Connect with us

თავის მოვლა

სახის დამატენიანებელი ნიღბები: 6 რეცეპტი, რომლებიც სწრაფად და ეფექტურად მოქმედებს

წარმოგიდგენთ იმ ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც დაგეხმარებათ მკვრივი, რბილი და ჯანსაღი კანის მიღებაში, ძვირადღირებული და მტკივნეული პროცედურების გარეშე.

1. ჭარბი ცხიმის ლიკვიდაცია

რბილი, ჯანმრთელი და ფაიფურის კანის მისაღებად, სცადეთ ეს დამატენიანებელი ნიღაბი სახისთვის.

ინგრედიენტები

  • ბანანი
  • ნატურალური თაფლი
  • ფორთოხლის ნედლი წვენი(სურვილისამებრ)

შეურიეთ 2 ს.კ. ბანანის პიურე 1 ჩ.კ. თაფლსა და 1 ს.კ. წვენს. დაიბანეთ სახე თბილი წყლით და შეიზილეთ ნიღაბი კანში, სრულად დაფარეთ T ზონა. გააჩერეთ 20 წუთით, რათა კანმა შეძლოს მისი შეწოვა. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაიშრეთ სახე რბილი პირსახოცით.

2. მშრალი კანის დატენიანება

ალოე ატენიანებს და კვებავს კანს, ანელებს მისი დაბერების პროცესს. ასევე, ეს მცენარე კურნავს მშრალ კანს. შედეგად, ეს ნიღაბი შესანიშნავი გამაგრილებელი და გამწმენდი საშუალებაა.

ინგრედიენტები:

  • ალოეს ფოთოლი
  • პატარა კიტრი

დააქუცმაცეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. საუკეთესო შედეგისთვის, დაიტანეთ ნიღაბი თანაბრად, წრიული მოძრაობებით, ნახევარ საათში კი ჩამოიბანეთ ნიღაბი ცივი წყლით და გაიშრეთ კანი რბილი პირსახოცით.

3. წმენდა და დატენიანება

ყურძნის სუსტი მჟავა მოქმედებს, როგორც ნაზი სკრაბი, რომელიც ეფექტურად აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს. ასევე, E ვიტამინი ინარჩუნებს კანში ტენს, რომელიც აუცილებელია კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. აი, როგორ უნდა გაიწმინდოთ და დაიტენიანოთ კანი ერთდროულად.

ინგრედიენტები

  • 12 მარცვალი ყურძენი
  • 1 ს.კ. ბრინჯის (ან შვრიის, ნუშის, სელის სეზამის) ფქვილი

ბლენდერში კარგად ათქვიფეთ ინგრედიენტები. როცა მომზადებული მასისგან პასტას მიიღებთ(საჭიროებისამებრ, წყლის დამატებით), წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაიშრეთ რბილი პირსახოცით.

4. კვება და დატენიანება

შის კარაქისა და ქოქოსის ზეთის შერწყმა არბილებს, ატენიანებს კანს და ათანაბრებს მის ტონს. ასევე, აღადგენს კანის ელასტიურობას. ეს ძალიან ეფექტური ნიღაბია, რომელიც შეგიძლიათ კვირაში ერთხელ გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

  • 1 ჩ.კ. შის კარაქი
  • 1 ჩ.კ. ქოქოსის ზეთი
  • 1 ჩ.კ. ალოეს წვენი

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. გადაინაწილეთ მასა კანზე თანაბრად. აცადეთ გაშრობა 15 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

5. ღრმა წმენდა და ლიფტინგი

ლუდის საფუარი სავსეა მნიშვნელოვანი ვიტამინებითა და მინერალებით, მათ შორის, ქრომით, სელენითა და B ვიტამინით. შედეგად ეს მნიშვნელოვანი ვიტამინები და მინერალები ეხმარება თქვენს კანს ჯანმრთელობისა და ტენის შენარჩუნებაში. ასევე, კარგია ნაოჭების პროფილაქტიკისთვის.

ინგრედიენტები

  • 1 ს.კ. ლუდის საფუარი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. თბილი რძე

შეურიეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, წაისვით კანზე და გააშრეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაიშრეთ რბილი პირსახოცით.

6. დატენიანება და გაახალგაზრდავება

მარწყვი უამრავ ისეთ მძლავრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, როგორებიცაა პოლიფენოლები, ანტოციანები, კვერცეტინები და С ვიტამინი. ასევე, მაწონი შეიცავს რძემჟავას, რომელიც ქერცლავს კანს. შედეგად, კანიდან ჩამოირეცხება მკვდარი უჯრედები.

ინგრედიენტები

  • 3 საშუალო ზომის მწიფე მარწყვი
  • 2 ჩ.კ. მაწონი
  • 1 ჩ.კ. თაფლი

შეურიეთ ინგრედიენტები ბლენდერით. გაიჩერეთ ნიღაბი სახეზე 10-15 წუთით. თუ მშრალი კანი გაქვთ, 10 წუთი საკმარისია.

ეს ნიღბები თქვენს კანს გააახალგაზრდავებს, შესძენს სიმკვრივესა და ბზინვარებას.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.