Connect with us

ჯანმრთელობა

სხეულის ტკივილისა და ჭარბი წონის უმთავრესი მიზეზი შუახნის ასაკში სტრესია. მიზეზი და პრობლემის გადაჭრის გზა

სტრესს წონაში მომატების და კუნთის სპაზმების გამოწვევა შეუძლია, სწორედ ამიტომ „სტრესის ჰორმონი“ (კორტიზოლი) ძალიან სახიფათოა. ის მართავს განწყობას, მოტივაციას და შიშს, პასუხს აგებს სხეულის მთავარ ამოცანაზე – გადარჩენაზე.

სწორედ კორტიზოლი აკონტროლებს რეაქციას „დაარტყი ან გაიქეცი“. ის წყვეტს ორგანიზმის რეაქციას სტრესულ მდგომარეობაში: საფრთხისგან თავი დაიცვას თუ რაც შეიძლება სწრაფად გაიქცეს.

სტრესულ სიტუაციაში თირკმელზედა ჯირკვლები კორტიზოლის წარმოებაზე აქტიურად მუშაობს, რათა ორგანიზმი საფრთხეს გაუმკლავდეს.

ნორმალურ პირობებში, როცა ღრუბლები იფანტება, სტრესის ჰორმონის დონე მცირდება. თუმცა, ზოგჯერ სტრესი არ ცხრება. მუდმივი „მზადყოფნა“ სტაბილურად კორტიზოლის მაღალ დონეს იწვევს, რაც მთელი ორგანიზმის მუშაობაზე გავლენას ახდენს.

სპეციალისტების თქმით, მამაკაცებში სტრესი ყველაზე ხშირად წელის ტკივილით ვლინდება, ხოლო ქალებში – ზურგის ზედა ნაწილში, ტრაპეცია კუნთებსა და კისერში. ამის გამო ქალებს თავის და კეფის ტკივილი აწუხებთ.

ბავშვებში სტრესი კისერში და ზურგის შუა ნაწილში გროვდება. ყველაფერში დამნაშავე კი არის მობილური ტელეფონი და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება.

სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, დეპრესია, თავის ტკივილი, გულის ტკივილი, მეხსიერებია  და კონცენტრაციის პრობლემები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა, ძილის დარღვევა და წონაში მომატება.

როგორ აღვადგინოთ ორგანიზმი?

ექსპერტების თქმით, ტკივილის მოსაშორებლად ზუსტად უნდა დაადგინოთ, თუ ტკივილი რომელმა სტრესულმა სიტუაციამ გამოიწვია. პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა გაერკვეთ და განსაზღვროთ, თუ რა განერვიულებთ.

ამასთან ერთად, შეგიძლიათ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მიიღოთ. აი, რას ამბობს ამის შესახებ ფსიქოთერაპევტი, ლილი ფრიდმანი:

„ჩემს ოფისში ბევრი პაციენტი ზურგის ან კისრის ტკივილით მოდით, 45 წუთიდან 1 საათამდე დროს სავარძელში ატარებს და საკუთარ პრობლემებზე საუბრობს.

სეანსის შემდეგ ამბობენ, რომ თავს ისე „გრძნობენ, თითქოსდა მხრებიდან მძიმე ტვირთი მოიშორეს“. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ კაბინეტში დიდი ფსიქოლოგიური ტვირთი დატოვეს“

ტკივილი გაქრება, თუ სტრესს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ დონეზე უმკურნალებთ. გახსოვდეთ, რომ ქრონიკული ტკივილი შეიძლება ღრმა ფსიქოლოგიური პრობლემის შედეგი იყოს.

რა დაგეხმარებათ სტრესის მოშორებაში?

როგორ შეიძლება სტრესსა და დეპრესიას გავუმკლავდეთ? ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია, რადგან ერთი ადამიანისთვის სასარგებლო რეცეპტი მეორეს არ გამოადგება.

მიუხედავად ამისა ცნობილია, რომ დეპრესიის კარგ სამკურნალო საშუალებად ითვლება გარემოს შეცვლა და მეგობრებთან ურთიერთობა. წვეულებებზე იარეთ, ბუნებაში ისეირნეთ, მეგობრების წრეში უფრო მეტი დრო გაატარეთ.

ბევრი ადამიანი დეპრესიას ექსტრემალური სპორტის სახეობით იშორებს. ეს სტრესის ჰორმონის სწრაფ წვას ხელს უწყობს. ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვაც საკმაოდ სასარგებლო იქნება.

ზოგიერთ ადამიანს ჰობი ეხმარება – ხატვა, წერა, კონსტრუქციების აგება, კოლექციის შეგროვება, შექმნა. ალბათ, ეს საუკეთესო გზაა, რომ დეპრესია სახლის პირობებში დაამარცხოთ.

შესაძლოა, რომელიმე საქმიანობაში საკუთარი მეორე „მე“ იპოვოთ, ეს კი თქვენს თვითშეფასებას გაზრდის.