Connect with us

თავის მოვლა

სახელმძღვანელო ჰიალურონის მჟავის შესახებ და 5 საუკეთესო საშუალება სილამაზის ექსპერტის აზრით

ჰიალურონის მჟავა ყველგან გვხვდება: სახის ნიღბებში, კრემებსა და შრატებში. კოსმეტოლოგები მას აქტიურად გვთავაზობენ და კანის დატენიანების მნიშვნელობას გვახსენებენ, მაგრამ ჰიალურონის მჟავა კანს არა მხოლოდ ატენიანებს, არამედ სხვა სასარგებლო თვისებებიც გააჩნია. ჩვენ გავარკვიეთ, თუ ვის სჭირდება ჰიალურონის მჟავა და რისთვის.

რა არის ჰიალურონის მჟავა?

ჰიალურონის მჟავა არის პოლისაქარიდი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ისედაც არის. ის პასუხს აგებს სახსრების მოქნილობაზე, კოლაგენის წარმოებასა და კანის დატენიანების დონეზე. წლების მატებასთან ერთად მისი წარმოება მცირდება, კანი ჭკნობას იწყებს და მოცულობას კარგავს. ჰიალურონის მჟავის შემცირების გამო კოლაგენის წარმოებაც მცირდება. როცა ორგანიზმი ზედმეტად დეჰიდრატირებულია, ჰიალურონის მჟავა კანის უფრო ღრმა ფენების მხარდასაჭერად გამოიყენება, ხოლო ზედაპირზე ნაოჭები ჩნდება.

როგორ მუშაობს საშუალება ჰიალურონის მჟავით?

დატენიანებული კანი უკვე ახალგაზრდობის სინონიმი გახდა. ჰიალურონის მჟავა ინექციების და კოსმეტიკის შემადგენლობაში კანის ყველა ფენაში ტენიანობის შენარჩუნებასა და ფორმირებაზე მუშაობს. როცა კოსმეტოლოგს ჰიალურონის მჟავა შეჰყავს, მისი მოლეკულები წყალს ჭკნობის ადგილას იზიდავს და მის ირგვლივ აგროვებს. ეს სახეს მოცულობას მატებს, ხოლო კანს კარგ ტურგორს. ამ უკანასკნელის დარეგულირებისას აქტიურად ხდება კოლაგენის და ელასტინის სინთეზირება, რომლებიც ქსოვილების ელასტიკურობაზე არიან პასუხისმგებელნი. სიტყვაზე, კანის სილამაზე და ახალგაზრდობა კარგი დატენიანებით იწყება. დღეს სერთიფიცირებული და კოსმეტოლოგების მიერ აღიარებულია რამდენიმე შემადგენლობა: Restylane, Restylane Silk, Restylane Left, Restylane Refyne, Restylane Defyne, Belotero, Juvederm, Voluma, Volbella და Vollure. მათ სახის კონტურის კორექციის, ტუჩის გასადიდებლად, მეზოთერაპიისა და ბიორევიტალიზაციის პროცედურებისთვის იყენებენ.

პროდუქტები შემადგენლობით ერთმანეთისგან სიმკვრივით განსხვავდებიან და აქედან გამომდინარე მხოლოდ გარკვეულ ადგილებში გამოიყენება. მაგალითად, Voluma მკვრივი პრეპარატია და სახის ჩარჩოს შესაქმნელად გამოიყენება, ხოლო Belotero უფრო თხელია და კარგად აგლუვებს ზედაპირულ ნაოჭებს.

რაც შეეხება კოსმეტიკას, ის უფრო ცუდად მუშაობს, ვიდრე ინექციები. ეს გასაგებიცაა: არც ერთ კრემს ან შრატს არ შეუძლია კანის ღრმა ფენებში შეღწევა, მაგრამ ზედაპირზე სარგებელი მოაქვს. ის ბუნებრივ ფირს ქმნის, ტენის აორთქლებას აფერხებს და ეპიდერმისს ატენიანებს. სწორედ ამიტომ, საუბარი რომ ჰიალურონის მჟავა უსარგებლოა, სრულად უსამართლოა. კოსმეტიკაც მუშაობს.

ვის სჭირდება ჰიალურონის მჟავა?

მოკლედ, რომ ვთქვათ – ყველას, ვინც 25 წელს მეტისაა. სწორედ ამ ასაკში ბუნებრივი ჰიალურონის მჟავის წარმოება კლებას იწყებს. ეს ნივთიერება აბსოლუტურად უსაფრთხოა და ადამიანების მაქსიმუმ 1-2 %–ში შეიძლება გამოიწვიოს ალერგია. „ჰიალურონს“ აქტიურად იყენებენ ანტიასაკობრივ პროგრამებში, აკნეს და როზაცეას სამკურნალოდ.

კოსმეტოლოგები გირჩევენ, რომ ლაზერული პილინგის ან ჩვეულებრივი პილინგის კურსის შემდეგ მეზოთერაპია ჰიალურონის მჟავით ჩაიტაროთ. ჰიალურონის მჟავის ჭარბი წონა არ არსებობს, სამწუხაროდ, ის ორგანიზმიდან ძალიან სწრაფად გამოდის. სწორედ ამიტომ, ინვაზიური პროცედურებით დატენიანება რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ, ხოლო სახლში ჰიალურონის შემცველი კრემებით სახის დატენიანებას მხარი დაუჭიროთ. მაშინაც კი, თუ თქვენი ძირითადი მოვლა ამ სასწაულ კომპონენტს არ შეიცავს, ჰიალურონის ამპულები ან ნებისმიერი თავის მოვლის საშუალება მისი შემცველობით იქონიეთ.

პირველ რიგში, ჰიალურონის მჟავა მშრალ და მგრძნობიარე კანს სჭირდება – მათ „სველ“ მოვლაზე გადასვლა 18 წლიდან უნდა დაიწყონ. საქმე იმაშია, რომ მშრალ კანზე მიმიკური ნაოჭები ძალიან ადრე ჩნდება, ხოლო საკმარისი დატენიანება ამის პროფილაქტიკას ხელს უწყობს.

ბევრს დასახელებაში სიტყვა „მჟავა“ აშინებს, მაგრამ სულ ტყუილად. ჰიალურონის მჟავა ნატურალური კომპონენტია, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი აწარმოებს. ის აბსოლუტურად უსაფრთხოა. ყველაზე სახიფათო, რაც შეიძლება მოხდეს – მსუბუქი შეშუპება, რომელიც 24 საათში გაქრება. ერთადერთი უკუჩვენება ჰიალურონის მჟავის შესაყვანად – ორსულობა და ლაქტაცია.

ეს სამუდამოდ არაა?

სახის ფორმირებისთვის საკმაოდ მკვრივი ჰიალურონის მჟავა გამოიყენება და, სამწუხაროდ, ზოგჯერ პაციენტს შედეგი არ აკმაყოფილებს. ამის გამოსწორება შეიძლება! კოსმეტოლოგს იმავე ზონაში ფერმენტი ჰიალურონიზადა შეჰყავს, რომელიც წამიერად იშლება და ჰიალურონის მჟავის მოლეკულები ბუნებრივი გზით შეჰყავს. მართალია, ეს კომპონენტი არც ისე უსაფრთხოა, როგორც ჰიალურონი. ფერმენტში შედის ფუტკრის შხამი, რაზეც თქვენ შეიძლება ალერგია გქონდეთ. გამხსნელის შეყვანამდე კოსმეტოლოგთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.

შრატი ჰიალურონის მჟავის დონის გასაზრდელად SkinCeuticals – 350 ლარი

შრატები უფრო უკეთ მუშაობს, ვიდრე კრემები – მათში აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია უფრო მაღალია და მოლეკულები უფრო პატარაა. SkinCeuticals–ის შრატი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დამოუკიდებელ საშუალებად, ასევე თქვენი ყოველდღიური კრემის გასაძლიერებლად. ის წებოვანი არაა (რაც შრატისთვის იშვიათობაა!) და მაკიაჟის ბაზის ჩანაცვლება შეუძლია.

ნიღაბი ღრმა დატენიანებისთვის, Dr. Jart – 40 ლარი

ნიღაბი უკვე მზა ალგინატის ფორმით, რომელსაც არ სჭირდება შერევა. საკმარისია სახეზე დაიდოთ. ეს უბრალოდ ხსნაა! სახეს მჭიდროდ ეკვრის და ნიღაბსა და სახეს შორის ჰაერს არ ატარებს. გამოდის, ტენის აორთქლებას გამორიცხავს – ის სრულად კანში შედის.

ინტენსიური სახის კონცენტრატი Thalgo – 80 ლარი

თუ სახის დამასაჟება გიყვართ, ეს კონცენტრატი „ჰიალურონით“ გამოიყენეთ. სანამ კუნთებს ინტენსიურად გაავარჯიშებთ, ჰიალურონის მჟავა კანის ხარისხზე იმუშავებს. კონცენტრატი შეგიძლიათ SOS საშუალებად გამოიყენოთ – წაისვით როგორც სახის კრემი, როცა გრძნობთ, რომ კანი ძალიან გაუწყლოებულია.

თვალის კრემი Maxclinic – 60 ლარი

პირველი ნაოჭები და ასაკობრივი ცვლილებები თვალის ირგვლივ კანზე ჩნდება. მასზე უფრო ნაკლები ფორებია, შესაბამისად, ცხიმი და დამცავი ბარიერიც ნაკლებია. „ბატის თათები“ თავიდან რომ აიცილოთ, ყოველდღე თვალის ირგვლივ წაისვით კრემი ჰიალურონის მჟავით: ის კანს ატენიანებს და ნაადრევი ნაოჭებისგან დაგიცავთ. კრემის შემადგენლობაში მთელი 7 სახეობის ჰიალურონის მჟავა შედის სხვადასხვა სიდიდის მოლეკულებით, რომლებიც მუშაობენ როგორც ზედაპირზე, ასევე კანის ღრმა ფენებში.

დამატენიანებელი უფერო პუდრა ჰიალურონის მჟავით By Terry – 150 ლარი

დიახ, ჰიალურონის მჟავა შეიძლება მშრალ საშუალებაშიც არსებობდეს. პუდრაში მას დამცავი ფუნქცია აქვს და ქმნის უხილავ ფირს, რომელიც ზედაპირიდან ტენის აორთქლებას აფერხებს. მისი გამოყენებით ორ კურდღელს დაიჭერთ: ცხიმოვანი ბზინვარების მოშორებით მდგრად მაკიაჟს მიიღებთ და ტენს შიგნით შეინარჩუნებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.