Connect with us

თავის მოვლა

ტაილანდური ნიღბის წყალობით 46 წლის ასაკში 17 წლის გოგოსავით გამოვიყურები. ბავშვივით მიხარია: კანი დაჭიმულია და ჯანსაღად ბრწყინავს

ჩამოწელილი კანი გავრცელებული პრობლემაა მათ შორის, ვინც უკვე 30 წლისაა. ჩამოწელილი კანის ნიშნები შეიძლება უფრო ნაადრევ ასაკში გამოვლინდეს, თუ მასზე სათანადოდ არ იზრუნებთ.

ჩამოწელილი და ფორებიანი კანის მთავარი ნიშნები შეიძლება არასწორი ცხოვრების წესი, ასევე გენეტიკური მიდრეკილება იყოს. კანზე გავლენას რამდენიმე დამატებითი ფაქტორიც ახდენს. მაგალითად, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და სისტემური სტრესი, ენდოკრინული სისტემის არასწორი ფუნქციონირება ან ვიტამინების დეფიციტი – ყველაფერი ეს კანის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს.

რაც შეეხება გარეგან ფაქტორებს, ეკოლოგიური პრობლემები და უხარისხო კოსმეტიკის გამოყენება კანზე გავლენას ახდენს.

მათ, ვისაც ჩამოწელილის კანის მოშორების და ჯანსაღი იერის დაბრუნების საკითხი  აღელვებს, ტაილანდური, სახის დასაჭიმი ნიღბის რეცეპტს ვთავაზობთ, რომელსაც სასწაულის მოხდენა შეუძლია.

კანის დასაჭიმი ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 60 გრ ბრინჯი
  • 15 გრ შვრიის ფანტელი
  • 1 ნიგოზი
  • 100 გრ მწიფე ბანანი
  • 100 მლ მდუღარე წყალი

თქვენ ასევე დაგჭირდებათ 100 გრ მშრალი გვირილა და 400 მლ წყალი სახის კანის წინასწარ გასაწმენდად და შემდგომ ნიღბის მოსაშორებლად.

მომზადება:

1. პირველ რიგში, ბრინჯი და ნიგოზი ყავის საფქვავში კარგად დააქუცმაცეთ, რომ ფქვილი მიიღოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფქვილში უხეში ნაწილაკები არ დარჩეს. ღრმა თასში გაცერით.

2. შემდეგ ცალკე ჭურჭელში ბანანი დაჭყლიტეთ და ფქვილის თასს დაუმატეთ.

3. ამის შემდეგ ყველა ინგრედიენტი აურიეთ, ნელ-ნელა წყალი დაუმატეთ, სანამ ერთგვაროვანი სქელი არაჟნის მასას არ მიიღებთ.

4. ნარევი 10 წუთით გააჩერეთ. ამ დროში გვირილა მოადუღეთ.

ნიღბის გამოყენების წინ სახე კარგად გაიწმინდეთ – ეს აუცილებელი ნაბიჯია. როცა გვირილას ნაყენი მზად იქნება, მასზე სახე 7-10 წუთით დაიორთქლეთ და რბილი სკრაბით გაიწმინდეთ. ნიღაბი წაისვით და 25 წუთით გაიჩერეთ. ნიღაბი თბილი, ანადუღარი წყლით მოიშორეთ, შემდეგ ძალიან ცივი წყლით (ასევე ანადუღარი) დაიბანეთ.

ტაილანდური ნიღბის გამოყენების შემდეგ შეიძლება მსუბუქი დაჭიმვა იგრძნოთ. ამ შემთხვევაში დამატენიანებელი კრემი ან თერმული წყალი გამოიყენეთ, რომ ეს შეგრძნება მოიშოროთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.