგადგებათ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.