Connect with us

ჰოროსკოპი

სკანდინავიური მიდგომა: რას გიამბობთ რუნებით მკითხაობა თქვენზე, სიყვარულსა და მომავალზე

რუნები – ანბანის ასოები, რომლებსაც ძველი ნორვეგიელები, შვედები, გერმანელები და დანიელები იყენებდნენ. დახრილი, მკვეთრი სიმბოლოები წერისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ თანდათან ლათინურმა ანბანმა ჩაანაცვლა. რუნები არ გაქრა, არამედ მისი გამოყენება სამკითხაოდ დაიწყეს. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით როგორ გამოიყენოთ რუნები სწორად.

უძველესი რუნული დამწერლობა – ფუთარქი 24 სიმბოლოს მოიცავს. ხელზე მკითხაობა გულისხმობს 24 ნიშნის გამოყენებას ან 25 ნიშნის – ამ შემთხვევაში გამოიყენება დამატებითი რუნი, რომელსაც ცარიელს უწოდებენ.

რუნები: მკითხაობა და რუნების მნიშვნელობა

რუნები პატარა ფიგურებია, მასზე გამოსახული ფუთარქებით. გვხვდება მართკუთხა, კუბური და ოვალური რუნები. რომელი ავირჩიოთ თქვენი გემოვნების საკითხია. ტრადიციულად, რუნებს ხის ან ქვის მასალიდან ამზადებენ, მაგრამ ახლა შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი მასალის რუნები – მინა, ძვალი ან ქაღალდი, რომელიც ერთჯერადი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.

მკითხაობის დაწყებამდე რუნების ინიცირების რიტუალი მნიშვნელოვანია. ამ დროს ერთგვარი მსხვერპლშეწირვა ხდება: ცეცხლზე პურის ნამცეცებს და ლუდის წვეთებს წვავენ.

რუნებზე მკითხაობის უამრავი მეთოდი არსებობს. მეთოდის არჩევა დამოკიდებულია კითხვაზე, რომელზეც გსურთ რუნებმა პასუხი გაგცენ. კონკრეტული კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ ერთ რუნზე მკითხაობა გამოიყენოთ. სიტუაციაზე ან ურთიერთობაზე სხვა მეთოდი დაგჭირდებათ.

რუნებით მკითხაობისას თითოეულ რუნს თავისი მნიშვნელობა აქვს. ერთი რუნის გაშიფვრა უფრო მარტივია, ვიდრე იმის ახსნა, თუ რა შეტყობინება იმალება ამოსული რუნების კომბინაციაში.

რუნების მნიშვნელობა

ფეჰუ – წარმატება, ფინანსური კეთილდღეობა.

ურუზი – ცვლილებები, ძლიერი შეცვლა, ძალა.

თურისაზი – შთაგონება, წესრიგის დამყარება.

ანსუზი – ცნობისმოყვარეობა, შემოქმედებითი აზროვნება, კრეატივი.

რაიდო – მოძრაობა, განვითარება, გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება.

ქენაზი – ენთუზიაზმი, მკაფიოდ აზროვნების უნარი, ყველა დეტალის გათვალისწინება.

გებო – სიყვარული, გულუხვობა.

ვუნიო – სიხარული, ქება, გამარჯვება, წარმატება.

ჰაგალაზი – ბალანსის აღდგენა.

ნაუდიზი – ამტანობა, მოთმენა, დაცვა.

ისა – თვითკონტროლი.

იერა – აუჩქარებელი წინსვლა.

ივა – მიზანდასახულობა, მიზნების მიღწევა.

პერთი – სტაბილურობა, საიმედოობა, თავდაჯერებულობა.

ალგიზი – დაცვა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

სოვილო – ახალი ენერგია, დამატებითი ძალა.

ტივაზი – სიჯიუტე, შეუპოვრობა.

ბერკანა – ზრუნვა, მეგობრული ურთიერთობა, ოჯახის და ბავშვების დაცვა.

ევაზი – ინიციატივა, ენთუზიაზმი, წინსვლა.

მანაზი – ოპტიმიზმი, ახალი მიზნებისკენ სწრაფვა, სრულყოფილება.

ლაგუზი – სიმშვიდე, სტაბილურობა.

ინგუსი – განახლება, სიმტკიცე.

ოთალა – უნარი, ნიჭი, წარმატება.

დაგაზი – წარმატებული ფინალი.

როგორ მოვემზადოთ რუნებით მკითხაობისთვის

მკითხაობის დაწყებამდე დამშვიდდით და განეწყვეთ. გადარბენების დროს მკითხაობა არ შეიძლება – კითხვა სწორად უნდა ჩამოაყალიბოთ, შემდეგ მიღებული პასუხი უნდა გააცნობიეროთ.

რუნოლოგები ირწმუნებიან, რომ რუნებთან კონტაქტის დამყარება მნიშვნელოვანია – ამისთვის მათ უნდა დააკვირდეთ და ხელებში ატრიალოთ. რუნები სპეციალურ ყუთში, მისთვის განკუთვნილ ადგილას უნდა შეინახოთ, თუ არ მკითხაობთ. თუ რუნებს სხვა გამოიყენებს, აუცილებლად გაწმინდეთ, ცეცხლზე გადაატარეთ ან მარილში ჩაფალით.

პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად არის ფორმირებული კითხვა. თუ რუნების სპეციალისტი კითხვის ხმამაღლა დასმას მოგთხოვთ, არ გაგიკვირდეთ – ასე მტანჯველი პრობლემის მკაფიოდ ფორმირებას შეძლებთ. დამოუკიდებელი მკითხაობისას შეგიძლიათ კითხვა აზრობრივად წარმოთქვათ.

რუნებისგან კონკრეტულ პასუხს ნუ ელოდებით – ისინი უფრო მიმართულებას მოგცემენ, საითაც უნდა იმოძრაოთ ან წარსულის რომელიმე მომენტს ხატავს, რომელსაც ცოტა ხნის წინ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

რუნებით მკითხაობა მამაკაცზე

რუნებით მკითხაობა მამაკაცზე შეიძლება სხვადასხვა მეთოდით ჩაატაროთ, თუნდაც მხოლოდ ერთ რუნს იყენებდეთ. „პასუხის გამცემი“ რუნი ტომრიდან ჩაუხედავად ამოიღეთ ან წინასწარ რუნებს აურიეთ, პრობლემაზე იფიქრეთ და თან მაგიდაზე ყველა რუნი დაყარეთ და თვალით „დაიჭირეთ“ ის, რომელიც ურთიერთობის შესახებ მტანჯველ კითხვაზე გიპასუხებთ.

კიდევ ერთი რუნებით მკითხობა სიყვარულზე – განლაგება „გორდიას კვანძი“, რომლისთვის 3 რუნი დაგჭირდებათ. ერთ რიგად დაააწყვეთ – პირველი იქნება მარცხენა, მესამე – მარჯვენა. პირველი რუნი აღწერს ყველაფერს, რაც იყო, მეორე – ახლანდელ მდგომარეობას, მესამე – ურთიერთობის შესახებ დასკვნებს და სამომავლო პროგნოზს. გახსოვდეთ, სიყვარულზე მკითხაობისას რუნები გაგცემთ პასუხს, რომელიც გაშიფვრას და გააზრებას მოითხოვს.

რუნებით მკითხაობა მომავალზე

რას გიმზადებთ მომავალი? ამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ განლაგება „ბედის ხელი“. ამისთვის დაახლოებით 10 სმ დიამეტრის წრე დახაზეთ და მასში ტომრიდან ყველა რუნი გადმოყარეთ. მნიშვნელოვანი იქნება მხოლოდ ის სიმბოლოები, რომლებიც წრის შიგნით მოხვდნენ.

აუცილებელია, თითოეული რუნის მნიშვნელობა გაანალიზოთ, მათი თანმიმდევრობა დააკავშიროთ – ამის შემდეგ რუნების მიერ გაცემული პასუხის გაშიფვრა სცადეთ.