Connect with us

ჯანმრთელობა

სიმსივნის შეჩერების 8 მეთოდი რომლებიც სამწუხაროდ არ მუშაობს

სიმსივნის განვითარების რისკის შემცირების უამრავი საშუალება არსებობს თუმცა ამავდროულად ისეთი მეთოდებიც არსებობენ, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ, მაგრამ სამწუხაროდ ეფექტი არ აქვთ. ისი არა თუ აუმჯობესებენ არამედ ვნებენ კიდეც ადამიანის ჯანმრთელობას. ამ სტატიაში, სწორედ ასეთ მეთოდებს განვიხილავთ.

D ვიტამინის მიღება

მართალია, სიმსივნის დიაგნოზის მქონე ადამიანებს ნამდვილად აქვთ D ვიტამინის დაბალი მაჩვენებელი და დიდი ხნის მანძილზე ექიმები თვლიდნენ, რომ  ამ ვიტამინის ნორმაში ქონა სიმსივნის გაჩენის რისკებს ამცირებდა. თუმცა ერთ-ერთმა კვლევამ, რომელში 2300 ქალი მონაწილეობდა, დაადასტურა, რომ სამწუხაროდ ეს სიმართლეს არ აშეესაბამება. ექსპერიმენტის მონაწილეები, 4 წლის მანძილზე იღებდნენ D ვიტამინსა და კალცს, მაგრამ, სიმსივნით დაავადების ალბათობა მაინც იგივე დარჩა რაც საკონტროლო ჯგუფის ქალებში.

თევზის ქონის მიღება

ექიმები ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებზე უდიდეს იმედებს ამყარებდნენ, თუმცა კვლევამ რომელიც ჰარვარდის და ბრიგამის უნივერსიტეტებმა ჩაატარეს, დაამტკიცა, რომ ომეგა სამსა და სიმსივნის განვითარების რისკებს შორის, არანაირი კავშირი არ არსებობს.

Е ვიტამინის მიღება

Е ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია. ამიტომ მკვლევარებს იმედი ქონდათ, რომ ის მაინც მოახდენდა ეფექტურ გავლენას სიმსივნის განვითარების საწინააღმდეგოდ ბრძოლის დროს. თუმცა კვლევამ საწინააღმდეგო დაამტკიცა. კვლევაში 14 600 ექიმი მონაწილეობდა. ისინი 10 წლის მანძლზე იღებდნენ Е ვიტამინს,  С ვიტამინს ან პლაცებოს და სამწუხაროდ ვერც ერთ ჯგუფში შეინიშნა სიმსივნის განვითარების რისკების კლება.

ორგანულ პროდუქტებზე გადასვლა 

ორგანული პროდუქტით კვებაზე გადასვლა, სიმსივნის განვითარების პირად რისკებს იმ შემთხვევაში შეამცირებს, თუ ადრე ცხიმიანი, შემწვანი, იოლი ნახშირწყლებით მდიდარი საკვებით იკვებებოდით. თუ თვქენს რაციონში ნორმალურად შედიოდა პარკოსნები, ბოსტნეული, ხილი და მარცვლოვანი პროდუქტები, მაშინ ორგანულ საკვებზე გადასვლით მხოლოდ თქვენი არჯები შეიცვლება. ეს 7 წლიანმა კვლევამ დაადასტურა რომელშიც 69 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

სიმსივნის ადრეული სკრინინგი

სიმსივნს ადრეული დიაგნოსტიკა გამოჯანმრთელების შანსებს რამდენჯერმე ზრდის, ეს განსაკუთრებით მამოგრაფიას, საშვილოსნოს ყელის კვლევას, კოლონოსკოპიას და ფილტვების კვლეევას ეხება.  თუ მაღალი რისკის მქონეთა ჯგუფში არ ხართ, მაშინ რეკომენდებული არ არის საკვერცეების, პროსტატის, ფარისებრი ჯირკვლის, სათესლე ჯირკვლებს ან კუჭქვეშა ჯირკვლის სკრინინგი. იმის დასაბუთება, რომ მათი სკრინინგი რაიმე სახით რისკებს ამცირებს, სამწუხაროდ ჯერ არ არსებობს.

წითელი ღვინო

ექიმი ალკოჰოლთან რომანის წამოწყებას არ გირჩევთ. ჯერ არ არსებობს იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ წითელი ღვინო სიმსივნის განვითარების რისკებს ამცირებს. წითელი ღვინო მართლაც კარი ანტიოქსიდანტია და მასში შემავალი რეთინოლი შეიძლება გარკვეული დოზით ამცირებდეს სიმსივნის განვითარების რისკს, მაგრამ, ალკოჰოლის უარყოფითი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე იმდენად მაღალია, რომ მტელი ეს დადებითი თვისებები, უარყოფითის ფონზე აღარ ჩანს. წიტელი ღვინის რეგულარული მოხმარება, არა თუ ამცირებს, არამედ ზრდის სიმსივნის განვითარებას.

ყავაზე უარის თქმა

დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ ყავამ შესაძლოა სიმსივნის განვითარების რისკი გაზარდოს, რადგან მოხალვის პროცესში მისი მარცვლებიდან კანცეროგენები გამოიყოფოდა. თუმცა შემდეგ კვლევებმა დაამტკიცეს, რომ ამ კანცეროგენების დოზა იდენად მცირეა, რომ მათ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება არ შეუძლიათ.  2016 წელს ჩატარებულმა მეტა-კვლევამ კი საერთოდ დაამტკიცა, რომ ყავის რეგულარული მოხმარება და სიმსივნის განვითარების რისკები ერთმანეთთან არაფერ შუაშია.