Connect with us

ჯანმრთელობა

სულ რაღაც ერთმა ტამპონმა ის კომატოზურ მდგომარეობამდე მიიყვანა. გამოღვიძებისას ის შვილსაც კი ვერ ცნობდა

2011 წლის აგვისტოს დებორამ გრიპის სიპტომები იგრძნო. მისი მდგომარეობა თანდათან რთულდებოდა, მან შეწყვიტა სიარული და ნრომალურად საუბრის უნარი დაკარგა. ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ხელოვნური კომის მდგომარეობაში გადაიყვანეს. ექიმები ოჯახს უარესისთვის ამზადებდნენ.

ერთი კვირის შემდეგ დებორა კომიდან გამოვიდა მაგრამ არ ახსოვდა რა მოხდა. მას უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა ჰქონდა დავიწყებული, ის თავის პატარა ვაჟსაც კი ვერ იხსენებდა.

5 წელი დასჭირდათ ექიმებს იმისვის, რომ მისი მეხსიერება აღდგენილიყო. ახლა კი მისი სიტორია მსოფლიოს ქალებისთვის გაფრთხილებას წარმოადგენს.

ეს დებორა აშერია. 2011 წელს ის 27 წლის იყო. ბედნიერ, ჯანმრთელი მარტოხელა დედა, რომელიც უელსის ერთ-ერთ სასტუმროში მენეჯერად მუშაობდა. როდესაც დებორამ შენიშნა, რომ ავად გახდა ხოლო სიმპტომები კი ურთულდებოდა აღმოჩნდა, რომ მას ძლიერი ტოქსიკური შოკი ჰქონდა. ყველაფერში დამნაშავე კი ტამპონი აღმოჩნდა!

ტოქსიკური შოკის სინდრომი იშვიათი მაგრამ ძალიან სერიოზული მოვლენაა ორგანიზმისთვის, რომელიც “სტაფილოკოკის” ბქეტრიისგან ჩნდება. ყველაზე ხშირად ამ მოვლენას ტამპონების გამოყენებას უკაბვშირებენ, თუმცა სინამდვილეში ასეთი სინდრომი შეიძლება ნებისმიერს დაემართოს.

როდესაც დებორა კომაში აღმოჩნდა, ექიმები ოჯახს ცუდი შედეგისთვის ამზადებდნენ. ქალბატონს ხელოვნური მეთოდით აცოცხლებდნენ. როდესაც დებორა გონზე მოვიდა მას დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეეძლო. მას თმის ცვენა დაეწყო. 2 თვე გახდა საჭირო იმისთვის, რომ მას კვლავ ესწავლა სიარული. მას მეხსიერება ჰქონდა დაკარგული. დაავიწყდა შობა, არ ახსოვდა მისი ვაჟი და 4 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ვაჟთან გატარებული ზოგიერთი მომენტი მაინც რომ გაეხსენებინა.

ტოქსიკური შოკის სინდრომმა, მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება – აღიარებს დებორა – ეს ბახუსს გავს, როცა მოვლენები მხოლოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტ გახსოვს და თავში ნამდვილი ფაფა გაქვს.

ახლა დებორას მეხსიერება თითქმის სრულად აღსდგა. მან თავისი ვაჟის დაბადება გაიხსენა და იმედი აქვს, რომ მათ ერთად გატარებულ შობის დღეებსაც გაიხსენებს.

ილინოისის შტატის მაკკინლის ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით ტოკსიკური შოკის სინდრომის რისკს თავიდან აიცილებთ თუ ტამპონებს საფენებს შეუტავსებთ. მინიმალური შწოვის მქონე ტამპონები გამოიყენეთ და ყურადღებით წაიკიტხეთ მისი ინსტრუქცია. თუ ოდესმე ტოკსიკური შოკის სინდრომს დაგიდგენენ იცოდეთ, რომ თქვენთვის ტამპონების მოხმარება არ შეიძლება!