Connect with us

სხვა

სილიკა გელის გამოყენების 10 მეთოდი

ეს პაკეტები ახალ ფეხსაცმელში გვხვდება. მათი გადაყრის ნაცვლად აჯობებს ისინი სასარგებლოდ გამოიყენოთ.

უმეტესი ჩვენგანი შეჩვეულია ბურთულებიანი სილიკაგელის პაკეტების ფეხსაცმელში ჩადებას, ნესტის შესაწოვად. მაგრამ მისი გამოყენების სხვა მეთოდებიც არსებობს.

აი მისი სახლის პირობებში გამოყენების 10 საშუალება:

1. სპორტული ჩანთა

როგორც წესი, სავარჯიშო დარბაზიდან დაბრუნებისას სპორტულ ჩანთას არასასიამოვნო სუნი აქვს და ეს პაკეტები ამ პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებიან.

2. დაორთქლილი ფანჯრებისთვის

იმისთვის, რომ ფანჯრები ნაკლებად იორთქლებოდეს, უბრალოდ დადეთ სილიკაგელი საქარე მინის ქვეშ და შედეგი სწრაფად იქნება შესამჩნევი.

3. ფოტოაპარატის ლინზისთვის.

ცივ ამინდში, ჩადეთ პაკეტი ჩანთაში, რათა ობიექტივის ლინზამ ყინვაში არ დაიორთქლოს.

4. საპარსი სამართებლისთვის

იმისთვის, რომ სამართებელი დიდხანს დარჩეს ბასრი, სილიკაგელი სამართებლების ყუთში ჩადეთ.

5. თესლი

თუ გეშინიათ, რომ თქვენი თელსი დანესტიანდება, სილიკაგელი მათთან ერთად ჩადეთ და ისინი კარგად გადაიტანენ ზამთარს.

6. ვერცხლისთვის

იმისთვის, რომ ვერცხლი უფრო დიდხანს დარჩეს მბზინვარე, აუცილებელია სილიკაგელი იმ ყუთში ჩადოთ სადაც მეტალს ინახავთ.

7. ჩემოდნისთვის

როდესაც დასვენებიდან ბრუნდებით, ჩემოდანი უცნაური სუნებით და ნესტითაა გაჟღენთილი. ამიტომ, ამ სუნების მოსაშორებლად ჩემოდანში რამდენიმე პაკეტი სილიკაგელი ჩადეთ.

8. ფოტოებისთვის

იმისთვის, რომ თქვენი ფოტოები მუდამ ახლები იყვნენ და არ გაყვითლდნენ, ჩადეთ ფოტოების შესანახ მუყაოს ყუთში სილიკაგელი და დატკბით მათით.

9. იკებანასთვის

იკებანას მოყვარულთათვის, კარგი იქნება თუ სილიკაგელს ქაღალდში ჩადებთ, რაც ნესტის გაჩენისგან დაგიცავთ.

10. ტელეფონისთვის.

თუ შემთხვევით ტელეფონი წყალში ჩაგივარდათ, არსებობს შესანიშნავი საშუალება ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჯერ აკუმლატორი და სიმბარათები ამოიღეთ და ტელეფონი სილიკაგელის ბურთულებზე დაალაგეთ. დატოვეთ 12 საათით და შემდეგ ააწყვეთ ტელეფონი.

ამ სტატიაში გავიგეთ თუ როგორ მოვიშოროთ რამდენიმე პრობლემა, სილიკაგელის პაკეტების დახმარებით.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.