Connect with us

თავის მოვლა

სახის კანის, კისრისა და დეკოლტეს ზონის გაახალგაზრდავება კოლაგენის ნიღბით. საშუალება, რომელიც ნაოჭებს მართლაც აგლუვებს

კოლაგენის ნიღბის გამოყენების შემდეგ თქვენი სახე არა მხოლოდ უფრო ახალგაზრდული გახდება, არამედ ჯანსაღ იერს დაიბრუნებს.  ამ მოქმედი ჟელატინის ნიღბის რამდენიმე გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ, რომ თქვენი კანი გლუვი გახდა და წვრილი ნაოჭები გაქრა.

რა არის ჟელატინი?

ფრანგული სიტყვა „ჟელატინი“ ითარგმნება, როგორც „გაყინული“. ეს უფერო, უსუნო ფხვნილი ცხოველებისა და თევზების კანის, ძვლის და ხრთილის ქიმიური დამუშავებით მიიღება.

მას თითქმის ყველა სფეროში ფართოდ გამოიყენებენ. ჟელატინი შეუცვლელია შემდეგი წარმოებისთვის:

  • ფოტოგრაფიული მასალისთვის (ფოტოგრაფიული ჟელატინი);
  • საკვები პროდუქტისთვის (საკვები ჟელატინი)
  • მიკრობიოლოგიაში სამკურნალო საშუალებისთვის;
  • ტიპოგრაფიაში საღებავებისთვის;
  • ფეინთბოლის ბურთებისთვის;
  • კოსმეტიკური საშუალებებისთვის;

რით არის სასარგებლო ჟელატინი?

ჟელატინი თავისი სამკურნალო თვისებებით ცნობილია.

  • ჟელატინი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებითად მოქმედებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დროს ხელს შეგიწყობთ.
  • რაციონში ცილების წყაროს წარმოადგენს.
  • თუ საკვებს ჟელატინს რეგულარულად დაუმატებთ, ის თმის გაძლიერებასა და გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ, მას უფრო სქელს და ბზინვარეს გახდის.
  • ამ პროდუქტის ხშირი მოხმარება კანს გამოკვებავს და ნაოჭებს გაასწორებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ზრდასრული ასაკის ადამიანებისთვის, რადგან ამ დროს ორგანიზმში მცირე რაოდენობით კოლაგენი იწარმოება, რომელიც კანის მოქნილობისთვის აუცილებელია.
  • ყოველდღე მცირე რაოდენობით ჟელატინის საკვებში დამატებით, ფრჩხილები უფრო ძლიერი გახდება.
  • ჟელატინის საკვები დანამატი ძვლებს აძლიერებს, სახსრებს უფრო მოძრავს ხდის. ყოველდღიურად 10 გრ ჟელატინის მოხმარება ართრიტით გამოწვეულ სახსრების ტკივილს შეამსუბუქებს.
  • მისი დახმარებით წონაში დაიკლებთ, რადგან გაფუებული სახით მადას აქვეითებს და ბევრის ჭამის უფლებას არ მოგცემთ.
  • რაციონში ჟელატინის მუდმივად ჩართვა, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, თავის ტვინის მუშაობას არეგულირებს, ნერვული სისტემა გამართული ხდება.

რით არის საზიანო ჟელატინი?

ამ პროდუქტს უკუჩვენებები თითქმის არ აქვს. თუმცა არსებობს რიგი დაავადებები, რომელთა დროს ჟელატინის მიღება ან კოსმეტიკური მიზნით გამოყენება რეკომენდებული არაა:

  • იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს;
  • რეკომენდებული არაა მათთვის, ვისაც ყაბზობა აწუხებს – ჟელატინი მსუბუქი შემკვრელი სახით მუშაობს;
  • უკუჩვენებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების დროს, წყალი-მარილის ბალანსის დარღვევის დროს;
  • ხშირ შემთხვევაში შეიძლება შარდ- და ნაღვლკენჭოვანი დაავადება გამოიწვიოს (ოქსალატური ქვების წარმოებას ხელს უწყობს);
  • ორგანიზმში დიდი რაოდენობით ჟელატინი სისხლის შედედებას ზრდის, ამიტომ ათეროსკლეროზის დროს ფრთხილად უნდა გამოიყენონთ.

ჟელატინის ნიღაბი სახისთვის

ჟელატინი ზოგიერთ კომპონენტთან ერთად სახის კანს კარგად ჭიმავს, აახალგაზრდავებს, არბილებს, ატენიანებს, ათეთრებს და მკვდარ უჯრედებს აშორებს.

სახის ანტიასაკობრივი ნიღაბი შეგიძლიათ სახლში თავად მოამზადოთ.

ჟელატინი და ვიტამინები:

  • 1 ს/კ ჟელატინი
  • 1 კვერცხის გული
  • 5 ს/კ რძე
  • 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
  • 10 წვეთი A ვიტამინი
  • 10 წვეთი E ვიტამინი

რძე ოთახის ტემპერატურამდე გააცხელეთ, ჟელატინი დაუმატეთ, გაფუება აცადეთ (30 წთ), პერიოდულად მოურიეთ, რომ კვანძები არ გაჩნდეს. დანარჩენი ინგრედიენტები შეურიეთ და წყლის ორთქლზე გააცხელეთ. ნარევი სუფთა სახეზე წაისვით და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ეფექტის გასაძლიერებლად პროცედურა ყოველ მეორე დღეს 10-ჯერ ჩაიტარეთ.

ჟელატინი და ბანანი

  • 1 ჩ/კ ჟელატინი
  • 1 ს/კ ბანანი
  • 2 ს/კ წყალი

ჟელატინს ცივი წყალი დაასხით, გაფუება აცადეთ (20-30 წთ). შემდეგ წყლის ორთქლზე ბოლომდე გახსენით და ბანანის რბილობს აურიეთ. თბილი ნიღაბი სახეზე გადაინაწილეთ. 20-25 წუთის შემდეგ შემადგენლობა წყალში ან რძეში დასველებული ბამბის დისკით მოიშორეთ.

ჟელატინი კიტრთან ერთად

  • 1 ჩ/კ ჟელატინი
  • 1 კიტრი
  • 2 ჩ/კ გვირილას ნაყენი
  • 2 ჩ/კ მწვანე ჩაი
  • 1 ჩ/კ ალოეს წვენი (ალოე ვერას გელი)

ჟელატინს გვირილას ნაყენი დაასხით, დააყენეთ და კიტრის ფაფა (წვენის გარეშე) დაუმატეთ. ჟელატინი წყლის ორთქლზე გააცხელეთ, კიტრის წვენი და ალოე დაუმატეთ და გააგრილეთ. სახეზე დაახლოებით ნახევარი საათით გაიჩერეთ.

ჟელატინი კარაქთან ერთად

  • 1 ს/კ ჟელატინი
  • ხარისხიანი კარაქი

ინგრედიენტები აურიეთ, სახეზე წაისვით და 20 წუთში ჩამოიბანეთ.

ჟელატინი კანის გამაახალგაზრდავებელი და ორგანიზმის მდგომაროების გასაუმჯობესებელი შესანიშნავი საშუალებაა. მთავარია გახსოვდეთ: ყველაფერი კარგი ზომიერი უნდა იყოს.

კოლაგენის კურსის სახლის პირობებში გავლა თავად შეგიძლიათ. მაგრამ თუ გაქვთ დაავადებები, რომლებიც ჟელატინის გამოყენებასთან თავსებადი არაა, პროცედურის გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.