Connect with us

თავის მოვლა

სილამაზის საიდუმლოებები აფთიაქიდან – აი, ნამდვილი რეცეპტები

არასტანდარტული და ძალიან ეფექტური რეცეპტები აფთიაქიდან!

1. აევიტი

აევიტი ნაოჭებს კარგად ებრძვის. თვალის ირგვლივ კანზე წაისვით. ეს A და E ვიტამინია ერთად, რომელიც დილას და საღამოს თვალის ქვეშ უნდა წაისვათ. შეგიძლიათ დღეში ერთხელ წაისვათ, 2 საათით გაიჩეროთ და სალფეთქით მოიშოროთ. თუ სახლიდან არ გადიხართ, შეგიძლიათ მთელი დღე გაიჩეროთ. 2 კვირა გამოიყენეთ, შემდეგ შეისვენეთ.

2. ბლეფაროგელი № 1

ბლეფაროგელი ჰიალურონის მჟავას შეიცავს. ის კარგად ატენიანებს, ნაოჭებს ასწორებს და თვალების ქვეშ „ჩანთებს“ ზუსტად რამდენიმე დღეში აქრობს. დღეში 3-ჯერ და ამას დამატებული ღამით სქელ ფენად წაისვით.

3. შეგიძლიათ აბუსალათინის ზეთი სცადოთ:

დილით გელის შემდეგ 2 საათით წაისვით. ასე ლიფტინგ ეფექტს მიაღწევთ.

4. ჰიალურონის მჟავა

შეგიძლიათ უფრო შორს წახვიდეთ და კაფსულებში სუფთა ჰიალურონის მჟავა შეიძინოთ და ამპულა ბლეფაროგელის ფლაკონს აურიოთ. ყოველთვის გამოყენების წინ შეანჯღრიეთ და წაისვით.

5. პილინგი

ჰოლივუდური წმენდა: სუფთა, მშრალ სახეზე კალციუმის ქლორიდის ხსნარი წაისვით. გაშრობას დაელოდეთ, შემდეგ მეორე ფენა წაისვით და კვლავ გაშრობას დაელოდეთ. ხელები საბავშვო საპონში გაისაპნეთ და კანი დაიმასაჟეთ, ასე მკვდარ უჯრედებს მოიშორებთ.

მექანიზმი შემდეგია: კალციუმის ქლორიდის საპონთან ურთიერთქმედებით კალიუმის ან ნატრიუმის ქლორიდი და უხსნადი კალციუმის მარილი წარმოიქმნება, რომელიც იგორგლება და თან მკვდარ უჯრედებსაც იღებს. ასე სახის ზედაპირულ პილინგს გაიკეთებთ.

კალციუმის ქლორიდის გამოყენება შესაძლებელია, თუ სახის კანზე ანთებითი პროცესები არ გაქვთ.

6. გეპარინის მალამო

მალამო თვალების ქვეშ „ჩანთების“ და შეშუპების დროს დაგეხმარებათ.

7. რეტინოვის მალამო

A ვიტამინის საწყობი. მალამო გამოიყენება როგორც აკნეს საწინააღმდეგო საშუალება. ასევე დაბერების საწინააღმდეგოდ შესანიშნავი პროფილაქტიკაა, კანის მდგომარეობას აუმჯობესებს და სიწითლეს ხსნის.

მისგან ნიღაბი გააკეთეთ. 20-30 წუთით ან უფრო დიდხანს გაიჩერეთ. ზოგიერთი მთელი ღამე იტოვებს. მსმენია, რომ აშშ-ში კოსმეტოლოგები კლიენტებს მის ანალოგს (რეტისოლს) უნიშნავენ, როგორც ერთადერთ დამტკიცებულ საშუალებას ნაოჭების საწინააღმდეგოდ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.