Connect with us

საკითხავი

სხვადასხვა მამები ტყუპ ბავშვებს? აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია!

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ კატებს და ძაღლებს შეიძლება სხვადასხვა მამებისგან შვილები ჰყავდეთ. აღმოჩნდა, რომ ასეთი შემთხვევები ადამიანებშიც არის. ამ მოვლენას „სუპერფეკუნდაცია“ ეწოდება.

2019 წლის მარტში, ჩინეთში, ფუჯიანის პროვინციის ქალაქ სიამენში ერთმა ქალმა ტყუპები გააჩინა და მეუღლის მოთხოვნით დაბადებისთანავე დნმ–ის ტესტი გააკეთა. მეუღლეს ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავებულად მოეჩვენა და მზად იყო თავი დაედო, რომ ერთ–ერთი მისი შვილი არ იყო.

როცა ტესტის პასუხი მოვიდა, ქალი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. როგორც აღმოჩნდა, პატარებს არა ერთი, არამედ ორი მამა ჰყავდათ. პირველად, მან ქმარი სპეკულაციასა და დნმ–ის შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ სხვა მამაკაცთან პატარა რომანი ჰქონდა. გენეტიკოსებმა დაადასტურეს, რომ ტესტში შეცდომა არ იყო, თუმცა ასეთი რამ 13 000 შემთხვევაში ერთხელ ხდება.

ამ მოვლენას ჰეტეროპატერული სუპერფექუნდაცია ეწოდება – ერთ ოვულაციურ პერიოდში 2 ან მეტი კვერცხუჯრედის განაყოფიერება სხვადასხვა მამაკაცების სპერმატოზოიდებით. სპერმამ შეიძლება ქალის ორგანიზმში 4-5 დღე იცხოვროს და ასეთი განაყოფიერება ხშირად პირველი აქტიდან რამდენიმე საათში ან დღეში ხდება.

შოკირებულმა მამამ განაცხადა, რომ მხოლოდ საკუთარ შვილზე იზრუნებდა და სხვის შვილს არ აღზრდიდა.

სამედიცინო ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა არაა. 2016 წელს ჯესიკა ალენის და მისი მეუღლის, უორდელ ჯასპერის ცხოვრება 180 გრადუსით შემოტრიალდა. ჯესიკა სუროგატი დედა გახდა და სხვა წყვილისთვის შვილის გაჩენას დათანხმდა – მომსახურება 30 ათასი დოლარი ღირდა. თავად ჯესიკა ირწმუნებოდა, რომ უბრალოდ უშვილო ოჯახის დახმარება სურდა.

„მსოფლიოში არც ერთმა ქალმა დედაშვილური სიყვარულის განცდის გარეშე არ უნდა იცხოვროს“ – ამბობს ჯესიკა ABC News–თან ინტერვიუში.

ასეთი ოჯახი გახდა წყვილი ჩინეთიდან, სადაც სუროგაცია უკანონოა. 2016 წლის აპრილში ემბრიონი ჯესიკას ორგანიზმში მოათავსეს და 9 დღის შემდეგ ანალიზებმა ორსულობა დაადასტურა. 6 კვირის შემდეგ მოულოდნელი ამბავი შეიტყო: მას კიდევ ერთი შვილი ეყოლებოდა. მაშინ ივარაუდეს, რომ ემბრიონი „გაიყო“, რაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა. დამატებით 5000 დოლარი ჯესიკასთვის.

ორსულობის 38-ე კვირას ალენმა იმშობიარა და დარწმუნებული იყო, რომ იდენტური ბიჭი და გოგო შეეძინა. ბავშვები არ აჩვენეს, მაგრამ ფოტოს ნახვის შემდეგ დანამდვილებით შეეძლო ეთქვა, რომ ბავშვები იდენტურები არ იყვნენ.

1 თვის შემდეგ შოკისმომგვრელი ამბავი მოვიდა: ბიჭი ჩინელი წყვილის შვილი არ იყო, არამედ ალენის ბიოლოგიური შვილი იყო. გარკვეული ორომტრიალის შემდეგ ბავშვი მშობლებს, ჯესიკას და მის მეუღლეს, დაუბრუნდა.