Connect with us

თავის მოვლა

სილამაზის 15 საიდუმლო – იდეალური გარეგნობისთვის

ის რომ ქალბატონები მუდმივად ცდილობენ თავიანთი გარეგნობის გაუმჯობესებას – საიდუმლოს არ წარმოადგენს, ისინი მუდმივად ცდილობენ სხვადასხვა ეშმაკობების მოფიქრებას ამ მისიის შესრულების გასაადვილებლად! ამ სტატიაში რამდენიმე ხერხს წარმოგიდგენთ, რომლებიც გარეგნობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ!

1. სწორად შერჩეული ტონალური, საქმის ნახევარია! სინამდვილეში მისი ტონალობა არა მაჯის, არამედ კისრის კანის ფერის მიხედვით უნდა შეარჩიოთ!

2. თვალებთან ჰაილაითერს თუ გამოიყენებთ უფრო ნათელი, მბრწყინვალე და ცოცხალი მზერა გექნებათ!

3. ჩრდილების ფუძეს – თეთრი ფანქარიც შესანიშნავად ჩაანაცვლებს. წაისვით ის და ოდნავ გაამკრთალეთ.

4. ჩრდილები ეტაპობრივად წაისვით. ძირითადი ტონი – მთელს ქუთუთოზე, ყველაზე ღია თვალის შიდა კუთხესთან და წარბის ქვემოთ, ხოლო მუქი ტონით კი თვალის გარე კუთხეს გაუსვით ხაზი.

5. გარკვეულ ასაკში, მკვეთრი გრაფიკული ხაზები ქალის ასაკს 5 წელს მატებენ. ამიტომ 35 წლის შემდეგ ქალბატონებმა თვალის კონტური უფრო რბილი და ბუნებრივი ხაზით უნდა გაიკეთონ.

6. ტუში ჯერ ზედა წამწამზე წაისვით, შემდეგ კი ქვედაზე. დღის მაკიაჟისთვის 1-2 ფენაც საკმარისია, ხოლო განსაკუთრებული შემთხვევებისა და საღამოს მაკიაჟისთვის კი უფრო მეტი ფენა დაგჭირდებათ. ყოველი მომდევნო ფენა, წინა ფენის გაშრობის შემდეგ დაიტანეთ.

7. პატარ-პატარა შეცდომები მაკიჟში – შეგიძლიათ მაკიჟის მოსაშორებელ საშუალებაში დასველებული ფუნჯით შეიტანოთ.

8. ლაინერის ფუნქციის შესრულება ტუშსაც შეუძლია!

9. აი როგორ უნდა დაფაროდ სწორადთვალებს ქვეშ არსებული ტომრები.

10. ნიკაპზე არსებულ არასასურველ თმას უფრო მარტივად აღმოაჩენთ და მოიშორებთ თუ ნიკაპზე ფხვიერ პუდრას წაისვამთ.

11. იმისთვის, რომ ტუჩები უფრო მოცულობითი გამოჩნდეს და უკეთ გამოიყურებოდეს – ეს ინსტრუქცია გამოიყენეთ:

12. ამ ეფექტის სწორად გამოყენება რამდენიმე წელს მოგაკლებთ.

13. ტუჩების მკვეთრი მაკიაჟი – განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.

14. ღია ფერის ტუჩსაცხის გამოყენების დროსაც კი გამოიყენეთ ფანქარი. ის არა მარტო მაკიაჟის სწორად შესრულებაში დაგეხმარებათ, არამედ ტუჩსაცხის გათხაპვნისგანაც დაგიცავთ.

15. ფინალური შტრიხი გასვლის წინ. არომატის ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის სუნამო “ცხელ წერტილებში” დაისხით: ყურის უკან, მაჯებზე, კისერზე, იდაყვის მოხრის წერტილთან და მუხლის უკანა მხარეს.