Connect with us

თავის მოვლა

სახის წამიერად დაჭიმვა: დღეში მხოლოდ 5 წუთი დაგჭირდებათ!

სახის მოსაწესრიგებლად ეს მარტივი და სწრაფი მეთოდი მხოლოდ 5 წუთს წაგართმევთ. მისი დახმარებით შეშუპებას მოიშორებთ, კანს გლუვს გახდით, კუნთებს დაჭიმავთ, დაძაბულობას მოიშორებთ და სახეს უფრო ჯანსაღ იერს მიანიჭებთ.

თუ გრძნობთ, რომ სახე უფრო მძიმე, მსხვილი და მასიური გახდა, ეს არა ცხიმების დაგროვების, არამედ სითხის შეკავების, ასევე უხეში კუნთების შედეგია, რომელიც სისხლის და ლიმფის მოძრაობას აფერხებს, რაც შეშუპებას და ქსოვილების ჩამოწელვას იწვევს. ქვემოთ Kogao-ს თვითმასაჟის მაგალითებს გთავაზობთ, რომელიც სახის სწრაფად „გახდომასა“ და მოცულობის შემცირებაში დაგეხმარებათ. სახე უფრო დაჭიმული და სუფთა გახდება. ვარჯიშების ავტორი სწრაფ ვიზუალურ ეფექტს გპირდებათ.

მინი მასაჟი კოგაო (Kogao)

ვარჯიში 1. კისრის წინა ნაწილის გაჭიმვა. წინასწარი ვარჯიში მასაჟის დაწყებამდე.

ორივე ხელით ლავიწს ცენტრში დააჭირეთ და ნიკაპი ჭერისკენ ასწიეთ. ამ პოზაში 5 წამით გაჩერდით. გაძლიერებული ვარიანტი: ვარჯიშის შესრულების დროს ენა წინ გამოწიეთ. ასე ეფექტი გაძლიერდება.

ვარჯიში 2. სახის ოვალის ქვედა მკაფიო ხაზის შექმნისკენაა მიმართული. ორმაგი ნიკაპის მოშორებაში დაგეხმარებათ.

მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითები ნიკაპს დაადეთ. თითები ოდნავ დააჭირეთ და მარჯვენა ყურისკენ მცოცავი მოძრაობა დაიწყეთ. შემდეგ ხელი შეცვალეთ და იგივე მოძრაობა მარცხენა ხელით სახის მარცხენა მხარეს შეასრულეთ. ხელების მოძრაობა თანმიმდევრული უნდა იყოს: მარჯვენა- მარცხენა, მარჯვენა-მარცხენა. ჯამში 20 მოძრაობა (თითოეულ ხელზე 10) შეასრულეთ. ვარჯიშის ბოლოს ყურების ქვეშ არსებულ ღრმულში თითები დააჭირეთ და კისრის გვერდითა ნაწილიდან ლავიწამდე გამახურებელი მოძრაობა შეასრულეთ – ასე ლიმფის მოძრაობას ხელს შეუწყობთ.

ვარჯიში 3. საღეჭი, ლოყის კუნთების დაძაბულობას ხსნის, ლოყის არეს ასწორებს.

ნაწილი 1. თითები საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის და ზიგომატური ძვლის შემაერთებელ ადგილას დაიდეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. ყურის მხარეს მასაჟისტური, წრიული მოძრაობა შეასრულეთ. 20-ჯერ გაიმეორეთ.

ნაწილი 2. პირი გააღეთ. თითები საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარზე დაიდეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. თითები დააჭირეთ და ნელ-ნელა პირი რაც შეიძლება ფართოდ გააღეთ. ამავდროულად ხმამაღალ წარმოთქვით: ა, ე, ი, ო, უ! 3-ჯერ გაიმეორეთ!

შენიშვნა! საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადების დროს ვარჯიში ძალიან ნელა და დიდი სიფრთხილით უნდა შეასრულოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ქვედა ყბა ვერტიკალური მიმართულებით გააღოთ.

ნაწილი 3. სახეზე ხელისგულები ისე დაიდეთ, რომ თითები საფეთქლების არეში თმიან ნაწილს დაადოთ, ხოლო თავად ხელისგულები საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრებს დაადეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. ცერა თითები ყურებთან მდებარეობს (თუ პოზა სწორად არის შერჩეული, ის ყურის ქვეშ ღრმულთან მდებარეობს). თითები წინ და უკან მჭიდროდ დააჭირეთ. თითებით ზემოთ მცოცავი, დაჭიმული მოძრაობა შეასრულეთ, თითქოს სკალპის ახდას ცდილობთ. თუ თითებით საფეთქლების, ყურების და ყბის აწევას გრძნობთ, გამოდის ვარჯიში სწორად შეასრულეთ. ეს პროცედურა 10-ჯერ გაიმეორეთ.

ვარჯიში 4. ეს მოძრაობა ყვრიმალის არეში დაძაბულობას ხსნის, მას სწევს. ამ არეში ლიმფურ ნაკადს და სისხლის მიმოქცევას აძლიერებს.

ნაწილი 1. საჩვენებელი, შუა და არათითი ცხვირის ნესტოებთან დაიდეთ და მჭიდროდ დააჭირეთ. ცხვირის ნესტოებიდან ყვრიმალის ძვლის გავლით საფეთქლებამდე მცოცავი, დამწოლი მოძრაობა შეასრულეთ. 20-ჯერ გაიმეორეთ.

ნაწილი 2. ყვრიმალის აწევა. ორივე ხელის ხელისგულები ყვრიმალის ზედა ნაწილზე მოათავსეთ. მჭიდროდ დააჭირეთ. ხელისგულებით ყვრიმალის კუნთების ზუსტად ზემოთ აწევა დაიწყეთ, თითქოსდა მის აწევას თავის ცენტრამდე აპირებთ. 10-ჯერ გაიმეორეთ.

რეკომენდაციები

  1. დაწოლის ძალა. დაწოლა ზომიერი უნდა იყოს. ძალიან ძლიერი ზეწოლით შეიძლება კანი დაიზიანოთ, ხოლო სუსტმა სათანადო ეფექტი ვერ მოგცეს. სწორედ ამიტომ, ოქროს შუალედის პრინციპი გამოიყენეთ, შეგრძნებებს ყურადღება მიაქციეთ, რომ ზეწოლა დაუმატოთ ან შეასუსტოთ.
  2. მასაჟური მოძრაობის შესრულების დროს სრიალის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ყოველდღიური მოხმარების სახის კოსმეტიკური ნაღები ან ემულსია გამოიყენოთ,
  3. მასაჟი შეგიძლიათ დილით და საღამოს შეასრულოთ.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.