Connect with us

თავის მოვლა

სულ რაღაც 1 ინგრედიენტი და სახეზე არსებული ფორები სამუდამოდ დაგავიწყდებათ!

გაფართოებული ფორების პრობლემა ძირითადად ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებს აწუხებთ. დღეს უამრავი პრეპარატი არსებობს ფორების მოსაცილებლად, მაგრამ, რამდენად ეფექტურია ისინი?! დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ დაამზადოთ მსგავსი საშუალებები სახლში, საკუთარი ხელით, სრულიად ნატურალური პროდუქციისგან, რათა სამუდამოდ გათავისუფლდეთ ფორებისგან.

აი, რამდენიმე რეცეპტი

წყალი და საკვები სოდა

კარგად გადაურიეთ 2 სუფრის კოვზი საკვები სოდა და 2 სუფრის კოვზი წყალი. მიიღეთ ერთგვაროვანი მასა. დაიტანეთ ეს ნარევი სახეზე და დაიტოვეთ გასაშრობად, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. როდესაც იგრძნობთ, რომ ნიღაბი დაიჭიმა, სახე გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

პომიდორი და ლაიმის წვენი

მოამზადეთ ნარევი – საშუალო ზომის პომიდვრის წვენითა და 2-4 წვეთი ლაიმით. შემდეგ აიღეთ ბამბის ტამპონი და დაასველეთ ამ სითხეში. წაისვით სახეზე. დაიტოვეთ 15 წუთით და შემდეგ სახე გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი

კდიევ ერთი ნიღაბი, რომელიც შეგიძლიათ ლიმონის რამდენიმე წვეთისა და 2 კვერცხის ცილისგან გაამზადოთ. დაიტანეთ ეს გასაოცარი ნიღაბი სახეზე და რამდენიმე წუთით დაიტოვეთ, გაშრობის შემდეგ კი – სახე ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ის კანის მკვდარი უჯრედების მოცილებასა და ფორების შევიწროვებაში დაგეხმარებათ.

ლიმონი და ანანასის წვენი

დაგჭირდებათ 1/2 ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ 1/2 ჭიქა ანანასის წვენი და ლიმონის წვენი. აიღეთ სუფთა ქსოვილი და ამოავლეთ სითხეში. დაიფინეთ სახეზე – 5 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ სახე ცივი წყლით დაიბანეთ.

კიტრი, ლიმონი და ვარდის წყალი

გაფცქვენით 1 ცალი კიტრი და კარგად დაჭყლიტეთ. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი და 1 ჩაის კოვზი ვარდის წყალი. კარგად აურიეთ – ერთგვაროვანი მასის მისარებად. აიღეთ სუფთა ქსოვილი და მიღებული ხსნარით კარგად დაასველეთ. დაიფინეთ სახეზე, რამდენიმე წუთში კი სახე გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნუში და ლაიმის წვენი

ჩაასხით წყალი საშუალო ზომის ჭურჭელში, ჩაყარეთ შიგნით რამდენიმე ცალი ნუში და დატოვეთ მთელი ღამით, რათა წყალი შეიწოვოს. მეორე დილით დასრისეთ და გააკეთეთ ნუშის პასტა, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლაიმის წვენი და სახეზე წაისვით. ნახევარი საათის შემდეგ, სახე ცივი წყლით ჩამოიბანეთ.